• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ცვილის ფიგურა

×
Rudolf Wacker, Puppenköpfchen
ავტორის გვერდი დათო ჟორდანია 29 აპრილი, 2022 1324

სიყვარულის ქარცეცხლში გახვეულს,

ურმით დამაქვს ოცნებები.

ხელში მიჭირავს სიყვარულის კანფეტები,

ულევი, როგორც მიზანთროპის შემგუებლობით

ამ წუთისოფლის გადამრჩენელი ნოე.

ვმარხავ ჭიქებს, ხელში მიჭირავს ჩარჩოები,

შიგადაშიგ ხატვას მოვუხშირე.

ხატვა არ გამომდის,არც ხატვაა ჩემი სურვილი.

მცხოვრები ამა სოფლისანი მიყურებენ,

როგორც მიზანთროპს, მაგრამ არასდროს

შემოსილან ჩემი ჩარჩოები.

ვკბიჩავ ხეს და ვღეჭავ ფურცლებს.

ვწვები გვერდით

რკალად გვარტყია ცეცხლი,

ვარდები ჩემ გვერდით,

მაგრამ შემოდგომის კაეშანი

არ გვანებებს თავს

წინ მივუყვები ურემს.

 

ვარიგებ ემოციებს

გავიღვიძე და მივხვდი, რომ

არც არასდროს მღვიძებია.

შენ ჩემო ერთადერთო

შემოდგომის კაეშანო!

ჩემს ირგვლივ დანთებული

კოცონი შემოგძარცვავს

ფოთლებს,

შევაგროვებ,

ვიქნები ფოთლების კოლექციონერი.

ამ ფოთლებით შეგმოსავ ჩემო ერთადერთო,

აგიგებ კოშკს. და გაგათბობ. ულევი საწვავი.

მე არ ვიცი რას ვწერ.

ჩემო ერთადერთო არ მიმატოვო,

დეპერსონალიზაცია ჩემი არჩევანი არ იყო,

დეპერსონალიზაციამ თავად მიპოვა მე,

და გააპო მისი უშრეტი ძალით ჩემი

სხეული,

შემოსილი ფოთლებით.

მე შენ შეგმოსავ ჩემი ფოთლებით.

მე შენს გვერდით ჩამოვვარდები კლდიდან.

ვდნები , როგორც ცვილის ფიგურა.

სანთლის რეინკარნაცია

როუში აღბეჭდილი ნაწერებით

გიხსნი გზას ჩემმამდე მოსასვლელს

სანთლის წვეთები

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული