• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

გარიყული

×
ავტორის გვერდი ივა თადიაშვილი 27 სექტემბერი, 2022 1104

 

გარიყული

„-რა კარგი ხარ, ჰო, რა კარგი

ხარ მსოფლიურის და იმქვეყნიურის

ეგევითარი შენივთება რომ არ შთახჰკარგე“

  • ბესიკ ადეიშვილი

როცა კან უელავს,

გარს შემოხვეულ მზესა,

გონბრიყვულ დათესილი

გაშინაურებულ,

                                                        როგორც

სარკოფაგია ცარიელი,

                                                           როგორც

სარკოფაგებია უსარგებლო

გარდა ნეშთშობილი გაელვებით

გასულ წელს, ხვნეშის ბეგარას

რომ გარდაიხდიდა.                     საბნად

რომ ჰქონდა წახურული,                ვითომ და

ყოფილიყო სიცივე ,                        ვითომ და

ვინმე გაიგებდა გარდა პოეტისა.                         გარდა

იცვლებოდა ისიც ,

ოდესმე აივსებაო

გარდაიქმნებაო ალბათ არაფერად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბიბლიოთერაპიით დაწერილი ლექსი

ო უკვე მერამდენედ,

    უკვე მერამდენედ,

მოკლეს

    სულელი,

         სულელი

                          მესია!

და ქუჩაში დააგდეს ღმერთივით მარტო.

მათი ანარეკლები უხილავია ჩვენთვის.

ჩვენ არ ვიცით მათი ზმანებები.

ჩვენი საქმეა გამოქვაბულებში ძრომიალი,

სველი კენჭების წუწვნა.

მათ კი შეუძლიათ უვნებლად გაიარონ სიმინდის ყანები...

ყანები, სადაც ნამგლიანი ბავშვები თამაშობენ სიმინდობანას.

ჩვენ კი ვიჯდეთ აქ და განვიხილოთ

და-ძმის ღალატი და შერიგება

და მერე გავიკეთოთ

თუ გინდა ჰარაკირი.

 

 

 

 

 

 

 

 

ბებოს

გუშინ სიზმარში ბებომ მინახულა,

საქმეში გართულს წელზე მომეხვია.

რას აკეთებო? მკითხა,

ასე რომ გაურთიხარო?

ბებოს ვუვლი თქო

ყვავილივით წყალს ვუსხამ და ვბარავ მეთქი.

მერე ეგ ვინ არიო? მკითხა ბებიამ

ეგ რა არიო?

მართლაც ეს ვინ არის მეთქი, ცეცხლი მომეკიდა.

ყვავილივით რატომ ვუვლი მეთქი.

გააჩუმა ფიქრები და წადიო მითხრა,

შენ შენს საქმეს მიხედეო, ამას მე მივხედავო.

წამოვედი და აი ჩემი საქმეც.

 

 

 

 

 

 

ცხოვრებაი საკვირველი კარასისაი

მე ვარ უბრალო კარასი

სხვები არიან უუბრალოები

მონათლული ვარ, დიახ თუ მკითხავთ

ჩემს ტალახში დადიოდა ერთხელ მამაო

 

 

 

„ვინც მარილს და მის გამხსნელს იცნობს, ის ძველ

ბრძენთა  საიდუმლოსაც ფლობს მიმართე  გონების თვალი მარილისკენ,

 რადგან მეცნიერება მხოლოდ მასშია და ძველ ფილოსოფოსთა კეთილ-

შობილი საიდუმლო ცოდნაც მასშია დამარხული.“

ამონარიდი Rosarium phillosophorum-იდან

 

 

ჩვენ აქ ჩვენივე თავით ვიკვებებით

ჩვენივე კუდს ვჭამთ

ეს არც ცუდია არც კარგი

ჩვენ ჩვენივე თავებით ვიკვებებით

ჩვენივე კუდებს ვჭამთ

ეს არც სიკეთეა არც ბოროტება

შენ კი ასე მისტირი და ითხოვ ფარისეველთა საფუარს.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული