• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

მორალი გადამალეთ, ეპატაჟი მოდის

×
ავტორის გვერდი ნინო ლომიძე 00 , 0000 3724

ეპატაჟი – ფრანგული, ლამაზი სიტყვა. პირდაპირი მნიშვნელობით – საყრდენის, ფეხის გამოცლა. ანუ – ღირებულებების თავდაყირა ამობრუნება, შოკში ჩაგდება , პროვოკაცია,

მიღებული ნორმის რღვევა, ყურადღების მისაქცევად ისეთი რაღაცის გაკეტება, რაც შეუმჩნეველი არ კი არა, ვერ დარჩება.

ასეთი შედეგის მისაღწევად პირდაპირი და გარანტირებული გზაა სექსის თემატიკით ექსპლუატირება.

შემოვლითი გზებიც არსებობს, მაგალითად, რელიგიური თემატიკა, ძალადობა, თუმცა, ყველაზე ხშირად და მარტივად, უდავოდ, პირველი.

თანამედროვე სამყაროში ეპატაჟი, როგორც გამოხატვის ფორმა, გვხვდება ყველგან – დაწყებული რეკლამებით და სამომხმარებლო სფეროთი, დამთავრებული ხელოვნებით(ყველა დარგი, პრაქტიკულად, გამონაკლისის გარეშე)

მეტიც. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თუკი არ არის ეპატაჟი(არ აქვს მნიშვნელობა სად,) დამშვიდებული სინდისით შეგვიძლია ვილაპარაკოთ მოძველებული გამომსახველობით ხერხებზე, მოსაწყენ, უინტერესო და დახავსებულ ღირებულებებზე.

 სურვილი, დამეწერა ამ საკითხზე, გამიჩნდა მას შემდეგ, რაც წავიკითხე ერეკლე დეისაძის ნაწერები.

მისი მოთხრობების კრებული ახლახანს გამოიცა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ. და სათაურიდანვე ჩანს, რომ ეს არის ნათელი ილუსტრაცია ეპატაჟისა. თან, 2in1 (სექსუალური და რელიგიური თემატიკა)უფრო სწორად კი, 3in1 (იმ ორს + ძალადობაც)

ეპატაჟი დიდი ასოთი!( რუსული გამოთქმის კალკირებული, სადღაც, ეპატაჟურიც თარგმანი.)

 წიგნი არ შემიძენია, დეისაძის ტექსტები ჟურნალში წავიკითხე და თავის დროზე გამიკვირდა კიდეც, რა ღირებულებისთვის იბეჭდება –თქო.

 წიგნს არც შევიძენ, იმიტომ რომ ახლაც მიკვირს, რა ღირებულებისთვის შეიძლება, გამოიცეს მსგავსი ტიპის ტექსტი.

 გასაგებია, რომ 21-ე საუკუნეში ახლის და ღირებულის შექმნა უფრო რთულია, ვიდრე აქამდე იყო.

ისეც ჩანს, თითქოს ადამიანის უსაზღვრო ფანტაზიამ უკვე აქამდე შექმნა ყველაფერი გენიალური,

ახლა ყველა სიახლე ათვისებულია, მთელი სათქმელი – ნათქვამი.

ძნელია ჩვენს დროში ვინმე გააკვირვო, თავი დაამახსოვრო, მოკლედ – საკუთარი ნიშა იპოვო.

შესაძლოა, ესაა მიზეზი იმისა, რომ ეპატაჟი ასე ხშირად და უთავბოლოდ გვხვდება ყველგან და ყველაფერში.

გარანტირებულად არ დარჩება უყურადღებოდ( და აქ და ასეთ შემთხვევებში ნაკლებმნიშვნელოვანია, ყურადღება პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური, დოვლატოვი ამბობდა – არ მწყინს, როცა ცუდს ამბობენ ჩემზე, ის უფრო მწყინს, როცა საერთოდ არაფერს ამბობენო, თანამედროვე ფრთიანი გამოთქმაცაა ასეთი – შავი პიარიც პიარიაო) არც ერთი ეპატაჟური პერფორმანსი, არც ერთი ეპატაჟური რეკლამა, ან ხელოვნების ნიმუში. მნიშვნელოვანი აქ უფრო ისაა, რის ხარჯზე მიიღწევა ეს ყურადღება – მატერიალურ ღირებულებას არ ვგულისხმობ, ცხადია.

ეპატაჟი ეპატაჟისთვის ყოველთვის დარჩება ყურადღების მიქცევის იაფფასიან და ძალიან მარტივ ხერხად.

არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული ნიჭი ან მონდომება (აი, გაბედულება – სულაც პირიქით)გარკვეული კატეგორიის სიტყვების თავმოყრას, უღიმღამო სიუჟეტის მოხაზვას და შედეგიც არ დააყოვნებს.

ეპატაჟი + კონცეფცია ეს უკვე საინტერესო და დასაფიქრებელია. თუმცა, მაინცდამაინც მომწონს და მესმის-მეთქი,  ვერ ვიტყვი. (მარსელ დიუშანის შადრევანი – ეს შემთხვევაა სწორედ)

ეპატაჟი+მხატვრული ღირებულება იშვიათი შეხამებაა და ჩარლზ ბუკოვსკი პირველია, ვინც ასეთ შემთხვევაში შეიძლება, გაგახსენდეს.

 კიდევ რატომ შეიძლება იყოს ეპატაჟი ასეთი მოთხოვნადი და ასე ხშირად გამოყენებული?

მხოლოდ ნახსენები იდეური და შემოქმედებითი კრიზისი, ვფიქრობ, ვერაფერს გახდებოდა, რომ არა -----ძირითადი ინსტინქტები.

ოდესღაც და ძალიან ლაკონურად ბაბუა ფროიდმა ცოცხალი არსებისთვის დამახასიათებელი ყველა ინსტინქტი დაიყვანა ორ ძირითადამდე – ლიბიდო(სექს.ლტოლვა)_და თანატოსი(ლტოლვა სიკვდილის, აგრესიისა და დესქტრუქციისადმი)

ეს ინსტინქტები ადამიანთა საზოგადოებაში მუდმივი დათრგუნვისა და ტაბუირების ობიექტებია. გასაგებია, რატომაც.

ეპატაჟი კი მიმართავს და წარმოაჩენს სწორედ ამ ტაბუირებულ ინსტინქტებს.

ასეთი ტიპის პროდუქტით დაინტერესებისას აკრძალული ხილის ეფექტი და ინსტინქტისადმი ლტოლვა ალბათ თანაბარ როლს თმაშობს.

ჰოდა, შედეგიც სახეზეა. 

დასასრულ, ძალიან მინდა, ცხოველთა სამყარო და ჩემის საყვარელი არხი – ენიმალ პლანეტიც ვახსენო.

უამრავ საინტერესოს და ანალოგს ორფეხა ძუძუმწოვრებისა და ფაუნის წარმომადგენელთა შორის სწორედ ამ არხზე ნახავთ.

ჰოდა, ამ სტატიის წერისას გამახსნდა აქ ნანახი და მოსმენილი დაკვირვება ადამიანისმაგვარ მაიმუნთა ჯგუფზე.(არ მახსოვს, კონკრეტულად რა სახეობაა, არც აქვს მნიშვნელობა)

გადაცემაში იყო ნახსენები ტერმინი – გენიტალური აგრესია. ურთიერთობის გარკვევის ამ მეთოდს(*გენიტელიების გამოჩენა) ადამიანისმაგვარი მაიმუნები მიმართავენ იმ დროს, როცა სურთ – ყურადღების მიქცევა,

საკუთარი უპირატესობის ჩვენება, ან რაიმე კონფლიქტის მოგვარება არაძალადობრივი გზით.

მაგრამ ყველაზე საინტერესო მთელს ამ ამბავში ისაა, რომ არსებობს მკაცრად განსაზღვრული იერარქია – ვისთან შეიძლება ამის გაკეთება, ვისთან არა.

და ამ უპირატესობით ერთმნიშვნელოვნად სარგებლობს ჯგუფში დომინანტი მამრი. 

უცნაური და სახალისო პარალელია, არა?

შესაძლოა,, ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა ცხოველური (გნებავთ, ინსტინქტური)ცნება ეპატაჟი ადამიანური ცნება მორალის პირდაპირპროპორციული და მხარდამჭერია.

აი ჩვენთან, მოაზროვნე ორფეხებთან კი, ერთი სრულიად გამორიცხავს მეორეს.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული