- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
მე და ჩემი ორი მეგობარი ხშირად ვიქცევით ასე – ვდგავართ რომელიმე ავტობუსის გაჩერებასთან და ვფიქრობთ საით წავიდეთ. იმ დღეს შევთანხმდით, წავსულიყავით ავტოგრაფში, კოსტავას ქუჩაზე.
ეს ადგილი ცნობილია, როგორც სტრიპ-ბარი, თუმცა ეს არც ბოლომდე სტრიპ-ბარია და არც რესტორანი. ინტერიერი რესტორნული აქვს, მაგიდებზე გაშლილი სუფრა, ხელსახოცში გახველი დანა-ჩანგლით და შამპანურის ჭიქებით. ამ კლუბში მხოლოდ ლუდის დასალევად არავინ დადის. ჯერ ერთი, რომ შესვლა ფასიანია (შვიდი ლარი ღირს), მეორეც, მხოლოდ უცხოური ლუდი აქვთ და საკმაოდ ძვირი, 8 ლარი ღირს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ამ კლუბზე შევჩერდით, რადგან ვიცოდით, რომ იქ მოცეკვავე გოგოები ყავთ. თანაც ალექსა გამოგვიტყდა, რომ სტრიპ-ბარში არასდროს ყოფილა და ჩვენ უფრო მეტად მოგვინდა მასთან ერთად წასვლა და მისი სიფათის ნახვა, როცა ერთ-ერთი მოცეკვავე ფეხებს გააშლევინებდა და მუხლით ყვერების მასაჟს გაუკეთებდა.
მე და შოთა რამდენჯერმე ვიყავით ამ ბარში ნამყოფები და მოცეკვავეები უკვე გვცნობდნენ, როგორც ჯიბეგაფხეკილ იზვრაშენცებს, რომლებსაც მარტო ქერაობა ევასებათ და სანაცვლოდ კაპიკს ვერ გააგდებინებ.მაგრამ ბარში ისეთი განათებაა, რომ გოგონები კლიენტებს გარკვევით ვერ ხედავენ. ისინი განათებულ სცენაზე გამოდიან, საიდანაც ჩაბნელებულ კუთხეებში მჯდარი კლიენტები არ ჩანან, სანამ ახლოს არ მივლენ და არ უცეკვებენ. ეს ნიშნავს, რომ მე და შოთას ყოველ მისვლაზე გვაქვს გარანტირებული ცეკვა, სანამ სახეზე გვიცნობენ.
მე მომწონს ეს სტრიპ-ბარი, მოცეკვავე გოგოები მას კაბარეს ეძახიან და შესაძლოა მართლებიც არიან, რადგან გარდა ინდივიდუალური ცეკვებისა ,რომელსაც კლიენტებთან ასრულებენ ,მათ ერთობლივი საცეკვაო ნომრებიც აქვთ .ეს ცეკვები თემატურად არის კოსტუმირებული. მგალითად სიმღერაზე სტიუარდესა პა იმინი ჟანა ისინი ბორტგამცილებელთა ფორმებში გამოწყობილები გამოდიან: თეთრი პერანგი, ლურჯი პიჯაკი და ქვედა ბოლო აცვიათ. ზოგჯერ კანკანსაც ცეკვავენ. სხვათაშორის მშვენიერი სანახავია. პირადად მე, ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს. მითუმეტეს, რომ ყოველი ასეთი ერთობლივი ცეკვის დროს, ისინი ერთობლივად იხდიან, როცა მუსიკა თავის კულმინაციურ ფაზას აღწევს ,რის შემდეგაც ლიფჩიკებით და ტრუსიკებით აგრძელებენ ცეკვას. როგორც კი მუსიკა მთავრდება და იწყება შემდეგი, ისინი მაგიდებთან მირბიან და კლიენტებზე იწყებენ მუშაობას. ეს ძალიან ეფექტურია.
რაც შეეხება სტრიპ-ბარებს, რომლებიც მე მინახავს (კიევში რიო და რედ ლაინი), იქ ძირითადად ბარზე მუშაობენ (კლიენტების ხარჯზე უკვეთავენ) და ქართული სტრიპ-ბარისგან განსხვავებით ქორეოგრაფიაზე არ მუშაობენ. გამოდიან ლამაზძუძუებიანი გოგოები, რომლებიც ერთი-ორჯერ ტრუბაზე (ამ ჟარგონით მოიხსენიებენ ქართველი სტრიპტიზის მოცეკვავეები და სტრიპ-ბარის სტუმრები ძელს, რომელიც ცეკვის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია) ჩამოსრიალდებიან, იხდიან ლიფს, ძალიან ნელა, რაც უფრო მეტ ეფექტს Aაძლევს თავად ამ პროცესს. შემდეგ გადახედავენ დარბაზს და ირჩევენ მსხვერპლს, სხდებიან მის გვერდით. კერტებს ცხვირთან ახლოს უტრიალებენ და ამბობენ: გამარჯობა,მე რებეკა ვარ,შეგიძლია რამეზე დამპატიჟო!ან, მე ნიკოლი ვარ, რატომ ხართ ასეთი მოწყენილი? არ გინდა დავლიოთ? ყველამ იცის, რომ ისინი მხოლოდ ძვირფას კოქტეილებს სვამენ, რადგან შეკვეთის ათი პროცენტი მათია. შესაბამისად, რაც უფრო ძვირია კოქტეილი, რომელსაც კლიენტის ხარჯზე უკვეთავენ მით უფრო მეტია მათი შემოსავალი ბარიდან.
თბილისში ძუძუებით არავინ გაბამს რამეზე დაპატიჟო, ისინი ქორეოგრაფიულად ცდილობენ მოგხიბლონ და ორი სიმღერის მანძილზე გიქნევენ ტაკოს, რომ როგორმე გამოგტყუონ უკანასკნელი ათლარიანი, ან ასლარიანი, შენს შემოსავალს გააჩნია. პრინციპში ხუთლარიანებზეც არ ამბობენ უარს. აი კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მომწონს ეს ადგილი. თუ მაინც და მაინც ბოლომდე შიშველი გინდა ნახო რომელიმე მათგანი, არც ეგ არის პრობლემა, გადაიხადე ორასი ლარი და პრივატ-დენსი გარანტირებული გაქვს. (პრივატ-დენსი გულისხმობს მყუდრო კაბინაში განმარტოვებას და პირად დამკვეთისთვის შესრულებულ ცეკვას აბსოლუტურ გაშიშვლებამდე)
სტრიპ-ბარში იმ დღეს მაღალ ხმაზე ჩართული მუსიკა დაგვხვდა, დარბაზის შესასვლელთან, მაგიდასთან, ოთხი მთვრალი ტიპი იჯდა. ბართან კიდევ ერთი, რომელიც (როგორც შემდეგში გაირკვა იგივე სუფრის თანამეინახე) ქერა თმიან მოცეკვავეს მუცელზე ეფერებოდა. ბოლოს ტრუსიკში ფული ჩაუცურა და ქერა ნაშაც მალევე შევიდა გასახდელში. (საერთოდ, როცა ვამბობ ნაშა, ვგულისხმობ ობივატელური ქცევებისა და გარეგნობის ქალებს, რომლებიც ბოლო ოცი წლის განმავლობაში გამოჩნდნენ კაფე-ბარებსა და კლუბებში, სიგარეტით ხელში, რომლებიც ძირითადად მდიდარ, სექსუალურ პარტნიორებს ეძებენ. თუმცა დღეს ამ სიტყვას თავისუფლად ხმარობენ ნებისმიერი ქალის მისამართით, რომელიც სექსუალური თვალსაზრისით მოსწონთ).
ჩვენ ბოლო მაგიდასთან დავსხედით. ჩვენს გვერდით მელოტი ტიპი იჯდა, სლავური წარმოშობის შავგვრემან ნაშასთან ერთად, რომელიც დროდადრო სასაცილო რეპლიკებს ისროდა მთვრალი ქართველების მისამართით. სცენაზე დაბალი და პუტკუნა მოცეკვავე გამოვიდა, რომელიც სავარაუდოდ ასაკოვანი იყო, ასე 40 წლის. შავად შეღებილი თმა ჰქონდა. პირბადე აფარებული არაბულ მელოდიაზე ცდილობდა მუცლის ცეკვის შესრულებას. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთვრალებთან მივიდა და უცეკვა. ბართან მჯდარი კეპიანი ტიპი ელოდა როდის შეტრიალდებოდა მოცეკვავე სახით მისკენ, რათა თვალი ჩაეკრა და საქერაოდ მიეხმო. მაგიდასთან მსხდომები, ისეთი მთვრალები იყვნენ, რომ ჯიბიდან ფულის ამოღების ტრაკიც არ ჰქონდათ, რამდენიც არ უნდა ეცეკვა მათთვის. ერთმანეთს არ აცდიდნენ ხელი მოესვათ მოცეკვავისთვის, რომელიც ერთ-ერთ მათგანს კალთაში ეჯდა .ცოტა ხანში ქალი ადგა და ბართან მჯდომ კეპიან ტიპთან მივიდა. ბევრი ეხახუნა თუ ცოტა, ტიპს როგორც იქნა აუდგა და ჯიბისკენ გაიწია.
- ბიჭები მოშნად იწეწებიან, - ვეუბნები შოთას.
ის იცინის.
- წარმომიდგენია ამათი სიფათები ხვალ დილით, პახმელიაზე ნაბეღლავის ფულიც რომ აღარ ექნებათ, - ვამბობ ისევ მე და ყველა ერთად ვიცინით.
მაგრამ დღეს დედამიწა მათ გარშემო ტრიალებდა, რადგან ამ კეპიანი ტიპის ჯიბეში, ორმოცდაათლარიანები და ოცლარიანები არ თავდებოდა. ჩვენ კი უბრალოდ ვისხედით და ვუყურებდით იმას, რაც შესვლისთვის გადახდილ 7 ლარში შეიძლება მიიღო.
ერთ-ერთმა მოცეკვავემ ჩვენთანაც იკადრა მოსვლა. ქერა ნაშა იყო, ეტყობოდა, რომ ლათინო-ამერიკულ ცეკვებზე გაიზარდა. როგორც დავასკვენი, ამ გოგოს მაინც და მაინც არ უყვარს ახლო კონტაქტში შესვლა კლიენტებთან. უბრალოდ მიდის და თვალებში უყურებს იმას, ვისთვისაც ცეკვავს .მაქსიმუმ ხელები დაგადოს მხრებზე. ჩვენ არაფერი მიგვიცია ამ გოგოსთვის. შოთაც და ალექსაც ცივად უყურებდნენ მის შიშველ მუცელს, ჭიპს, წელს და ყველაფერს, რაც კი შეიძლებოდა დაგენახა ამ ქალში. ცოტა სრული გოგო იყო, თუმცა ცუდი ფიგურა ნამდვილად არ ქონდა. მე და შოთა დიდი ხანია შევთანხმდით, რომ აქ ყველაზე ლამაზი ოლიჩკაა, რომელიც პახოდუ ყველაზე საკაიფოდაც ცეკვავს. თხელი და გრძელი ფეხები აქვს, არც ტემპერამენტი აკლია. ამიტომ ყველას აღაგზნებს. თუ მოვიდა შენს მაგიდასთან, დაგენძრა. იმას ვგულისხმობ, რომ უეჭველი მოგინდება მადლობა გადაუხადო და ჯიბეში ქექვას დაიწყებ. რამდენადაც ვიცი, ყველაზე ხშირად მას უკვეთავენ პრივატს. ოლიჩკა არ ჩანდა. სეტი ისე დამთავრდა, რომ მას არ მოუწია გამოსვლა. დარბაზში მხოლოდ მუსიკა დარჩა. ამ დროს ალექსამ იკითხა:
- ეს კლავიში რა პონტში დგას სცენაზე?
- მოიცადე ცოტა ხანს და ნახავ, - ვუპასუხე მე და შოთას თვალი ჩავუკარი. აზრი არ ჰქონდა რამის თქმას, მაინც არ დამიჯერებდა, ზუსტად ვიცოდი. როგორ უნდა დაუჯერო ტიპს, რომელიც გეტყვის, რომ სტრიპ-ბარში მუზიკანტი ყავთ და როცა მოცეკვავეები ისვენებენ, ის ვარავსკოი სიმღერებს უბერავს? მაგას ჯობდა საკუთარი თვალით ენახა ყველაფერი.
მუზიკანტი მალევე გამოჩნდა სცენაზე. მივიდა თავის იამახასთან და დაიწყო... არ მახსოვს პირველი რა იმღერა, მაგრამ ჩემი თრიფის მთავარ გმირებს…ეს იმდენად გაუსწორდათ, რომ ღრიალი დაიწყეს. ალექსამ პირი გააღო. უყურებდა და არ სჯეროდა, რასც საკუთარი თვალით ხედავდა. მე და შოთა ვიცინოდით. სიმღერა დამთავრდა თუ არა, კეპიანი ტიპი სცენაზე ავარდა და მუზიკანტს რაღაცა უჩურჩულა, თან შაბაშიც ჩაახუტა. მუზიკანტმა მიკროფონში იყვირა: ეს სიმღერა ეძღვნება ნაღდ ქართველ და ვაჟკაც ბიჭებს, ანდროს და გოგააააას..., რის შემდეგაც ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი, არც მეტი და არც ნაკლები, მისი აღმატებულება შალახო შეიყვანა. კი არ დაუკრა შეიყვანა. რაღაც კნოპკას მიაჭირა თავის ჯადოსნურ იამახაზე და მუსიკაც წავიდა. თვითონ იქვე, სკამზე ჩამოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
მე ალექსას გადავხედე, შოთაც ალექსას უყურებდა. ის გაოგნებული იყო. ამ დროს კეპიანი ტიპი, ანუ იგივე ანდრო (როგორც მერე შევიტყვეთ) ცეკვა-ცეკვით მიუახლოვდა თავის სუფრას და ძმაკაცები საცეკვაოდ გამოიპატიჟა. ისინიც წამოხტნენ და დაიწყო: ჩაცუცქვები, ადგილზე დაბზრიალებები, ხელების ქვემოთ გაქანავება და სახესთან მიტანა, ადგილ-ადგილ მუხლებზე დახტომა და ტაშის კვრა.
ჩვენ გვერდით მჯდომი მელოტი ტიპი, შავგვრემან ნაშასთან ერთად, კინაღამ სიცილში გაიპარა. ვუყურებდი, როგორ გადაწვა სავარძელზე სიცილით და როგორ წამოწითლდა სახეზე.
შალახო 13-15 წუთს გაგრძელდა, როცა ცეკვა დამთავრდა, მუზიკანტი საკუთარ ინსტრუმენტთან მივიდა და რვეულის ფურცვლა დაიწყო, სადაც სავარაუდოდ სიმღერის ტექსტები ეწერა. ამ დროს ჩვენს გვერდით მჯდომმა, მელოტმა ტიპმა წამოიყვირა:
- ეხლა აჭარული.
Mმან, რა თქმა უნდა, იხუმრა, თუმცა დღის გმირები ნამდვილად არ ხუმრობდნენ.ამ წამოძახილის გაგონებაზე, მათ ერთმანეთს გადახედეს. შემდეგ ყველანი ანდროს მიაჩერდნენ დღეს ხომ ის იხდის.ანდრო მაშინვე მიხვდა რაშიც იყო საქმე, მუზიკანტთან მივიდა და კიდევ ერთხელ უჩურჩულა რაღაც, მუზიკანტი გაიბადრა, მით უმეტეს, რომ არც ამჯერად დარჩენილა შაბაშის გარეშე. თავი დაუქნია და იგივე ტექსტით დაიწყო:
- სიმღერა ეძღვნება ანდროს, გოგას და მათ საძმოოოოს...
აჭარული საცეკვაო შეიყვანა. თვითონ ისევ უკან ჩამოჯდა და ისევ სიგარეტს მოუკიდა. ამ ჰანგების გაგონებაზე, ჩვენს გვერდით მჯდომი მელოტი ტიპი აღარ იცინოდა, პირიქით. მე, არავინ მინახავს მსგავს სასოწარკვეთილებაში. თვალებდაჭყეტილი აქეთ-იქით იყურებოდამ მისი ბრუნეტკა ნაშა, ამ დროისთვის იმდენად მთვრალი იყო, რომ უკვე მის ხელსDძუძუებზე იდებდა და ისრესდა.
ამ დროს ისინი უკვე მაგიდაზე ცეკვავენ. ანდრო ისტერიულად უკვეთავს, ყველასთვის ნაცნობ შედევრებს, ქართული საცეკვაო რეპერტუარიდან და ცეკვავს თავის საძმოსთან ერთად. ხან მაგიდაზე, ხან სკამზე, ხან სცენაზე ტრუბასთან, წელს ზემოთ შიშველი, ხან სასმელით ხელში.
იმ დღეს, მეც კი პირველად ვნახე, როგორ სვამს ხუთი ქართველი, გაურკვეველი ფერის კოქტეილს ვახტანგურად.
ეს არის აღმოსავლური და დასავლური კულტურის შერწყმა, იტყვის ვინმე. მე კი ვფიქრობ, რომ ქართული კულტურა დიდი ხანია გავიდა გაღმა, მარილზე. ჩვენი ცნობიერება ვერ გასცილდა სუფრის ფარგლებს, თამადის სადღეგრძელოებს. ყოველი ჩვენთაგანი იმისთვის ცხოვრობს, რომ როგორმე, ფეხზე წამომდგარი თამადის ჭიქაში აღმოჩნდეს როგორც ჭეშმარიტი ქართველი.
როცა ბარის კიბეებზე ამოვდიოდით ალექსას ვკითხე:
- როგორი იყო?
- კულტურული შოკი მივიღე, ბოიშ, - მიპასუხა მან.
მე და შოთას კიდევ ერთხელ გაგვეცინა. ალექსაც აგვყვა. ის არ იყო ერთადერთი შოკირებული, ვისაც კი ეს ისტორია მოვუყევი, ყველას ერთნაირი რეაქცია ჰქონდა.
- ატრაკებ კოშკა, შანსი არაა...
დასასრული
ალექსა და შოთა ერთი ტაქსით წავიდნენ. მე შემდეგი, გამვლელი ტაქსი გავაჩერე და სამ ლარად შევკერე პლეხანოვამდე. როცა სახლში მივედი, თამარა ლოგინში იწვა. ძალიან გაბრაზებული იყო. გამახსენდა, რომ მთელი საღამოს განმავლობაში, ტელეფონი გამორთული მქონდა. არადა თამარას კრუნჩხვები ეწყება, როცა ვერ მიკავშირდება.
- სად იყავი? – მკითხა მან.
- არსად! – ვუპასუხე მე და ტანსაცმლის გახდა დავიწყე.