• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მითითებების ანბანი

×
ავტორის გვერდი ტატო ჩანგელია 25 ივლისი, 2018 4076

1) შეგიძლია გაიხსენო მშობლიური ენის ანბანი და ბგერები

დაალაგო მონდომებით

 

2) როცა საუბარს იწყებს ბერი, მისი სიტყვები, გარშემო უამრავ ცხვარს

იკრებს

 

3) დოსტოევსკი კრიმინალი იყო, უბრალოდ ჰქონდა უნარი რომ

საკუთარი სურვილები სწორად გადაეხარისხებინა

 

4) ხანდახან შეგიძლია თავი გაყო ჩარჩოდან და თქვა, რაც ენაზე

პირველი მოგადგება, მაგალითად: თქვენი დიდი დედა მოვტყან,

ვინც სიამოვნებას გვიწარმოებთ, გათვლილს ჩვენს ხორცზე

 

5) როცა ენა არ გაქვს, გახსოვდეს: კბენას ენა არ სჭირდება

 

6) ხანდახან საჭიროა ვიეტმანური წარმოების ვაზელინი, რათა ენა

უკეთ შევიდეს შეუღწეველ ადგილებში

 

7) უცაბედად, შესაძლოა ვიეტნამური წარმოების ვაზელინი არ იყოს

ბაზარზე და უბრალო ზეთი გამოიყენო, მაღლა მოცემული მითითების შესასრულებლად

 

8) გარდა ენისა, მნიშვნელობა აქვს ასევე თითების სწორად

გამოყენებას. ყველა თითი რაღაცას აღნიშნავს, ყველა თითი რაღაცას

მიანიშნებს

 

9) გახსოვდეს ეს ყველაფერი და კიდე ბევრი რამ, რაც აქ იქნება, ან რაც

იგულისხმება, საჭიროა იერარქიული კიბის დაშლისთვის

 

10) 5 - მითითებაში სწორედ კბილებზე იყო საუბარი. სწორად მიხვდი

 

11) იმისათვის რომ იმეტყველო არ არის საჭირო წარმოთქვა

მოცემული ბგერა ლამაზი ფორმით. მთავარია: მნიშვნელობამ

გადაფაროს აქცენტი

 

12) გაიხსენე მშობლიური ენის სუბიექტის აღმნიშვნელი, პირველი

პირის ნიშანი - ,,მე”,  და დაივიწყე

 

13) სცენამ დეკორაცია დაკარგა. მსახიობები ვინღა ჩაყლაპა - იკითხე

და მოიწვიე მაყურებელი ნულოვანტოტალურობაში

 

14) და როცა კითხვის მოსაწყენი პროცესი დასრულდება შეგიძლია

წამოდგე და იყვირო: ოსამა, აღსრულდა. დასრულდა

 

15) პილიგრიმები ყოველთვის ზუსტ დროს აფრიალებენ პალმის

ფოთლებს და ტოვებენ ტაძრებს. უერთდებიან ცხვრის ფარას 

 

16) არსებობს ანბანში გარკვეული ბგერები, რომელთანაც შეგიძლია

დიდხანს არ დარჩე, თან, თუ იცი, რომ მის წარმოთქმას ჟრუანტელი

არ მოჰყვება, ნაკლებად სავარაუდოა

 

17) ბრძოლის დაწყებამდე, ან, თუნდაც ჭამის დაწყებამდე

[შესაძლოა, ვიღაცისთვის სულაც ერთი და იგივე პროცესი იყოს] საჭიროა გაიარო რეპეტიცია. სხვანაირად გამორიცხულია.

 

18) და ეს უსასრულო სიჩუმე სინამდვილეში უენობის პერიფრაზია.

 

19) და როცა ყველაფერი დასრულდება, ყველა ტახტი დაწვი, არავის მისცე წამოწოლის საშუალება. ასე შესაძლოა სახლი გათბეს

 

20) და გაუსინჯე ენას გემო. მათი ხორცი არ იწვის. ძიძგნე უმი ხორცი

 

21) და ფუ-ფუ-ფუ-ფუ — ფუფ

 

22) ახლა შეგიძლია იყვირო, ან იმღერო ძველი სიმღერები ახლებური ვარიანტით, ისე რომ გაიგოს მთელმა უბანმა: ამ ვიწრო ქუჩებში, ეს მსხვილი ხალხი ვერ შემოეტევა, ასე ბრძანეს ქუჩებმა და ქუჩის პატრონებმაც. გაიმეორე რამდენჯერმე.

 

23) სამყარომ დაკარგა შესაღწევი ღარი. ეს სიტყვა შესაძლოა კუთხური ენის ჟარგონი იყოს და აღნიშნავდეს რთულად შესაღწევ ხვრელს. ღარი ასევე შესაძლოა იყოს სოფელი, სადაც უხვი ნალექისა და სეტყვის გამო მოსავლის გარეშე დარჩნენ გლეხები. სეტყვამ სოფელი გადაწვა. იმეორე.

 

24) ყლე. სხვას რას ელოდი

 

25) რადიო გადმოსცემს რეპორტაჟს. სიტყვებს შორის ისმის შიშინი. ყური დაუგდე და მოისმინე, იქნებ რამე გაარჩიო

 

26) როცა მზად არ ხარ, შეგიძლია არ ილაპარაკო. დაჯექი და ჩურჩული გაამრავლე. გადაუდებლობის რეჟიმი გადაგრევს.

აუცილებლად გადაგრევს

 

27) უენობის ჟამს კბილები გაამაგრე და ძიძგნე ხორცის ნაჭერი. ხოლო სასა - პირის ცა, გამოიყენე ხორცის სადნობად. მეტი სიამოვნებისთვის

 

28) სიტყვა იმდენად მძაფრად უნდა იქნას წარმოთქმული, რომ ძახილის ნიშნის დაწერის საჭიროება გადაფაროს

 

29) მოვიდნენ უცხოტომელები: ჯიბიდან წერაქვი ამოიღეს, ხოლო პირიდან - ქვები გადმოალაგეს და ტაძრის აგებას შეუდგნენ

 

30) უცხო ტომელებმა იქვე გათხარეს ჭა, ამოზიდეს წყალი და ხაოიანი ქვები გაასუფთავეს

 

31) z - მაგისტრალის ღერძულა ხაზზე იდგა მუშა რუპორით ხელში და ბრძოლაზე დაწერილ ძველ სიმღერას მღეროდა. მისი ხმა არავის ესმოდა. მისი ხმა მანქანების ძრავებს მიჰქონდათ უდაბნოში

 

32) და პლატონოვი ამოიოხრებს, სადღაც ჩევენგურში, თუ ჯანში. ნამდვილად ჯანი. რომ ყველა სიმღერა გამარჯვებისკენ მოწოდების ისარია, თუნდ სევდიანი იყოს მისი ჰანგები. ჯანია საჭირო იმღერო.

 

33) გარედ გასვლა თუ გადაწყვიტე, შეეცადე სწორი დრო აირჩიო, ზეცამდე აწვდილი ჭადრის ფოთლები ჰაერს იპარავენ.

ჰაერს იპარავენ

 

 

 

და სიტყვა:

 

 

და დილემაა     სიტყვებს შორის

 

და პაუზაა              სიტყვებს შორის

 

და შეუღწევლობაა    სიტყვებს შორის

 

და კონფლიქტია           სიტყვებს შორის

 

და უკუქმედებაა      სიტყვებს შორის

 

და წყვეტაა            სიტყვებს შორის

 

და უხერხულობაა   სიტყვებს შორის

 

და სიმშრალეა    სიტყვებს შორის

 

და მოწყენილობაა    სიტყვებს შორის

 

და შეუთანხმლებობაა   სიტყვებს შორის

 

და სირცხვილია          სიტყვებს შორის

 

და უყურადღებობაა    სიტყვებს შორის

 

და შემთხვევითობაა        სიტყვებს შორის

 

და გადაცდენაა             სიტყვებს შორის

 

და გადაუდებლობაა       სიტყვებს შორის

 

და ეფემერულობაა     სიტყვებს შორის

 

და შეუთავსებლობაა     სიტყვებს შორის

 

და შეცდომაა          სიტყვებს შორის

 

და უენობაა                 სიტყვებს შორის

 

და შიშინია     სიტყვებს შორის

 

და უნდობლობაა          სიტყვებს შორის

 

და დაშორებაა   სიტყვებს შორის

 

და მარტოობაა               სიტყვებს შორის

 

და დუმილია         სიტყვებს შორის

 

და უმოქმედობაა      სიტყვებს შორის

 

და კედელია    სიტყვებს შორის

 

და წუხილია                        სიტყვებს შორის

 

და დაფიქსირებაა        სიტყვებს შორის

 

და პროვოცირებაა   სიტყვებს შორის

 

და აქცენტია   სიტყვებს შორის

 

და გამოხატულებაა       სიტყვებს შორის

 

და მოუწესრიგებლობაა              სიტყვებს შორის

 

და გამოსავალია    სიტყვებს შორის

 

და დაჭერაა    სიტყვებს შორის

 

და მცდელობაა      სიტყვებს შორის

 

და ჩურჩულია                      სიტყვეს შორის

 

და რიტორიკაა      სიტყვებს შორის

 

და მეტაფიზიკაა              სიტყვებს შორის

 

და კავშირია სიტყვებს შორის

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული