- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თმებით, ალბათ, ტოროლა
აშენებს ბუდეს.
">***
ჩამოცვენილი
თმებით, ალბათ, ტოროლა
აშენებს ბუდეს.
***
ჭიანჭველებო,
გასცილდით მაგ ფუყე ხის ქერქს,
რომ დღეს მაინც შევძლო გათბობა.
***
მწყინს! კოღოები
ვეღარ მამჩნევენ, აღარც
მზე მკბენს კისერზე.
***
წელს, მაზუთით
დასვრილ ხეზეც კი, დაიკრიფა
მჟავე ტყემალი.
***
ვჭამ მხოლოდ ბალახს
მაგრამ თმები გაიჟღინთა
მწვადის სურნელით
***
დომინოს ქვების
ხმაზე, მოვიდა ძაღლი
და დაიძინა.
***
ო, როგორ რეკს
ზარს მღვდელი, რომ
გადავიდეს სეტყვის ღრუბელი.
***
მე ვერ გავიგე
შენი შენიშვნა, ჩიტების
ჭიკჭიკს ვუსმენდი.
***
მესაფლავემ დღე
გაატარა მკვდრებთან,
ღამე ლოთებთან
***
ხუმარა შაშვს არ
სწყინდება მეზობლების
გამოჯავრება
***
ო, რა მარტივად
ტყუვდებიან ზაფხულის
ჭიამაიები.