* * *
ნოემბრის ცა იჭირხლება,
ხვალ პაპაჩემი უნდა დავმარხოთ.
გათენდება და ის გაუძღვება პროცესიას
უმეტყველო სახეებით სავსე არენისკენ.
იქნება ცირკი, ალე, ალეე!
ნოემბრის ცა იჭირხლება.
- როგორ უნდა იქცე ხორცის ნაგლეჯად?!
- როგორ უნდა წახვიდე ადამიანიდან??!
- შესაძლებელია მისაღებში გასვლა და ამ ყველაფრის გადამოწმება.
- რაზე შეიძლება ფიქრობდეს კაცი, ძვირადღირებული კუბოს სიღრმეში?!
ნოემბრის ცა იჭირხლება.
ჩემი ძმობილი ნერვიულად ათამაშებს დამასკურ დანას.
- ალბათ პაპაჩემსაც ჩამოუკრავს აბაზანაში.
ალბათ პაპაჩემსაც ჩამოუფხიკავს სპერმა ბანჯგვლებიდან.
არ არსებობს სინთეტიკური ნარკოტიკი.
არ არსებობს ჰეროინი.
არ არსებობს პლანი.
- არსებობს ცურვა ოკეანის ბნელ სიღრმეებში.
არსებობს მსხვრევა ბურუსით სავსე სარკეში.
არსებობს შაგრენის სინდრომი.
ნოემბრის ცა იჭირხლება.
საგანგებოდ უნდა მოვემზადო ხვალინდელი წარმოდგენისთვის.
უკანასკნელად უნდა დავუკრა ტაში პაპაჩემს.
როდემდე მოიკატუნებს თავს?!
შესაძლოა ყველაფერი მიზანსცენის ნაწილი იყოს და ფარდის დაშვებისას
ჩემმა ნარკომანმა ძმობილმა აღფრთოვანებით წამოიძახოს - ავე!
და მადლიერმა პაპაჩემმა თავი დაუკრას.
ორგანიზებულად უნდა დავმარხოთ პაპაჩემი.
მოწვეული სტუმრებისთვის განგებ ჩამოვუშვათ ცხვირები,
დავდგათ - მდუმარე შუადღის სიცივით სავსე მდუმარება.
- "მას მოტყნული ყავს ქალები პარიზში,
ის ამაყობდა, რომ მოტყნული ყავს ბოზები პარიზში.
თუმცა ეთაყვანებოდა ბებიაჩემის ძუძუებს.
მისთვის ბებიაჩემის მკერდი ისტორიულ მოვლენად იქცა.
პაპაჩემი ამაყობდა, რომ იყო კერპთაყვანისმცემელი
და ბებიაჩემის სრულქმნილი მონუმენტი გახდა მისი რწმენის საწყისი.“
- გამოსათხოვარი სიტყვა უნდა იყოს ნამდვილი.
- რა თქმა უნდა. - მეთანხმება ჩემი ძმობილი. -
მაგრამ ისევე, როგორც არ არსებობენ ანგელოზები
არ არსებობენ ბოზებიც, სირო!
ნოემბრის ცა იჭირხლება.
ხვალ პაპაჩემს დავასაფლავებთ.
მთელი ოჯახი საგულდაგულოდ ჩავფლავთ მიწაში
და ერთმანეთს ვეღარ ავიტანთ.
იფრინე.
ჯერ კიდევ არ შეკრულა ცა.
ჯერ კიდევ შეგიძლია გადარჩენა.
ვიდრე ნოემბრის ცა გაიყინება.
ღმერთს უთხარი, რომ ანგელოზებს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდათ.
რომ ტაძრების გამრუდებული სივრცეებიდან ისინი კონდიცირებამ გაიწოვა
და ახლა ძვირადღირებული ავტომანქანების გამყოლებად გარდაისახნენ.
ნოემბრის ცა იჭირხლება.
ხვალ პაპაჩემს გავიდებთ მხრებზე.
ხვალ ყველა საკუთარ წუხილს გაითამაშებს.
და ეს წუხილი და ჩუმი გმინვა გადაიქცევა საყოველთაო შიმშილში.
და გემრიელად ვისადილებთ ყველა.
და მერე ტუალეტის კაბინაში გავაკუებთ.
და მერე ხოშიანად დავაბოყინებთ.
- ნუ შეეხები ხვალინდელ დოზას!
- სასაცილოა, საკუთარი სიკვდილი გაითამაშო იმისათვის,
რათა ეს იყოს დიდებული რამ.
- იქნებ მეც ამ გზას ვადგავარ?!
ჩემი გაყვითლებული კანი კაუჩუკის თხელი ფენაა.
ჩემი გამომშრალი ძვლები პროტოსფირენას ფხებია.
ჩემი თვალები...
ჩემი თვალები ყაყიანი საკნის ვიწრო სარკმელი.
იქნებ ისეთივე ხელოვნური ვარ, როგორც ორგაზმის გადავადება,
როცა ცდილობ ნახევრად გახრწნილ ძაღლზე იფიქრო.
იქნებ მეც შემიძლია სუნთქვის შეკავება.
იქნებ მეც შემიძლია ვიპოვო კერპი და თაყვანი ვცე.
იქნებ მეც შემიძლია გამოვცურო
და მონადირებული ვეშაპი ვუფეშქაშო ერთ მაგარ ნაშას,
ვისზეც მთელი უბანი ანძრევს.
შესაძლოა, იმაზე ხელოვნური ვიყო, ვიდრე ხელოვნური თმა,
ვიდრე ხელოვნური მკერდი, ვიდრე ხელოვნური ფალოსი.
- შესაძლოა, ხაზი დაგაკლდა.
ნოემბრის ცა იჭირხლება.
ხვალ პაპაჩემს გავიდებთ მხრებზე
და უტყვი სახეების ყულაბაში ჩავფლავთ.
და მერე გემრიელად ვისადილებთ.
და მერე დავლევთ.
და მერე გემოზე ამოვაბოყინებთ.
პაპაჩემი იდება კუბოში და ბევრს იცინებს.
ბევრს იცინებს დაკუთარ თავზე.
ბევრს იცინებს საკუთარ შვილებზე.
ბევრს იცინებს ჩემზე.
ბევრს იცინებს ღმერთზე.
და როცა სიცილისაგან მუცელი ეტკინება
და როცა თვალები ეტკინება
და როცა მიწის სიცივე ძვლებში გაუჯდება,
დაიძინებს.
რომ ისევ განაგრძოს მონსტრებთან ბრძოლა
და პერიოდულად ძუძუების სიდიადით დატკბეს სიზმარში.
ჩვენ ვიტყვით - ბღოსთ!
* * *
შენ, ჩემო შეყვარებულო,
ჩემო გამხდარო შეყვარებულო.
გაღუნულ ხერხემალზე ჩამომხმარო შეყვარებულო,
მჩატევ და სუსტო, გამხდარტრაკიანო.
მაპატიე, რომ შაქრის წარმოების შეწყვეტა
სრულფასოვანი, ჯანსაღი საზოგადოების ჩამოყალიბების იდეას ემსახურება,
მე მაპატიე, რომ არ გაქვს სტანდარტული წონა,
რომ სქელტრაკათა ინტერესებს ეწირები.
რომ შენ და ჩემნაირები ოლიგარქთა ყლეზე ბანტია
და როცა ჩემი ხელფასი ტოტალიზატორის ლურჯ ფურცლებზე უჩინარდება,
მხოლოდ ორგაზმით ვკმაყოფილდებით.
და ერთმანეთს ვაფურთხებთ.
და ფინჯანში შაქრის მწიკვს ვზომავთ.
შემაფურთხე, ჩემო შეყვარებულო,
მჩატევ და სუსტო, ჩამომხმარტრაკიანო შეყვარებულო!
მე მზად ვარ, სქელტრაკათა პროჭები ვლოკო
თუკი შემაფურთხებ, თუ ბილეთი კიდევ გამისხამს.
შემაფურთხე, მაგრამ გახსოვდეს -
როცა მამაჩემი მაღაროში თავს ჩამოიხრჩობს
მთელი ქონება მე დამრჩება, მთელი ქონება.
და მთელ ტომარა შაქარს შევიძენ,
ჩემო ავადმყოფურად გამხდარო შეყვარებულო.
და როცა ცათამჯენის სახურავის კიდეზე მდგარს ხელს გიბიძგებ,
ნეტავ ფუნასავით გაიტყლაპნები თუ ბუმბულივით მსუბუქად იფრენ?!
- ვიდრე პროზექტურის პრიალა მაგიდაზე აგაწყობენ,
შემთხვევის ადგილზე შემორჩენილ სისხლის ლაქებს
შაქარს მოვაბნევ და ავლოკავ, ავლოკავ და თან ჩამოვკრავ.
და ჩემ პერფორმანსს გააშუქებენ ტელეკომპანიები;
დაწერენ ჟურნალ-გაზეთები;
პოლიტიკური თოქ-შოუები საგანგებოდ მოამზადებენ დებატს;
მიიღებენ ახალ რეგულაციას,
რისი მიშვეობითაც დაარეგულირებენ ინდივიდთა წონას
და შენ მე მიწამებ! იწამებ ჩემ გაღატაკებულ ჯიბეს, იწამებ ჩემ სიყვარულს
უფრო ღრმად და შეუჩრებლად, უფრო ღრმად და შეუჩერებლად.
როგორი პოეტურია, ჩემო თხელტრაკა შეყვარებულო.
მე მჭირდება პოეტის სტატუსი. მე მჭირდება პოეტის პოზა.
რათა აღარ დამადონ ლიტერატურულმა ჟურნალებმა,
რათა ვიშოვნო ფული და სინთეტიკამ არ გამომჭამოს,
ვიდრე ვიგლოვებ შენ ძუძუებს,
ვიდრე სქელტრაკათა ტრაკისმლოკველად გადავიქცევი.
ყავისფერი შაქარი; უშაქრო ჩაი; დიეტა;
ყავისფერი შაქარი; უშაქრო ჩაი; დიეტა;
ყავისფერი შაქარი; უშაქრო ჩაი; დიეტა;
გუგული, ვათავებ!