• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

საფიცარი ამაოება

×
ავტორის გვერდი დათო ჟორდანია 27 მარტი, 2023 1208

საფიცარი ამაოება ესაა გზა სრულყოფილებისა,

ამაოება ესაა გზა ჭეშმარიტებისკენ,

მაშასადამე სწორია გზა არაფრისაკენ,

გზა ესაა წრე მარადიულად ცხოვრებისა.

თავზე ქუდი მხურავს ფერი მწვანე,

მოულოდნელი ბედნიერებაა წამისა,

ამაოების წყვეტილი სიმსუბუქით აღვსილი დროის ფანტელი,

ფანტელებივით მოჰქრიან ფიქრები მთვარის შუქმოსილნი,

გადი გაფრინდი, შენ ჩემო მერცხალო

გზაკვალარეულს, დაგლოცავენ ვარსკვლავნი ცისა,

მოწყვეტით მორბის შენთან მხურვალე ასფალტივით ცხელი

ვით საღეჭი რეზინი, მდნარი პირში.

ნერწყვი მომადგა და დამადუმა, ნუთუ ესაა რასაც აქ ვმალავთ,

ქუდი აღარ მხურავს, ცაზე ვარსკვლავებს ვეღარ ვწყვეტ.

საღეჭი რეზინი უფერულდება,

ასფალტი სიმხურვალეს კარგავს.

აქ უკვე რთულია რეალობის გამორჩევა,

ფანტაზიაში ფანტელებმა დაისადგურეს,

აქ ხომ ყველაფერი მშვიდია,

ნელ - ნელა თბება და მხურვალე ნუთელა ჩაედინება პირის ღრუდან კუჭამდე,

შენ მაძლევ იმას  რასაც, სხვა ვერ შეძლებს.

ეს ლექსი ეძღვნება. ემოციას, რომელმაც, დაუპატიჟებლად დაისადგურა ჩემს გონებაში,

უდიდესი ადგილი

უმცირესი  პიქსელიდან

გიგაბიტამდე.

ყველაფერი რეალური იყო ,

ნიანგები დადიოდნენ ადამიანის ტანით შემოსილნი,

კუბიკები ცვიოდნენ და იმსხვრეოდნენ მხურვალე ასფალტის გროვაზე.

მე დავფრინავდი და თან  სტატიკაში ვიყავი.

როდესაც ზეცა გაფანტავს ღრუბელს და ცისარტყელა დაისადგურებს,

საღამოს ვარსკვლავებიც ალაპარაკდებიან.

გასწიე, გაწელე ჩემი ბედი წინ მორბენალი,

თან მოუყევი სასწაული ამ  ქვეყნისანი,

უკან მომავალში, დასრულდი ბედო,

ეს დასასრულია, ანუ მთვლემარე სიცარიელე.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული