• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

იავნანამ რა ქნა(პაუზა) ბრატ?

×
ავტორის გვერდი მიშა ბახსოლიანი 15 იანვარი, 2009 2423
6.11.2009 
ძვირფასო ნოშრევან. 
(სალამი, კოცნა, ბეჭზე ხელის ტყაპუნი) 
როგორც ყოველ შაბათს, მსურს ერთი პატრა ამბავი მოგწერო. 
(იმედია ამ მაილს მალე შეამოწმებ და პასუხსაც მალევე მივიღებ) 



იმ დილით უჩვეულოდ ადრე ავდექი.ჯერ სამიც არ იყო. რაღაც ტექსტი მქონდა ასკარეფი და სასწრაფოდ გასაგზავნი, მაგრამ  ჩამოვდგი თუ არა ლოგინიდან ფეხები, ვიგრძენი რომ მაგრად მშიოდა და კომპიუტერის ნაცვლად მაცივრისკენ გავვარდი.  იასნა შიგნით არაფერი დამხვდა. ჩემი ამბავი ხომ  იცი, რაც მარი წავიდა, მარტო ვცხოვრობ და რაღაც ვერ დავლაგდი ჯერ. აქამდე ყველაფერს ეგ ყიდულობდა, დაჟე ლუდსაც კი, ფეხბურთის ყურების დროს მაღიაზიაში რომ არ გამეგზავნა და რამე...მოკლედ  გამიტყდა , აქეთ ვეცი, იქით ვეცი და ბოლოს ორი კარტოფილი, ცოტა ხახვი,პურის ნამტვრევები და რაღაც ვადაგასული ზეთი ვიპოვე. მაშინვე  ერთად შევწვი და ჩემდა ჭირად სამზარეულოშივე ჩავუჯექი, თან ტელევიზორი ჩავრთე და რომელიღაც არხის ყურება დავიწყე, უფრო სწორედ მოსმენა, ყურებით ძირითადად თეფშს ვუყურებდი. ისე საკაიფო კიშკი გამოვიდა, ცოტა ყველიც რომ მქონოდა ვაფშე მაგარი იქნებოდა. ხოდა ტელევიზორში რაღაც დამთავრდა თუ შეწყდა და გაიჩითა რეკლამა, დიდი რაგბი მხოლოდ დღეს, მხოლოდ ჩვენთან, ტოესტ არგენტინასთან. ვიღაც ბოხხმიანი მასტი ბაზრობდა უეჭველი მოვიგებთო და მეც ეგრევე  მომინდა. არა რაგბი დიდად არ მევასება, პროსტა ვიფიქრე ამათ ჩვენ ფეხბურთში კაი ხანი ვერ მოვუგებთ და ესენი კიდევ მაგარი ჯიგრები ჩანან, წავალ ერთი ნაცემ არგენტინელებზე მაინც ვიკაიფებთქო. ხოდა დავიკიდე ეს ტექსტი, გავვარდი გარეთ, ცოტა ლუდი ავიკიდე და დავქოქე.ხო ახლობლის მანქანა მყავს. მწვანე გოლფი, ისეთი ჯართია ერთ კარს რომ ვხურავ, სამი თავისით იხსნება, მაგრამ ჩემი იმ ავარიაში ისე დაიკეპა, საჯარიმოს ფულს ძლივს ეყო და ისევ ამით დავჩანჩალებ. სამაგიეროდ ნომრები აქვს მაგარი დერსკი , რაღაც სამინისტროს თუ საბაჟოს. თავზე თუ არ გადავიჯვი არავინ მაჩერებს. ხოდა მივედი სტადიონთან,მანქანა შესასვლელთან დავტოვე, მერე ბილეთები ვიყიდე და სანამ ტრიბუნაზე ჩემს ადგილამდე მივედი, თამაშიც დაიწყო. მაგრად ვიომეთ და დასტოინად მოვიგეთ. თან კაკ ვსიგდა ცოტანი ვიყავით, ერთი კაცი გაგვიგდეს თუ რაღაც ეგეთი, მაგრამ არ გვეტყობოდა, ერთი ბოლო წუთებზე რაღაც ტრუხა ლელო დაგვიდეს და ეგ იყო. სანამ ხალხი აიშლებოდა გარეთ გამოვედი და ბაც. სადაა მანქანა. გავიხედ გამოვიხედე და არ ჩანს. ჯერ ვიფიქრე ალბათ რამე ეწყინა, წავიდა ან მემალება ან გულაობს სადმე, მაგრამ მერე დავფიქრდი და მოვწვი რომ მაგის ტრაკი არ აქვს. თან ხო გეუბნები ისეთია ვინმეს მოპარვა კი არა შიგნით ჩაჯდომაც არ მოუნდება, ვდრუგ ვხედავ მოდის სტაიანშიკი და ზღაპრებში რომ სტრანი თეთრწვერა ბებოები ჩითავენ, ეგეთი სიფათით მეკითხება 
-რა გაგჭირვებიაო,-მერე პაუზას აკეთებს და ამატებს-შე ჩემის თვრამეტკალიბრიანოო. 
და მეც ვპასუხობ, ვუყვები და ვუყვები. 
ხოდა გაიცინა  იმ ბაბუმ და მითხრა ეგ მოპარული არ არის,უეჭველი ,,სითი პარკის" საჯარიმო მანქანამ წაიყვანა, ძალიან ცუდ ადგილზე გეყენა, მანდ არგენტინელების ავტობუსმა უნდა გამოიაროისო. 
თან დაამატა. აჭარასთან წადი უეჭველი,უბედურ მანქანებს იქ მიათრევენო. 

დავუჯერე მეც. რაღაც ავტობუსს შევახტი, რვაგან ეწერა აჭარა და გავყევი. როდის როდის მივიდა. იქ ცოტა ხანს ვიფიქრე , მერე რაღაც ტყუილები თავში დავალაგე, ზომიერად აღელვებული სახით ვიღაც მასტთან მივარდი და ავყვირდი 
-ვინაა აქ უფროსი. 
ის დობრად მიყურებს. 
გავუმეორე, 
-ვინაა აქ უფროსი ბიჭო 
ის ისევ დობრად მიყურებს და მერე უცბად თითს იშვერს და ამბობს 
-აი ის. 
ვიყურები იქით და ვხვედავ იმ ფოთლიან მასტს. მომწევანოს, მაღალს, დაკუნთულს. 
ამასხა. ცოტაც და ავფეთქდები და უცბად მეუბნება 
-მე ვარ უფროსი და უმცროსიც და აქ რაც რამეს ხედავ ყველაფერი მე ვარ და სანამ ვარ ვერავინ გამაბრაზებს და თუ გამაბრაზებს ისეთი ვარ, რომ ვიხმარ წინიდანაც და უკნიდანაც და მამენტ გვერდებიდანაც შემიძლია და შენ უკვე მაბრაზებ და სამ წუთში თუ ვერ ამიხსნი რატომ ღრიალებ , ჩემი შეურაცხყოფისთვის 200 ლარიან ჯარიმას გამოგიწერ და ვინც არ უნდა იყო, ვერ მომჭამ. 
-ჰოპ, ჰოპ, ჰოპ,-მეთქი გაჩერდი ძმაო,-და ის არის უნდა დავიწყო ჩემი ტყუილის მოყოლა, აი  ვითომ ბიძა რომ მყავს სამინისტროში და თან ნომრებზე შევახედო, ცოტა მოშორებით ტაქსი ჩერდება და ვიღაც ქალი, იმენა დიდი კომბლით გამორბის და ყვირის: ვინ არის აქ უფროს მე იმის დედას რომ შევეცი ორთავ თუ ოთხთავ გლანდშიო. აუ თან რა ნაშა იყო რომ გენახა. ოდნავ ეცვა. ხოდა გაფითრდა ეს კაცი და ძლივს ამოილუღლუღა: 
-რას კადრულობთ, ქალბატონოო და თან შუბლის სრესვა და ოფლად დაღვრა დაიწყო. 
იმან კიდევ მოწვა  ვინ იყო იქ გლავნი და ეგრე რახ-რახ, დასცხო ეს ჯოხი, თან ბავშვი დამიბრუნეთ თქვე ნაბოზვრებო თორემ ციხეში ამოგალპობთო,-გაჰკიოდა. 
ხოდა თურმე რა ხდება. ამ ქალს ბავშვი ბაღიდან წამოუყვანია, უკან შეუსვამს და იმასაც  მთელი დღის დაღლილ -დაქანცულს  ჩასძინებია. გზაში მარკეტთან გაჩერებულან. დედა გადასულა, ცოტა სასმელ-საჭმელი, ელემენტები და ორიც სკოჩი უყიდია. ამ დროს  კი სითი პარკელებს რახ და მანქანა წაუყვანიათ. გავარდა ეს უფროსი ეგრევე , მოძებნა ის მანქანა, გახსნეს კარები, პამ-პარამ-პარამ და კაროჩე ის ბავში გადმოვიდა თუ არა, ჯერ ცოტა წაუცრემლა და მერე ვინც უცხოები დაგვინახა ყველას შემოგვიბრუნდა და თქვენი დედები მოვტყან თქვე პინგვინებოო სულ ასე გვეძახა. 
მე სიცილი დავიწყე, მესნი მასტი სულ გამწვანდა, დედა კიდევ ტირის. მეთქი რა ატირებს ამ ჩემისას, მივიდეს ბავშვი ხელში აიყვანოს ან წაიყვანოს ან რაღაც. ხოდა თურმე რა ხდება. ეს ბავშვი  ბავშვობაში ანუ ამ პონტამდე 8 თვით ადრე, ვიღაც ლეკებს მოუტაციათ, რუსთაველ ლეკებს რა და სანამ ეს ქალი გამოსასყიდზე ჩალიჩობდა, დამუნჯებულა. ეს 8 თვე სულ იჯდა და მუნჯობდა, ბაღშიც მაგიტომ მიუყვანიათ, იქნებ სხვა ბავშვებს გული გადაუშალოს ან ენა გამოუყოსო, ხოდა ახლა ასეთი სასწაული რომ მოხდა, დედამ უნდა დავასველოო, დაიჯინა. ჯინ-ჯინ-ჯინ. ყველა  რესტორანში დაგვპატიჟა და საკაიფო სუფრაც იკისრა. თავისთავად მანქანა დამიბრუნეს. დაჟე უფროსი რესტორნიდან სახლამდე მე მივაცილე. ჩემი ამბავი ხომ იცი, რაც მარის დავშორდი აღარ ვსვამ, ხანდახან ცოტას თუ მოვწევ ხოლმე. ხოდა ძმაო, თუ რამე მოსაწევი გაქვს გამომიგზავნე. მე რომ ზაფხულში წიგნები დაგიტოვე, იმათში ჩააწყე და მარშუტკას გამოატანე. სამთო ქიმიასთან დავხვდები. 


9.11.2009 

ძვირფასო ნოშრევა,ნ 
(კოცნა მარჯვენა ლოყაზე, კოცნა მარცხენა ლოყაზე, ბეჭებზე ხელი ტყაპუნი) 

რომ იცოდე რა საოცარი ამბავი შემემთხვა. 
იმ დღეს  მაილზე წერილი რომ გამოგიგზავნე, გამომცემლობაშიც შეცდომით იგივე ტექსტი გამიგზავნია რაღაც დურაკული სამუშაოს ნაცვლად, მათ კი ისე არ მოეწონათ ჩემი ნაწერი, რომ გამომაგდეს.  ახლა ისევ უმუშევარი ვარ. შემიძლია უსასრულოდ დიდხანს ვიძინო და სეგა ვითამაშო. შენ ხომ იცი ჩემი ამბავი, ძილზე მეტად მარტო მარი მიყვარს და სეგა, და მოსაწევი. ხო მართლა თუ რამის გამოგზავნას დააპირებ, წიგნებში აღარ ჩააწყო, სჯობს  მჭადის ფქვილთან, ლობიოსთან და ღვინოსთან ერთად გამომიგზავნო. უმუშევრობა კი კარგია, მაგრამ გული მიგრძნობს, ადრე თუ გვიან აუცილებლად მომშივდება. 

პატივისცემით გიორგი. 

პ.ს. საახალწლოდ აქეთ გელოდები. იმედია, მანამდე ცოლს არ მოიყვან.სახლში სულ ორი ლოგინი მაქვს. 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული