პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
საწყისი
რუბრიკები
პოეზია
პროზა
კრიტიკა / ესე
რეცენზია
ფილოსოფია
პოლიტიკა
ინტერვიუ
მულტიმედია
ვიზუალური არტი
ციტატიუმი
უწონადობა
ჩვენ შესახებ
ავტორები
კონტაქტი
პოეზია
კაცი მაიმუნი
×
ავტორის გვერდი
მაიკლ მაკლური
08 მაისი, 2020
1573
დასაკარგი
არა
ფერია
შავი მუყაოს ფარანი
ჩემს
ხელთ,
რეზინის
მიკი მაუსი და გუფი
ცალ
მხარქვეშ,
მყინვარის სარდაფში
ვდგავარ,
ეულმოხეტიალის
შავი ნიღაბი
მიფარავს თვალებს,
და
მე
უყალიბოს
ვაშ
ტერდები
შუქში
რომელიც სიშავეს
სცდება
ერევა არსადს
ჩემ თვალებს უკან
და
მე
ვიგონებ
წმიდათაწმიდას
ლავანდის
ფხვნილის
და
მაქმანიანი საძინებლის
სურნელოვან
ჩემს
თავს
მომავალში
ჩემს ტკივილს მიჯაჭვულს
და
მე
ცინება
რადგან
თაგვი
ვარ
ვარ
მგელი
კვეთა ვარ ხეთა
სარტყლები პლანეტების
გარშემო
აგონიის
მდგომარეობაში
და
ვ
მკვდარ
დები
სერენგეტიში
გატყავებულ
ამ სპილოს
ძვლებრ მკვდარ
და ნაზ მზეში
ვიხრები
თავის ქალიდან
კბილის
ამოსაღებად
ხელში
ვი
ჭერ
მე
შენ
მიყვარხარ
არა,
ეს თავად
მეა
ტკივილით
ჩა
ყინული
ყინულში
ხელ
აწეული
ჩემს ბაგეს
ყვირილი სცდება
პრომეთე
მშიერი სვავის გარეშე
მხოლოდ
სული
რომელსაც ვაგებ
ექოდ
ბრუნდება
ნებას
რთავს
ჩემი სხეულის
პწკალებს
გაედინონ
ერთი
მიმარ
თულებით
როცა ვუმზერ
ვუღრენ
ვყმუი
ვყვირი
როცა დილით
გხედავ
როცა სვიტერი
ჩამოასრიალდება შენს თავს
გეგარსება,
გარს ერტყმის
სულს, შენი
ს
ხ
ე
უ
ლ
ისა
შენი პატარა ძუძუები
და დვრილები საფეთქლების,
ლურჯი შენი თვალების
როცა
ვაფსამ
ჩემს წინ მუხლ
მოყრილ ქალს
ბნელში
გუბურის პირას
ვარ
სკვლავების
ქვეშ
დამშეული
ვი
ხილო
ამ
ბნელში
მაგრამ
ამ ბნელს მიღმა
არ
სადაა
სადაც
მე
ვიბადები
და
ნივთიერება
იწყება
და პრეზიდენტი ღრიალებს
როგორც
აბრეშუმი და მომაკვდავი
სპილო
დამწყვდეული
ჩემ ზურგს უკან
ყინულში
სადაც ფარნის
სხივი ეცემა
და ჭუჭრუტანას ჭრის
თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
ჩვენი დროის გიგანტის
მოსაგონრად
რომელიც
ზეციურ ლომებს
შეუერთდა
4 დღის წინ
ამავე რუბრიკაში
ნინო როსმანი - წრიალი. minutiae landings
რობერტო ბოლანო - რომანტიკული ძაღლები
ალენ გინსბერგი - კადიში
ამბროსი მელქაძე - მესამე საბავშვო ლექსი
კარენ ანტაშიანი - ჰო, არა?
კვირის პოპულარული
1
ზელიმხან უძილაური - იოსების მიწა
2
გია მარიამიძე - მტერი
3
ზურაბ ქარუმიძე - პოსტსაბჭოთა საქართველო და პოსტმოდერნიზმი
4
ქეთი ჩუხროვი - ნებისმიერი საპროტესტო ხელოვნება არ არის პოლიტიკური
5
ნინო როსმანი - წრიალი. minutiae landings