• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

არ ყავს არავინ ვინც პასუხს მოგვთხოვს

×
ავტორის გვერდი თაკო შუკაკიძე 17 ივლისი, 2020 2033
მოდი სახეში წიხლები ვურტყათ
არ ყავს არავინ ვინც პასუხს მოგვთხოვს
 
მოდი ყველას მოვუყვეთ რომ პირსისხლიანია
არ ყავს არავინ ვინც პასუხს მოგვთხოვს
 
მოდი უნიტაზში თავი ჩავაყოფიოთ
არ ყავს არავინ ვინც პასუხს მოგვთხოვს
 
მოდი მანქანას გამოვაბათ ქუჩა ქუჩა ვახოხიალოთ
არ ყავს არავინ ვინც პასუხს მოგვთხოვს
 
მოდი ხელები გადავუგრიხოთ მდინარეში ჩავაგდოთ
არ ყავს არავინ ვინც პასუხს მოგვთხოვს
 
მოდი მძინარე გამოვწვათ სახლში
არ ყავს არავინ ვინც პასუხს მოგვთხოვს
 
მოდი ენა ამოვჭრათ მზეზე გავფინოთ
არ ყავს არავინ ვინც პასუხს მოგვთხოვს
 
მოდი ნახევრად ცოცხალი დავმარხოთ 
არ ყავს არავინ ვინც პასუხს მოგვთხოვს
 
მოდი ეზოში დავაცემენტოთ გვერდით ყვავილები მივურგათ
არ ყავს არავინ ვინც პასუხს მოგვთხოვს
 
მოდი ყველა ტელევიზიაში ჟურნალში რადიოში მივიწვიოთ ახლობლები მეგობრები სადაც დეტალურად მოყვებიან როგორი დაუნდობელია წამყვანი მაყურებელს მოუწოდებს თუ სადმე შეხვდებიან არ დაინდონ 
არ ყავს არავინ ვინც პაუხს მოგვთხოვს
 
მოდი ლინჩის წესით გავასამართლოთ 
არ ყავს არავინ ვინც პასუხს მოგვთხოვს
 
მოდი დროულად ვიმოქმედოთ აღვასრულოთ სამართალი არ დავკარგოთ კვალი არ დაგვისხლტეს ხელიდან
არ ყავს არავინ ვინც ვინც პასუხს მოგვთხოვს
 
მოდი სიტყვის უთქმელად ჩავაძაღლოთ 
არ ყავს არავინ ვინც პასუხს მოგვთხოვს
 
მოდი გავარკვიოთ ახლა სად არის გავიგოთ ბინის მეპატრონის ნომერი ალყა შემოვარტყათ კორპუსს სახურავზე ავიყვანოთ და იქიდან გადმოვაგდოთ
ყველამ რომ დაინახოს დაიმახსოვროს იცოდეს ვინ ვართ იცოდეს რა ხდება იცოდეს ნაკლები და იყოს უსაფრთხოდ
 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული