თარგმანი: დავით შერგელაშვილი
თავისუფალი იმედების და მწუხარებისგან,
აბსტრაქცია, მოუხელთებლობა, რაღაც
აუხსნელი, როგორც "ხვალ", ყოველი მკვდარი
არამარტო მკვდარი, სიკვდილია თავად.
მისტიკოსების უთვისებო ღმერთი,
მკვდარი არავის ეკუთვნის,
თავად დანაკარგი და გაცამტვერება.
ჩვენ ვართმევთ ყველაფერს,
უკანასკნელ ფერს და გამას:
აი ეზო, რომელსაც ვეღარ მოეფერება მზერით,
აი კუთხე, სადაც იმედს ელოდა.
და თვით ეს აზრებიც,
ნამდვილად მისია და არა ჩვენი.
როგორც ქურდებმა, ადგილზე გავიყავით,
შეუფასებელი ბარგი მისი ღამეებისა და დღეებისა.