• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

(თბილისში მომრავლდნენ ...)

×
ავტორის გვერდი ქეთო ნინიძე 00 , 0000 1865

თბილისში მომრავლდნენ 
სინთეტიკური ადამიანები.
ისინი ხახუნის ძალით იმუხტებიან.

ჩემი მეგობრის პატარა ძმამ
თავზე მონიტორი ჩამოიცვა 
და გუგუნი დაიწყო.

პირდაპირ ჩართვებში 
ჟონგლიორობდნენ
ფერადი ბურთებით:
_დააფიქსირა, 
_გაკეთდა განცხადება,
_მინდა გითხრათ, რომ, 
_ადგილი ჰქონდა,
_შედგა შეხვედრა. 

ფერადი ბურთები მიხტუნავენ
სინთეტიკურ ქალაქში,
ლეწავენ
მანქანის შუშებს, მაღაზიის ვიტრინებს,
ბინების ფანჯრებს,
მუზეუმებს, პარლამენტის
შენობებს,
გვეჩრებიან პირში
და ფერად ბურთებს ვათამაშებთ
სამუშაოზე...

ჩემი ქმარი სამსახურიდან უნდა დაბრუნდეს!
ჩემი ქმარი სამსახურიდან უნდა დაბრუნდეს!
ჩემი ქმარი სამსახურიდან უნდა დაბრუნდეს!

გამზადებულ საცივში ფოსფორისფერი
ბურთი ჩამიხტა
და ჩემს შვილს გადაავიწყდა,
რა ენაზე უნდა იმეტყველოს.


2007 წ. 27 ივლისი

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული