• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ნაწლავები

×
ავტორის გვერდი ჩაკ პალანიკი 00 , 0000 7818
 
ჩაისუნთქეთ. მოიმარაგეთ რაც შეიძლება, მეტი ჰაერი. ეს ისტორია დაიკავებს ზუსტად იმდენსავე დროს, რამდენსაც თქვენ მოანდომებთ სუნთქვის შეკვრას. ასე რომ, ისმინეთ, რაც შეიძლება, გამალებით. 
 
ერთმა ჩემმა მეგობარმა, როცა ის 13-ისა იყო, გაიგო პეგინგის შესახებ. პეგინგი ესაა, როცა კაცს ტრაკში ხელოვნური ყლით ტყნავენ. გავრცელებული შეხედულებით, თუ პროსტატის მძლავრად სტიმულირებას შეძლებ, შეიძლება, მიაღწიო მრავალ ნათელ ორგაზმს ხელების გარეშე.  
 
13 წლის ასაკში ეს ჩემი მეგობარი პატარა სექსუალური მანიაკი იყო. ის ყოველთვის ეძებდა მორიგი ორგაზმის ახალ გზას. ის მიდის სუპერმარკეტში, სტაფილოსა და ვაზელინის საყიდლად,  რათა ჩაატაროს მცირე დამოუკიდებელი გამოძიება. ამ დროს წარმოიდგენს, თუ როგორ გამოყურება ეს ყველაფერი სუპერმარკეტის სალაროსთან, ერთადერთი სტაფილო და ვაზელინის ქილა დახლზე. ყველა მას მიშტერებია. ყველასთვის გასაგებია, რომ ბიჭმა გადაწყვიტა, შესანიშნავი საღამო აჩუქოს თავს.
 
მოკლედ, ჩემი მეგობარი ყიდულობს რძეს, კვერცხს, შაქარს და სტაფილოს, ყველა ინგრედიენტს, რაც საჭიროა სტაფილოს ღვეზელისთვის. და ვაზელინს. თითქოს სახლში ის აპირებდა, სტაფილოს ნამცხვარი შეეთხარა ტრაკში.
 
ის ჭრის სტაფილოს უხეშ ყლეს. ალბობს ვაზელინით და მონდომებულად იტენის ტრაკში. არაფერი ხდება. არავითარი ორგაზმი. არაფერი ხდება, გარდა იმისა, რომ ტრაკი ტკივა. ამ დროს დედა ეძახის სადილზე. “მოდი, ჭამის დროა”,_ ეუბნება. 
 
ის იძრობს სლიპინა, ბინძურ სტაფილოს და მალავს ლოგინის ქვეშ ჭუჭყიან თეთრეულში. სადილის მერე ის მიდის სტაფილოსკენ, მაგრამ ის იქ არ ხვდება. სანამ სადილობდა, დედამისმა მისი ჭუჭყიანი თეთრეული გასარეცხად წაიღო. შეუძლებელია, სამზარეულოს დანით მონდომებულად გათლილი, სითხისგან მოლაპლაპე, ბინძური სტაფილო არ დაენახა. 
შემდეგი თვეების განმავლობაში ეს ჩემი მეგობარი ცხოვრობს შიშის ქვეშ. ის ელის ახსნა-განმარტების მოთხოვნას. მაგრამ ეს არ ხდება. არასოდეს. მაშინაც კი, როცა მოიზარდა, ეს სტაფილო უსირცხვილოდ იდო ყველა საშობაო სუფრაზე,  ყველა ოჯახურ დღესასწაულზე. ყოველ პასექს, როცა მისი შვილები, მშობლების შვილიშვილები, ეძებენ დამალულ საშობაო კვერცხებს, ეს სტაფილო ყველას ყელზე ჰკიდია. ძალიან გულისამრევია იმისათვის, რომ რამე უწოდო ამას. ფრანგებს აქვთ გამოთქმა: კიბის ეფექტი.  ფრანგულად :   Esprit d’Escalier.  ის მიუთითებს მომენტზე, როცა შენ სწორი პასუხი გაქვს, მაგრამ უკვე გვიანია.  მაგალითად, წვეულებაზე ვიღაც ცდილობს, გაგამასხარავოს. შენ რამენაირად უნდა უპასუხო.  ყველა შენ გიყურებს, გაწვება, და ამ დროს, შენ ამბობ რაღაც არადამაჯერებელს. მერე მოდიხარ წვეულებიდან. და ზუსტად იმ მომენტში, როცა კიბეებს მოუყვები, ჰოი, საოცრებავ, შენ იდეალური პასუხი მოგდის თავში. და ეს საბოლოო დაცემაა.  აი, ესაა კიბის ეფექტი. 
 
პრობლემა ისაა, რომ ფრანგებსაც კი არა აქვთ მოფიქრებული ზოგიერთი სისულელის სახელი, რომელთაც ჩვენ ვჩადით წამის გარკვეული გაელვებისას.  ეს ყველაფერი ჩვენი სულელური, სასოწარკვეეთილი ქცევები და გამოხტომებია. ზოგი გამოხტომა ზედმეტად არაფრისმთქმელია, საიმისოდ რომ სახელი დაარქვა. ძალიან არაფრისმთქმელი, რომ განიხილო. 
 
ახლა ბევრი პედაგოგი და საბავშვო ფსიქოლოგი განმარტავს, რომ მოზარდთა შორის თვითმკვლელობის დიდი ნაწილი ონანიზმისას ხდება. როცა მოზარდი თავს იხრჩობს გრძნობათა სიმძაფრის გამო. მოდიან მშობლები და შვილს საძინებელში კედლის თაროსთან პოულობენ პირსახოცით საკიდზე ჩამოკონწიალებულს.  მკვდარს. ირგვლივ სპერმაა. ცხადია, მშობლები დალაგებას იწყებენ. გვამს მოსავენ. ცდილობენ, ისე გააკეთონ, რომ უკეთესად გამოიყურებოდეს. ძალიან ცდილობენ.  მოზარდის ჩვეულებრივი ტრაგიკული თვითმკვლელობა. 
 
სხვა ჩემმა თანასკოლელმა კი, რომლის ძმაც საზღვაო ფლოტში მსახურობდა, მითხრა ის რაც ძმისგან მოისმინა: თურმე ახლო აღმოსავლეთში ჩვენგან განსხვავებული ონანიზმით კავდებიან. ძმა მსახურობდა სადღაც, კუზიან ქვეყანაში, სადაც ბაზრობაზე იყიდებოდა რაღაც, რაც ძალიან ჰგავდა წერილების გასახსნელ სპეციფიკურ წვრილ დანას _ ბასრი მოსევადებული  პირითა  და ბოლოში დაახლოებით ხელისგულისოდენა ბურთულით, როგორც ხანჯლებს აქვს ხოლმე. 
 
ამ მეზღვაურმა ძმამ მოყვა, არაბები ყლის ადგომისას როგორ იჩურთავენ ამ დანას მთელ სიგრძეზე. შემდეგ ისინი ანძრევენ, სანამ დანა შიგნითაა და უკეთესად ათავებენ, უფრო მძლავრად. 
 
და კიდევ ეს ძმა დადის მთელ მსოფლიოში და ავრცელებს ფრანგულ გამონათქვამებს, რუსულ გამონათქვამებს, სასარგებლო რჩევებს. ამის შემდეგ, ერთ დღესაც ჩემი მეგობარი არ მოდის სკოლაში. საღამოს მირეკავს და მთხოვს, გავაკეთო მისი საშინაო დავალებები რამდენიმე კვირის განმავლობაში. იმიტომ, რომ ის საავადმყოფოშია. ის ვიღაც ბებრებთან ერთადაა ოთახში, სადაც ნაწლავებს კვეთენ. მიყვება, რომ პალატაში მხოლოდ ერთი ტელევიზორია. რომ მისი პირადი სივრცე მხოლოდ ფარდითაა შემოსაზღვრული. რომ მშობლები მასთან არ მიდიან. ტელეფონით მიყვება, რომ მშობლები მზად არიან, მოკლან მისი უფროსი ძმა, რომელიც ფლოტში მსახურობს. ტელეფონში ეს ლაწირაკი მეუბნება იმასაც, რომ მან იმ მომენტამდე მხოლოდ ცოტა დალია, რომ კოტრიალობდა თავის საწოლზე, რომ სანთელი ჩააქრო და ზანტად დაათვალიერა ძველი პორნო-ჟურნალები, ნძრევისთვის შესამზადებლად. 
ეს იმის მერე ხდება, რაც წაიკითხა ძმის წერილი ონანიზმის სასარგებლო რჩევითურთ. ბიჭი ათვალიერებს რაიმეს, რაც გამოადგება ამ მიზნისთვის.  ბურთულიანი კალამი ზედმეტად სქელია, ფანქარიც, თან უხეშია. სანთელზე თხელი ცვილი გადმოიღვარა, აი, ცვილის გლუვი გული თავისუფლად წავიდოდა. ის ლურსმნით ჩამოთლის ცვილის მოზრდილ ნაჭერს და ხელისგულებში აგორავებს. გრძელი, წვრილი და გლუვია. ის, მთვრალი და აღგზნებული, იტენის, რაც შეიძლება, ღრმად და ღრმად. ცვილის ნაწილი გარეთ რჩება. ახლაც კი ამბობს, რომ არაბები ძალიან ჭკვიანები არიან. მათ სრულიად სხვა ონანიზმი გამოიგონეს. ბიჭი ზურგზე წევს და ყველაფერი ისე მაგრად ხდება, რომ მას ცვილი საერთოდ ავიწყდება. მან მხოლოდ ერთხელ გამოსწია, რომ გაეთავებინა, მაგრამ ცვილი აღარ გამოვიდა. ეს წვრილი  ცვილის გული შიგნით ჩავარდა, სულ შიგნით, ბოლომდე. სამზარეულოდან დედა ეძახის სადილისთვის: “მოდი ახლავე”. 
 
ეს ბიჭი ცვილით და ის ბიჭი სტაფილოთი სულაც არ ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ ჩვენ ყველანი დაახლოებით ერთნაირად ვცხოვრობთ. სადილის შემდეგ ბიჭს მუცლის ტკივილი ეწყება. ეს ცვილია. და ბიჭი ფიქრობს, რომ ცვილი დადნება და შარდთან ერთად გამოიყოფა. ახლა მას ზურგიც სტკივდდება. სტკივდება თირკმელიც. მას არ შეუძლია გამკლავება. ყველაფერ ამას ტელეფონში მიყვება, შორიდან გონგის ხმა და ჟრიამული ისმის.  სპორტული მატჩია. რენტგენი სიმართლეს აჩვენებს, რომ რაღაცა წვრილი და გრძელი გაჩხერილია შარდსადენ მილში. ეს გრძელი და წვრილი ასო V იკრავს მისი შარდიდან გამოსულ ყველა მინერალს. ის ხდება უფრო სქელი და დიდი, იფარება კალცის კრისტალებით, აქეთ-იქით ეხეთქება და ფხაჭნის შარდსადენ მილს. თირკმელი გადატვირთულია და ასოდან წითელი სისხლს უშვებს.  დგას ბიჭი, მისი ოჯახი, და უყურებენ შავ-თეთრ სურათს, ირგვლივ დოქტორი და მედდები დგანან, და ყველას თეთი სხივის სახით უკიაფებს სახეზე ასო V, და მას უწევს სიმართლის აღიარება. აღიარება, თუ როგორ ათავენებ არაბები, რა მოუყვა უფროსმა ძმამ, რომელიც ფლოტში მსახურობს. 
 
ახლა, ტელეფონზე, ის ტირილს იწყებს.  
 
მშობლებმა გადაუხადეს იმ ფულით, რომელიც გადანახული ჰქონდათ ამ ბიჭის კოლეჯში სასწავლებლად. ერთი სისულელე და ის ვეღარასოდეს გახდება იურისტი. 
 
შენ ნივთებში ხარ. სანთელია ყლეში თუ შენი გოგრაა ანჯამებზე, სულერთია, ადვილი შესაძლებელია ჰემოროი აიკიდო. ჩემი ჰემოროი დაიწყო “მარგალიტის ყვინთაობიდან”, როგორც მე დავარქვი. მე წყალქვეშ ვანძრევდი, ერთი ამოსუნთქვით, ვიჯექი მშობლების აუზის ფსკერზე ყველაზე ღრმა ნაწილში. ჩავისუნთქვადი, სწრაფად ჩავყვინთავდი და ტრუსს ვიძრობდი. 
 
როგორც წესი, ფსერზე ვიჯექი ორი, სამი, ოთხი წუთის განმავლობაში. ონანიზმის გამო წარმოუდგენლად გავიძლიერე ფილტვების შესაძლებლობები. თუ მარტო ვრჩებოდი, როცა მთელი სახლი ჩემს განკარგულებაში იყო, მე, როგორც წესი, ამას მთელ დღეს ვაკეთებდი. და მას შემდეგ, რაც მთელ სპერმას ამოვიხაპავდი, ის წყლის ზედაპირზე დიდი, სქელი, რძისფერი გუნდის სახით დაცურავდა. ამის მერე  ისევ ვყვინთავადი, რომ ეს გუნდები შემეგროვებინა და მომეშორებინა. ამიტომაც დავარქვი ამას “მარგალიტის ყვინთაობა”. 
 
წყალი ქლორირებულიც რომ ყოფილიყო, ჩემს დაზე ნერვიულობა მაინც მიწევდა. ანდაც, ფუი ეშმაკს, დედაზე. ეს ყველაზე დიდი შიში იყო ცხოვრებაში: ჩემი ქალწული და ფიქრობს, რომ ის უბრალოდ, სუქდება, შემდეგ კი ბადებს ორთავიან ბავშვს _ ოლიგოფრენს. და ორივე თავი _ ჩემი ასლია. მე, მამა და ბიძა ვარ ერთდროულად. მაგრამ ჩვეულებისამებრ, შენ თავს სულაც არ ხდება ის, რაზეც შიშობ. “მარგალიტის ყვინთაობის” საუკეთესო მომენტი იყო სითხის გამწოვი ნაპრალი ფილტრითა და წყლის საქაჩით. მთელი კაიფი ის იყო, ტრუსს რომ გაიძრობდი და ზედ დაჯდებოდი. როგორც ფრანგები იტყვიან, განა ვინმეს არ მოსწონს, როცა უკანალს ულოკავენ? ზოგჯერ შენ უბრალოდ ონანისტი მოზარდი ხარ და უცებ: ჰოპ!  და შენ ვეღარასოდეს გახდები იურისტი. 
 
ერთხელაც ვწევარ აუზის ფსკერზე და ჩემს ზემოთ წყლისტალღოვანი ზეცაა. სამყაროში სიჩუმე მეფობს, თუ არ ჩავთვლით პულსაციას ჩემს ყურებში. ჩემი ტრუსი კისერზე მაქვს მოხვეული, ყოველი შემთხვევისთვის: უცებ მეზობელმა რომ შემოიჭყიტოს,  ნაცნობი ან, ვთქვათ, ფიზკულტურის მასწავლებელი რომ შემოვიდეს, და მკითხოს, რატომ გავაცდინე  ფეხბურთის წვრთნა. სტაბილური, გამწოვი ეფერება ჩემს კანს და ვატრიალებ ჩემს გაძვალტყავებულ, მკრთალ ტრაკს, რომ სიამოვნება უკეთ შევიგრძნო.   
 
ჯერ კიდევ საკმარისი ჰაერი მაქვს ფილტვებში, და ხელი ყლისკენ გამირბის. მშობლები სამსახურში არიან, და კი საბალეტო სკოლაშია დაკავებული. ჩემების მოსვლამდე რამდენიმე საათია. ჩემი ხელი მიახლოვებს და მიახლოვებს ორგაზმს. ვჩერდები, ჰაერის ჩასასუნთქავად ამოვდივარ ზედაპირზე და ისევ ვყვინთავ, რომ გავაგრძელო. და ამას ვაკეთებ და ვაკეთებ გაუთავებლად. შეიძლება, გოგოებს ამიტომაც უყვარდეთ ზედ სახეზე დაჯდომა. ეს მოწოვის შეგრძნებაა, როგორც მინეტისას, რომელიც არასოდეს თავდება. 
 
როცა ყლე ამდგარი მაქვს და წყალი ტრაკს მილოკავს, მე არ მჭირდება ჰაერი. გულის გამაყრუებელი ბაგუნით ყურებში, ვრჩები წყალში მანამ, სანამ თვალებში არ ამიფრიალდება მოელვარე ნაპერწკლების მთელი წყება. ფეხებს წინ ვწევ და ზურგით ვაწვები აუზის ბეტონის ფსკერს. ხელისა და ფეხის თითები გალურჯებული და დაბუჟებულია წყალში დიდი ხნით ყოფნისგან. წყალში თეთრი გუნდები ჩნდება, მარგალიტები. ახლა უკვე მჭირდება ჰაერი. მაგრამ ფსკერიდან ამოხტომა არ შემიძლია. ფეხები არ მემორჩილება, ტრაკით ვარ ჩარჭობილი.  
სასწრაფო დამხმარების ექიმებს შეუძლიათ, გითხრათ, რომ წელიწადში 150-მდე ადამიანს ჭრიან ამ მიზეზით, როცა წყლის გამწოვზე სხდებიან. ან საქაჩი არ უშვებს მათ ტრაკს ან იხვევს მათ გრძელ ბანჯგვლს და ისინი იხრჩობიან. ამ შემთხვევების უმეტესობა ფლორიდაში ხდება. ამაზე არავინ არაფერს ამბობს. ის კი არა, ფრანგებიც დუმან ზოგიერთ რამეზე.  ფეხებს ვატრიალებ, ვხრი და ფსკერს ვაწვები. თითქმის ვდგავარ ფეხზე და ვგრძნობ, რომ რაღაცა მექაჩება ანუსიდან.  მეორე ფეხსაც ვდგამ და ვიწევი ფსკერიდან. უკვე თავისუფლად ვმოძრაობ წყალში ბეტონთან შეუხებლად, მაგრამ ვერ მივცურავ. მთელ ძალას ვიკრებ, ხელებს ნიჩაბივით ვუსვამ,   მაგრამ   ისევ ერთ ადგილზე ვმოძრაობ. გულის ბაგაბუგი ყურებში ძლიერდება და ხშირდება. უკან ვიხედები და თვალებში ანთებული მირიადი ელვარე ნაპერწკლის მიღმა ვხედავ რაღაცას, რაც შეუძლებელია აღწერო. რაღაცა სქელი უფერული თოკი, ცურავს ჩემი ტრაკიდან წყლის გამწოვამდე და არ მიშვებს. ზოგიერთი მათგანიდან სისხლი გადმოდის, ალისფერი სისხლი, რომელიც სიღრმეში შავად მოჩანს. ის წყვეტილ ნაკადად გასდევს ამ შავ კლაკნილს. ის ნაკადები გზადაგზა წყალს ერევიან, ხოლო კლაკნილის შიგნით გამჭვირვალე კანიდან კარგად მოჩანს ნახევრად დამუშავებული საჭმელები. უკვე  ნათელია. წყლის რაღაცა საზარელი ურჩხული, ზღვის გველი, არსება, მზის შუქი რომ არ უნახავს არასოდეს, შეძვრა კანალიზაციის მილში და დაელოდა მომენტს, რომ ტრაკში შემომძრომოდა. ფეხით ვიგერიებ ამ გველს, მის პრიალა რეზინისებურ დაძარღვულ კანს, და მეჩვენება, რომ შევძელი გამწოვიდან ოდნავ გამოთრევა. მაგრამ მაინც მყარად არის  ჩემს ანუსში. ისევ ვურტყამ ფეხებს და  რამდენიმე დუიმით ვუახლოვდები წყლის ზედაპირს. თუმცა, ვგრძნობ, რომ გველი ისე გამაგრებულია ჩემს უკანა ხვრელში. მე კიდევ რამდენიმე დუიმი მიკლია გადარჩენამდე. გველის შიგნით ჩანს სიმინდისა და კაკლის ნაფლეთები. ჩანს ასევე წაგრძელებული ფორთოხლისფერი კაფსულა. ეს რაღაცა მულტივიტამინია, რომელსაც მამაჩემი მაძლევს, რომ როგორმე თაგვის წონას ავცდე, რომ რამენაირად მოვხვდე საფეხბურთო გუნდში და მივიღო დამატებითი სტიპენდია.  კაფსულა გამდიდრებულია რკინითა და ამინომჟავით. მე ვხედავ ამ ტაბლეტს, რომელსაც ერთ დროს უნდა გადავერჩინე. ეს არაა გველი. ეს ჩემი ნაწლავია. ჩემი სწორი ნაწლავი, რომელიც გამომვარდა. ისაა, რასაც ექიმები სწორი ნაწლავის გადმოვარდნას ეძახიან. ნაწლავი წყლის გამწოვმა შეისრუტა. 
 
სასწრაფო დახმარების ექიმებს შეუძლიათ გითხრან, რომ აუზის წყლის გამწოვი 300 ლიტრ წყალს იწოვს წუთში, რაც წონაში დაახლოებით 200 კილოგრამია. დიდი პრობლემა ისაა, რომ  ჩვენი ორგანოების ბოლოები სადღაც ერთდება, და შენი ანუსი  შენი პირის დაბოლოებაა. თუ მივცემ საშუალებას, და საქაჩი გააგრძელებს ჩემი შიგანის გაწოვას, ის საბოლოოდ ჩემს ენასაც გაიწოვს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გამოგწოვეს 200 კილოგრამი, და ტქვენ მიხვდებით, რომ არაფერი ხართ. შემიძლია, გითხრათ, რომ ნაწლავი ტკივილს ვერ გრძნობს. მით უმეტეს, ჩვენი კანივით მგრძნობიარე არაა.
 
რასაც ჩვენ გადავამუშავებთ, ექიმები ფეკალურ მასებს უწოდებენ. ნაწლავის ზედა ნაწილში ვხედავ თხევად მასას, რომელშიც დაცურავენ სიმინდის, არაქისისა და მუხუდოების მარცვლები. ჩემს გარშემო დაცურავს მთელი სისხლისა და სიმინდის, მძღნერის, სპერმისა და არაქისის სუპი. 
 
და მაშინაც კი, როცა ჩემი ანუსიდან გამომძვრალი იყო ნაწლავი და მეჭირა ის, რაც ჯერ კიდევ შემომრჩენოდა, ჩემი ერთადერთი სურვილი იყო, რამენაირად ჩამეცვა ტრუსი. ღმერთმა არ ქნას, ჩემებმა ჩემი ყლე ნახონ. 
 
ცალი ხელით საკუთარ ნაწლავს ვიჭერ მუჭში და ცალით წითელზოლიანი ტრუსის მოძრობას ვცდილობ ყელიდან, მაგრამ სულ ტყუილად.
 
თუ გინდათ, გაიგოთ, როგორ გამოიყურება თქვენი ნაწლავი, იყიდეთ ცხვრის ნაწლავისგან გაკეთებული პრეზერვატივი, გაშალეთ, გაავსეთ ის არაქისის კარაქით, გააპრიალეთ ვაზელინით და ჩააგდეთ წყალში. შემდეგ შეეცადეთ გახეთქოთ. სრულიად გააცამტვეროთ. ის საოცრად ძლიერი და ელასტიკურია. ისა ისეთი სრიალაა, რომ შეუძლებელია რამენაირად მიუდგე. 
 
ცხვრის ნაწლავის პრეზერვატივი ეს იგივე ადამიანის ბებერი, კეთილი ნაწლავია. ხედავთ, რა დღეში ვარ? ერთი წუთითაც რომ შევუშვა ხელი ნაწლავს, მე უკვე ის აღარ მექნება.  ზედაპირზე თუ ავცურავ, ნაწლავი  აღარ მექნება. აღარ ავცურავ ზევით და დავიხრჩობი. ასეთი არჩევანია: ან ახლა მოვკვდე, ან რამდენიმე წუთით გვიან. ჩემები მოვლენ სამსახურიდან და იპოვნიან გაგუდულ,  დიდ შიშველ ემბრიონს, აუზის ფსკერზე მოლივლივეს, ნაწლავების ჭიპლარში გახვეულს.  სრული კონტრასტია იმ ბიჭთან, რომელიც ონანიზმისას შემთხვევით ჩამოეკიდა კედლის თაროზე. და ეს ის ბავშვია, რომელიც 13 წლის წინ როდომიდან ჩამოიყვანეს. ბავშვი, რომელზეც ისინი იმედს ამყარებდნენ, რომ ის საფეხბურთო ნაკრებში მოხვდებოდა და მიიღებდა დამეტბით სტიპენდიას და მიიღებდა მაგისტრის ხარისხს. ბავშვი, რომელიც იზრუნებდა მათზე, როცა ისინი დაბერდებოდნენ. მთელი მათი იმედები და ოცნებები ბასეინშია,შიშველი და მკვდარი. და მის გარშემო სპერმის რძისფერი ნაფეთებია. შეიძლება, ასეც. მაგრამ ასევე შეიძლება, რომ ჩემებმა მომაგნონ, გასისხლიანეულ ცხვირსახოცში პირქვედაგდებულს, უგონოდმყოფს, ხელები ტელეფონისკენ რომ გაუწვდია, და ტრუსიდან გადმოგდებული ნაწლავები უკან მოსთრევს. ეს ისაა, რაზეც ფრანგებიც კი არ საუბრობენ. 
 
ფლოტში მომსახურე უფროსმა ძმამ გვასწავლა ერთი კარგი გამოთქმა. რუსული გამოთქმა. ამას, ჩვენ ამერიკელები ასე ვამბობთ: ეს მე მჭირდება, როგორც ტყვია თავში. რუსები ამბობენ: ეს მე მჭირდება, როგორც კბილები ტრაკში. ეს ისტორიებია იმის შესახებ, თუ როგორ  იჭამენ ფეხს მხეცები ხაფანგში მოხვედრისას. ნებისმიერი კოიოტი მოგიყვებათ, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ტკივილი სიკვდილზე გაცილებით უარესია. მაგის დედაც, თუ რუსი ხარ, მართლა შეიძლება, დაგიდგეს მომენტი, როცა ტრაკში კბილების საჭიროებას იგრძნობ. მაგრამ თუ რუსი არ ხარ, რამე უნდა ქნა.
 
შენ სახით ეკვრები საკუთარ ფეხებს, და კბენ საკუტარ ტრაკს. ჰაერი არ გყოფნის. შენ მოიჭამდი, რაც გინდა იმას, ოღონდ ერთხელაც მოგცემოდა სუნთქვის საშუალება. პირველ პაემანზეამას გოგოს ვერ მოუყვები. მითუფრო, თუ გამომშვიდობებისას კოცნის იმედიც გაქვს.  
რომ გითხრათ, როგორი გემო ჰქონდა ნაწლავს, თქვენ არასოდეს შეჭამთ მოლუსკს და რვაფეხას, არასოდეს. არ ვიცი, ჩემს მშობლებს რა უფრო გულისამრევად მოეჩვენათ, ის, თუ როგორ გავები თუ ის, როგორ დავუძვერი ამ საშინელებას. როცა საავადმყოფოდან გამომწერეს, დედამ მითხრა: შვილო, შენ არ იცოდი, რას შვრებოდი. შენ შოკში იყავი.  შემდეგ მან მასწავლა კვერცხის მომზადება ნაჭუჭის გარეშე (კვერცხი თავსდება ადუღებულ მარილიან წყალში). 
საინტერესოა,  ხალხი მართლა წუხდა თუ ჩემდამი ზიზღს ამოწმებდა. მე ამის ცოდნა ისევე მჭირდება, როგორც კბილები ტრაკში. ახლა ხალხი ხშირად მეუბნება, რომ მე ძალიან გამხდარი ვარ. როცა სადილზე მპატიჟებენ, მე უარს ვამბობ მომზადებულ შემწვარ-მოხრაკულზე, ისინი გაოცებულები არიან და ნერვიულობენ. შემწვარი ხორცი მომკლავს. შემწვარი ლორი. ნებისმიერი საჭმელი, რომლის გადამუშავება არ ხდება რამდენიმე საათის განმავლობაში, ჩემიდან გამოდის როგორც საჭმელი. მოხარშული ლობიო, თევზის ნაჭრები. ვჯდები უნიტაზზე და ის გამოდის ისეთი, როგორიც იქამდე იყო. ნაწლავის დამოკლების ძირფესვიანი  ოპერაციის შემდეგ ხორცის გადამუშავება ძალიან მიჭირს.  თქვენს უმეტესობას 5 ფუტის სიგრძის ნაწლავი აქვს. მე ბედნიერი ვარ, რომ 6 დუიმი მაინც მაქვს. ასე რომ, მე მაინც ვერ მივიღებ საფეხბურთო სტიპენდიას, არასოდეს გავხდები რომელსამე მეცნიერების მაგისტრი. 
ჩემი ორივე მეგობარი, ლაწირაკი ცვილით და ლაწირაკი სტაფილოთი,  გაიზარდნენ, გავიდნენ ხალხში, მაგრამ მე ერთი ფუნტიც არ შემმატებია, მას შემდეგ, რაც 13 წელი შემისრულდა.  
 
სხვა პრობლემა ისაა, რომ ჩემებს დიდი ფულის ჩაყრა მოუწიათ აუზის გამო. ბოლოსდაბოლოს მამა მეწყალსადენეს უთხრა, რომ ჩვენი ძაღლი ჩავარდა აუზში და დაიხრჩო, მკვდარი ძაღლი კი წყალსატუმბ მილში გაიჭედა. მაშინაც კი, როცა მეწყალსადენემ მილიდან რეზინისებრი ნაწლავი, ვიტამინის დიდი ფორთოხლისფერი ტაბლეტითურთ, ამოტუმბა, მამა ისევ უტვინო ძაღლს დააბრალა. მაშინაც კი, როცა ფანჯარასთან ვიდექი, მამამ ისევ თქვა: ეს ძაღლი არ უნდა დამეტოვებინა უპატრონოდ არცერთი წამითო. შემდეგ კი ჩემს დას თვიური შეუწყდა. და ეს იმის შემდეგ, რაც აუზი გაწმინდეს, იმის შემდეგ, რაც სახლი გავყიდეთ და სხვაგან გადავცხოვრდით. დის აბორტის შემდეგაც ჩემებს ეს არასოდეს გაუხსენებიათ ჩემთვის. არასოდეს. ეს ჩვენი უხილავი სტაფილო იყო. 
 
თქვენ კი,   თქვენ შეგიძლიათ ღრმად ამოისუნთქოთ. მე კი ეს მას მერე აღარ შემიძლია. 
 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული