***
რაც არის ხსნადი ან გამწოვი
გამოიმუშავებს კვდომის კეთილ ნებას
ვიკვლევდი მიგრაციულ ფონს სიზმრებს და სიტყვებს შორის
ხმა რომელიც გაისმოდა ჩემს ოთახში
მზრდიდა მცენარეების ირგვლივ
როცა დორტმუნდისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი
მიკრობული ძილით და სიფხიზლით
თმები როგორც სარეველები
იისფერი ჰელიოტროპი
ველურად მზარდ ხელებში
მიწისკენ
და წრებრუნვაში
მე ვუსმენდი ანა ვარნეის
ისევე როგორც ის საკუთარ სქესს
და ვიღებდი დილას
როგორც ჰერმეტისტულ შეტყობინებას
***
მტვერი რომელიც წყალში იძირება
გრაფიკული სიზმრების აგებისას
ამარილისების ჰერბარიუმში
როცა ჩარლზი ხატავდა
მე მქონდა ძალა და ვიყავი ბევრი ღია ციხეში
თუ დაკეტილ სკვერში
ახალი შემზარავი სოფლის
სადაც ერთხელ შევუერთდი ჭიანჭველების ჯგუფის
სუპერორგანიზმს
ჩვენი კოლონიის განსავითარებლად
ეს ნიშნავდა საკუთარი ფეხსაცმლის ძირზე გამაგრებას
რომელსაც ეცხო რაღაც ახალი
შესაძლოა ტკბილიც
რომელიც ეგდო ჩემს ოთახში
***
მშვენიერია იყო მცდარი
ის ამბობდა
ჩვენ ვიყიდებით რობოტო
და ასე ვიქმნებით
ფალსიფიცირებულ გამონაბოლქვებად
ამბობდა და ედევნებოდა მთვარის ჩრდილს
მცოცავს მის სიზმრებში
ხელებში დრო სამოქალაქო მოხმარებისთვის
პირში სიტყვები
და ორი თითი მათ წამოსაცდენად
შენი კოორდინირებული სახე
სამ ქალს ელოდება
ისინი მასუნთქებენ ქამენიას შორეული ბავშვობიდან
მზის ამოსვლის ხმაზე
ამ ოთახში
რომელიც გარს მეკვრის და იქმნება
***
სანამ ალკალოიდები ზემოქმედებენ
და დილაში იხსნებიან
სიტყვები
როგორც გვერდითი მოვლენები
მოითხოვენ სიზმრების გადახედვას
ან ინექციას
ნეირონული ქსელიდან
რომელიც შეადგინეს უმაღლეს მცენარეთა რხევებმა ქარებში
წარმოსადგენი სანახაობა ოთახიდან
აღმოსავლეთის ქვეყნების
საძილე ქალაქების
საგანგებო მექანიზმებში კავშირების გასაბმელად
სანაცვლოდ
ისინი კვლავ გაისმებიან
ითქმებიან
და აღიქმებიან