მესამე სართულიდან სარდაფამდე ერთი ნახტომია საჭირო.
იქიდან ამოხტომას კი ორი უნდა პირველად ჩვეულებრივად და მეორეჯერ შეგიძლია თავზე დაახტე პირველი- მეორე სართულის პეპლებიდან ერთ ერთს, რომელიც გზას გიჩვენებს შენი ცხოვრების.
გზას პერსპექტივით უცნობით აქამდე შენთვის.
და შენ სხვა დაბრუნდები მესამე სართულზე, ისეთი რომ ვერც დედაშენი ვერ გიცნობს და სახლიდან გაგაგდებს სამართალდამცავების მეშვეობით.
და დარჩები შენ უსახლკარო და ეული მაგრამ სხვა.
ახლა გამოწვევაა შენი ცხოვრება.
უნდა გადარჩე შიმშილი დაიკმაყოფილო.
ნაგვისკენ გაგიწევს გული იქნებ რამე ნახო იქ საკვებათ ვარგისი, ისეთი რომ გეყოს კიდევ დიდხანს რომ არ მოგიწიოს ნაგავში დაბრუნება
გააგრძელებ გზას და მიზანი იქნება შენი რომ შენი ცხოვრების გზა აღარ იყოს ისეთი როგორიც იყო მანამდე სანამ პეპელა გიჩვენებდა პერსპექტივას და მოძებნი შენ სხვა პეპლებს.
როცა შეყოვდები დასაქმების ოფისთან დაინახავ მოფარფატეს და შეყოვნება წამიერი იქნება, ახტები და გააგრძელებ გზას უკვე მასზე დახტომის შემდეგ.
ისე იმოძრავებ თითქოს რაღაც გაქვს ფაქტი მაგალითად, მაგრამ ახალი გზა გამორიცხავს ამას. შენ ხომ ახლა მჭვრეტელი ხარ და აღარ გჭირდება დახმარება ამაში, უბრალოდ ცოტა მშიერი.
მშიერი მაგრამ უკვე სულ ეული აღარ. სხვებსაც დაინახავ სხვა მოფარფატე პეპლებზე მხტუნავებს.
და გეგონება რომ ერთად უნდა იხტუნოთ ერთიდან მეორეზე და ასე სულ.
მაგრამ სამწუხაროდ შენ ახალ გზასაც აქვს მწუხარებები და ეს ასე ვერ იქნება.
ერთი პეპელა მხოლოდ ერთს უძლებს ორის შემთხვევაში ირღვევა ბალანსი და პეპლა უბრუნდება თავის საწყისებს, ჭიათ იქცევა და ვეღარ ფარფატებს.
არაუშავს შენ ამას გაუძლებ რადგან სულ მარტო არ იქნები ერთი პეპლიდან მეორემდე შეგეძლება იყო სხვასთან ერთად.
და შენ ასე იცხოვრებ სანამ არ მიხვალ მდინარემდე.
მდინარეში მარტო ერთხელ შეგეძლება შესვლა, ნახევარ ადამიანებთან ერთად ბანაობა რომლებიც დაწყევლილები არიან რომლებიც სამუდამოდ ჩაკეტეს მდინარეში იმის გამო რომ მათ პირველებმა მოინდომეს კალაპოტის გაკეთება. და შენ ვეღარ გაჩერდები მათთან მაგრამ მიხვდები რომ ისინი ახლოს არიან შენთან და შეგეცოდება გაგახსენდება მზეზე დამწვარი მფრინავი.
გაცდები მდინარეს უკან მოუხედავად შენც რომ არ ჩაგითრიონ თავის გეგმებში.
და ამის შემდეგ დაიწყება აღთქმული წვიმა, აღსრულდება ნაწინასწარმეტყველი სიტყვა და წვიმა წამოვა ყველგეან.
შენ ვერ გაექცევი წვიმას და მოგიწევს ჩაბმა უკანასკნელ ბრძოლაში წვიმასთან. და იქნება ბრძოლა დაუნდობელი.
და გამოჩნდება მაშინ ღირდა თუ არა გზა ამათ.