• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ანგელოზთა გაფიცვა

×
ავტორის გვერდი ანკა კალანდაძე 00 , 0000 2240

(პორნოგრაფიული პიესა ერთ მოქმედებად)

მოქმედი პირები:

კაცი (დრამატურგი)
ქალი (პორნო ვარსკვლავი)
ციკლოპი (თვალის ნაცვლად ობიექტივით) 

მოქმედება კოსმიურ ხომალდზე ხდება. კაცი წერს პიესას, რომელიც მარსის ერთ-ერთ პატარა თეატრში უნდა წარმოადგინონ. 2035 წელი. ვერცხლისფერი ოთახი ცისფერი კოპლებით. კაცი ილუმინატორთან დგას და გასცქერის კოსმიურ სივრცეს. შემოდის ქალი.



ქალი: მოიფიქრე რამე?

კაცი: არა, მე არ მესმის მათი!

ქალი: (უახლოვდება კაცს და ილუმინატორიდან უყურებს ოქროსფერი ნაწილაკებისგან წარმოქმნილ სპირალს) ჭია, ჭიამაია, ხვალ თუ კარგი დარია?

კაცი: (კოცნის ქალს)თუმცა მგონი მოვიფიქრე რაღაც! სწორედ ის არის, რაც მათ სჭირდებათ! აბსურდული სიტუაცია, მოლოდინი...

ქალი: მომიყევი...

(იქვე მდგარ „დივანზე“ დასხდებიან. ქალი იხრება, შარვალს უხსნის კაცს და იღებს საოცრად გრძელ, ხელოვნურ ფალოსს. იდებს პირში და იწყებს ღეჭვას)

კაცი: წარმოიდგინე ჩემი ქვეყანა... ნამყოფი ხარ?

(ქალი, ისე რომ ფალოსს პირიდან არ იღებს, უქნევს თავს.)

კაცი: ჰო... მაშინ როცა ოცდამეერთე საუკუნის დადგომამდე ათიოდე წელი იყო დარჩენილი. ჩემს ქვეყანაში მძღნერის სუნი იდგა. უარესი: მიტინგები, სამოქალაქო ომი, ისტერია უცნაურ ნორმად გადაქცეულიყო. ადამიანებს ნაცრისფერი, საბჭოთა წარმოების ქურთუკები და პალტოები ეცვათ. ქუჩაში ავტომატებით და სისხლიანი დროშებით დარბოდნენ. დედაქალაქის წყალსაცავები გვამებით იყო სავსე.

ქალი: (იღებს ფალოსს პირიდან)შენ რა აფრიკაში დაიბადე?

კაცი: არა, არა, გააგრძელე... გიყვები...

(პაუზა. კაცი ფიქრობს. მას ძალზედ სერიოზული გამომეტყველება აქვს. ქალი მის წინ ოთხზე დგება და რიტმულ მოძრაობას იწყებს)

მთელი ქვეყანა უშუქობას მოეცვა. ამ დროს ჩნდება ოთხი პერსონაჟი... ისინი გადაწყვეტენ ერთ-ერთ უზარმაზარ ატრაქციონზე დასხდომას. საღამოს პირია, წვიმას აპირებს. 

(ქალი კვნესის. მიუტრიალდება და ფალოსს ისევ პირში იღებს.)

ჰოდა, სცენაზე გაჩერებული - „ეშაკის ბორბალია“. ანუ ის კალათა, სადაც ჩემი პიესის გმირები აღმოჩნდებიან.

(ქალი ახლა კალთაში უჯდება და გამწარებული ხტუნაობს)

კაცი: ელექტროენერგიის გათიშვის გამო. ისინი ჰაერში დარჩნენ და შეიძლება მთელი ღამის გატარებამ იქ მოუწიოთ.

ქალი: აჰ, აჰ, აჰჰჰჰჰ! მერე?

(გვერდზე უჯდება და მისი ასოს ხელით სტიმულირებას ახდენს)

კაცი: ისინი ლაპარაკობენ იმაზე, თუ რას გააკეთებენ, როგორ გააგრძელებენ ცხოვრებას, როცა მიწაზე აღმოჩნდებიან. მაგრამ გინდა მათი ქვეყნის მიწაზე ჩასულხარ, გინდაც მიწაში, დიდი განსხვავება არ არის. ქვემოდან მთვრალი ხელოსანი ყვირის რაღაცას, გაურვეველს. მის ხმას ვერ არჩევენ. ყვავი ჩხავის. ისინი საუბარს აგრძელებენ. ამ დროს...

(ქალი ახლა ისეთ პოზას იღებს, გეგონება „გედების ტბიდან“ ამოჭრილი ერთ-ერთი ბალერინა იყოს და კვლავ სექსუალური აქტის იმიტაციას ახდენს)

კაცი: ამ დროს ისმის სროლის ხმა...

ქალი: აჰჰჰ, აჰჰჰჰჰ, ვის კლავენ?

კაცი: უცნობია. მაგრამ გასროლის შემდეგ, მათთან ორი ანგელოზი ჩნდება. (კალათში ჩამალული მსახიობები)

ქალი: რა უნდათ ანგელოზებს? აჰჰჰჰ, აჰჰჰჰ!

კაცი: ისინი იმ ადამიანების მფარველი ანგელოზები არიან, ვინც ამ სროლას შეეწირა. უცნობია საიდან გაჩნდნენ ჩვენს გმირებთან ერთ კალათში. ისინი იწყებენ წუწუნს, იმაზე, თუ როგორ გაჭირდა ამ ქვეყანაში მუშაობა და ამ ქვეყნის მოქალაქეთა ანგელოზებმა გაფიცვაც კი მოაწყვეს. მაგრამ არანაირი შედეგი. ღმერთი დაპირდათ...

ქალი: სად მოაწყვეს გაფიცვა ანგელოზებმა? ოიჰჰ, ოიჰჰ, უუჰ!

კაცი: მე რა ვიცი, ალბათ სამოთხეში... მთავარია ის არის რაზე ილაპარაკებენ იმ დაწყევლილ ჯართზე.

ქალი: გაჩერებული - ატრაქციონი. მგონი მათ უნდა მოწონოთ...

კაცი: მეც მაგის იმედი მაქვს.

ქალი: მე ვის ვითამაშებ?

(ქალი კვლავ მის წინ იკუზება და ფალოსს ლოკავს)

კაცი: შენ? შენ - ანგელოზს. ანგელოზს - ეშმაკის ბორბალზე.

(უეცრად კაცის ხელოვნური ფალოსიდან, ჩნდებიან ცოცხალი მტრედები. ისინი პირდაპირ მაყურებლებისკენ მიფრინავენ. სცენაზე გამოდის ციკლოპი, თვალის მაგივრად ობიექტივი აქვს და იწყებს ფოტოების გადაღებას.)



 

ფარდა

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული