- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
18 წლის ვიყავი, როცა პირველად ოფისში ავღმოჩნდი და პირველად გავიგე ისეთი ღვთაებრივი სიტყვა, როგორიც იყო "ბაინდერი" და პირველად მივხვდი, როგორ შეიძლება გამოიყენო ძუძუები კარიერული წინსვლისთვის. მაგრამ ამ "სამოთხეში" მხოლოდ ერთი თვე გავძელი.
შემდეგი ჩემი ოფისში გამოკეტვის ხანა, ორ წელზე მეტ ხანს გაგრძელდა: თეთრი კედლები, კომპიუტერების მონოტონური ბზუილი, დაცარიელებული მზერები, ფანჯარაში ჩამოსვეტილ მზის ნათელში არეული მტვრის ნაწილაკები და ა.შ. ახლა რომ ვიხსენებ, როგორი მოწყენილობა სუფევდა, გრიგოლ რობაქიძესავით სპლინი მერევა.
თუ თქვენ ახალგაზრდა "მუშაკი" ბრძანდებით და მოწყენილობისგან თვით "Facebook"-იც ვერ გშველით."Vice Magazine" ოფისში გართობის მშვენიერ ხერხს გთავაზობთ: დაიყოლიეთ თქვენი ახალგაზრდა თანამშრომლები და ყველანი ერთად გაემართედ ქსეროქსის აპარატებისკენ. აიწიეთ კაბები, ჩაიხადეთ შარვლები, გადაიღეღეთ პერანგები და დააქსეროქსეთ თქვენი, მათი, ჩვენი ძუძუები, ტრაკები, ტუჩები, ყურები და ასე შემდეგ. შედეგი გარანტირებულია.