ვისაც არ უნდა შეეკითხო, ჩემო ისააკ,
ყველა მოგიგებს, რომ კლიენტი მუდამ ღვთისაა.
საპოლიციო მანქანა წყალს უშვერს მომიტინგეს.
წყალი ყინულივით ცივია და უწყვეტი.
ზოგიერთ ჩვენგანს შეიძლება თვალიც მოთხაროს.
უთვალავი ვართ.
******************
პარასკევობით, ბარში შესვლისას
ვრწმუნდები, რომ კლიენტი ღვთისაა
რომ ბაზრის ხელი
ღვთის მარჯვენა ხელია
და როცა ღვთის ანაბარა-ვრჩებით,
ეს ხელი თავზე გვეფერება,
ცრემლებს გვიმშრალებს.
კლიენტი ღვთისაა.
ამას ადასტურებს გიორგი იოსავაც.
ბუა პრეზიდენტი “ბიაში, ამბობს ის,
და იქვე სოცმგრძნობელობითაც თავს გვაწონებს,
მაგრამ ხომ ხვდებით არა?
რუსი კლიენტიც ღვთისაა.
შეგიძლია დამატებით 20 % გადაახდევინო
პატრიოტიზმის ფარგლებში.
ან შოკოლადის 80 % მიჰყიდო.
ვინც მეტს ყიდულობს მეტსაც იხდის, ჩემო ისააკ,
და ვინც მეტს იხდის, უმთავრესი მაინც ისაა.
******************
კლიენტი ღვთისაა,
როცა მაღაზიაში კონსულტანს უყვირის
და ის იხსენებს რაც ასწავლეს,
ღიმილს იხსენებს.
ის მოვალეა.
აქვე აღვნიშნავ, ამ მუშაზე ფქვილში ხელებით.
საღამოობით ქუჩას აპობს მისი ხველება.
******************
თუ ცივ ღამეებში შეშის ნაჭრების ნაცვლად
მანიფესტაციაზე სამმეტრიან ჯვარს მიიტანთ
პოლიცია მასაც ჩამოგვართმევთ?
ერთმანეთზე გადადებული ნებისმიერი ორი ხე ჯვარია.