• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ChatGPT

×
ავტორის გვერდი ზაურ ჭიშკარიანი 12 ივნისი, 2023 627

ერთ საიდუმლოს გავამხელ მხოლოდ,
ირაკლი კობახიძე ხელოვნური ინტელექტია,
ოდესღაც რუსმა-ებრაელებმა აჩუქეს ბიძინას,
ის თავის კლასში პირველი საცდელი მოდელია,
არ არის უზადო თუმცა მაინც პირველია.

და ამიტომაც

„ქართული ოცნება“ იწყებს წარმოებას,
„ქართუსთან“ ერთად რობოტებს გამოუშვებს,
სულ ყველა იქნება ირაკლი კობახიძე,
ირაკლი კობახიძე, ირაკლი კობახიძე...

ირაკლი კობახიძე მანდატური,
რობოტი სოც.მუშაკი - ირაკლი კობახიძე.
პატრულის ეკიპაჟში წყვილ-წყვილად კობახიძე,
სკოლებში დირექტორად ირაკლი კობახიძე.
საჯარო მოხელეებს ჯან.დაცვის სისტემაში,
საჯარო მოხელეებს ძალოვან სტრუქტურებში,
შეცვლიან რობოტები, კლონები, ასლები
და ყველა იქნება ირაკლი კობახიძე.

უკვე მზადაა ალგორითმი, 
აეწყო მისი ChatGPT.
ქოჩორზე დაიწყეს მუშაობა,
მისი თმა აღელვებთ კონსტრუქტორებს.
რთულია, მაგრამ გადაწყდება,
ამბობენ - მალე გადაწყდება
პრობლემა, 
გული რომ არ დაწყდება
არავის.

ჰეი, ირაკლი კობახიძე
არასდროს დაბერდები,
შენი ქოჩორი ჭაღარას ვერ იხილავს.
შენ მხოლოდ გაბევრდები.

ივლის რობოტებად
შენი ბოროტება,
ქუშებში, შენობებში,
ოფისებში.

მხოლოდ წამყვანები დარჩებიან,
ტელე-იმედის წამყვანები,
თვისი სახით და მეტყველებით.
ასეა საჭირო კონტრასტისთვის,
ასეა საჭირო მწარმოებლისთვის,
რომელმაც გადაწყვიტა
გაგამრავლოს.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული