• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

In Tempore senectutis

×
ავტორის გვერდი ეზრა პაუნდი 19 აგვისტო, 2020 1552
დაბერებისას, ჩემი თვალები არ გიმზერენ ჰორიზონტს იქით,
ჩეროში, ქარის ზუზუნისგან დასუსხულ სხეულს.
მესაიდუმლევ ჩემი გულის, ნუ ატირდები, 
როცა აჩრდილებს დაინახავ ძველ შეცდომათა 
უდარდელობის მანტიაში, გლახ, გამოხვეულს.
 
 
დავბერდები და გაცივდება სამყაროს ცეცხლი
ჩემი სული კი ანეტაროს შენმა გაცნობამ. 
დროის გრიგალში გამოვლილის და გატანჯულის,
როგორც ყვავილის, რომ მობეზრდა ქარში ანცობა.
დავბერდებით და ყველა ნისლი გადაიწვიმებს.
 
დაბერებისას თუ კი გახსოვს ის სიყვარული, 
რომ გადაარჩენს, რაც სამყარომ შანთით დადაღა
და გაგინათოს ზამთრის შავი, ქუში დღეები,
სასა დაგიტკბოს, ვით ბარძიმის ტკბილმა ბადაგმა.
მეტად მაამებს შენზე ფიქრი, ვიდრე ბადაგი.
დაბერებისას... 
 
 
 
თარგმანი: ნიკოლოზ შაფაქიძე
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული