• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

DEZEMBERTEE

×
ავტორის გვერდი ბექო შონია 00 , 0000 2009
დღე საკაიფოდ იწყებოდა,მიუხედავად ღამის თავგადასავლებისა, რომლის ნაირებსაც შვილისშვილების გასაგონად, ბირჟაზე მეგობრებსაც არ უყვებიან. მისაღებია სექსუალურ გიგანტიზმზე მოასმენინო, მთვრალად მოკატუნებულმა და გამორთული ტელეფონით ძმაკაცთან მოსაუბრემ. ჩემი ერთი მდრიცველი ნაცნობი, აბანოში თავის უმცროს ძმასთან , ნახევრად ერეგირებული პენისით ახდენდა პოზიორობას,- ასეთი რიტუალით მასთან ავტორიტიტობას იმკვიდრებდა ანუ აგოიმებდა იმ აზრით, რომ ჩაჩუთული რა მაქვს და აყენებული რა მექნებაო ან, ან შეიძლება ახარბებდა, ბიჭუნა კუტუს ჯერ ხომ, ჯინსების ზონრის საკეტს ამაოდ ატოლებდა. ტრაბახის აღნიშნულ გამოვლინებასთან შედარებით, არაფერია მემკვიდრეობა აზრზე მოიყვანო შენი ქალებთან ვერტუოზობის შესახებ, მაგრამ ის, რაც მე გადამხდა, არაფერ კავშირშია სექსუალურ ომფალოობასთან და, მოდგმას ასეთ რამეს აუწყებ თუ არა, შეიძლება მათ მიერ ფანჯარასთან მიჩმორებული ყვავილების მოსარწყავად, კოლექტიური მოშარდვა გამოიყენონ ან მით უარესი - ძაბრით დაგიწყონ უთოში ჩაფსმა.
 
ბაბუობამდე ჯერ კიდევ უნდა მივიდე, მანამდე კი ჩემი ცხოვრების ისტორიას  ყვითელი ლაქები ალბათ შეახმება, ხოლო გამოცდილებას   შერჩება  შარდის გამოყენებისნაპორი", კედლებს "ჩიკატურს" აცლიდაო და, თუ გავითვალისწინებთ ნიკოფსიიდან დარუბამდამდე, წინამორბედთა ლოთაობის მაშტაბებს,ისტორიულად საქართველოს მოსრაში ეჭვმიტანილთა რაოდენობა საგრძნობრივად შემცირდება; სუფრაზე ტუალეტში აკრძალული იყო გასვლა და ამიტომ სამშვიდობოზე გაღწეულ თანამეინახეებს, უნარი შესწევდათ ცემენტი, თაბაშირი და გაჯი კი არა კაშხლის რკინა-ბეტონი გაეხვრიტათ, თან გაკვირვებული პუბლიკა მოზვავებული ქაფით წაელეკათ; ყოველთვის ვიცოდი, თუ საიდან გამინადგურდა სამშობლო,უახლოესი მატიანეს რომელი კოორდინატებიდან საამისოდ გამოყენებულ ხერხებს ვერც კი წარმოვიდგენდი. შესაბამისად შანსია, შარდტყორცნა ნაციის მოსპობაში გამოგადგეს. მახსოვს, მოზარდობის პერიოდში, ყვერებდასიებულს მეზობელმა-ფაინამ დამიძახა და შემეხვეწა, პატარა ქილა მაინც შარდით გამევსო, თხოვნის თანახმად, არავისთვის არ უნდა მეთქვა,- ამაში ფულსაც მიხდიდა და მთავარი ინტრიგაც აქედან მოდიოდა: ეგზოტიკური ონანიზმისთვის ჭირდება-მეთქი  - ვიფიქრე,-ქურაზე გაათბობს და ორგაზმისას ძუძუებზე ისხამს, იზილავს მეთქი,- წარმოვიდგინე; სანამ სხვადასხვა ჭურჭლის გამორიცხვა, ერთი სიტყვით პირდაპირ მიფსმა არ შევთავაზე, მანამდე ვერც მივუხვდი აქიმბაში ფაინასგან, ამ ყვითელი ელექსირის გამოყენების ნიუანსებს: ის  ამ „ელექსირით“ პაციენტებს თვალებს უკურნავდა. გამოდის, რომ თუ კარგაობის ორივე კატეგორიისთვის ზედგამოჭრილია.
 
ამასწინებზე სამსახურში, უფროსობამ ნარკოლოგები მოგვისია და ამით პერსონალი მესამედით შეამცირა.ამ ანტიკრიზისულმა ღონისძიებამ მარტოხელა დედა, მიუხედავად მისი წითელი დიპლომისა, შემოსავლის ერთადერთი წყაროდან დაიქნია და არასრულწლოვანთა სამეურვეო სამსახურმა, სარჩოს არქონის მიზეზით შვილი აართვა. გინდაც ფეხაწეული ვაჟკაცურით და გინდაც ჩაცუცქულმა დედალივით მოფსმამ, შეიძლება შენ პირად საქმეს ისეთი "ამიაკის" (ამონიუმის) სუნი აადინოს, რომ წარმატებული ადამიანიდან თუ მოსიყვარულე მშობლიდან, მხოლოდ მატრასზე ამომხმარი სტაფილოსფერი ლაქა დატოვოს, რომელსაც ბეჯითად მალავენ თეთრეულის ქვეშ და, რომელმაც მთელი თავისი დანარჩენი ცხოვრება, უნდა იდარდოს, მაკიან ფუნთუშებზე ან კოდეინის შენცველ ტკივილგამაყუჩებელ აბებზე, რამეთუ ზუსტად ამათგან რომელიღაცამ გაიმეტა ჩემი კოლეგა, ნარკოლოგის კოლბაში ერთადერთი, "უკუღმართი" მოტუალეტებით.
 
თანამშრომელთა,ზემო ხსენებული "ჰოლოკოსტის" პირობებში, ბოსმა დამიბარა და შეიძლება ითქვას,შონტაჟის ფორმით მთხოვა,რომ ტოლიატიდან მანქანა ჩამომეყვანა.თურმე, თავის უფროს გოგოს ორ დღეში დაბადებისლადა-08" მისთვის შეუძენია. იმ ადამიანს,რომელმაც არათუ არ იცის მანქანის ტარება, არამედ მანქანაში აღებინებს ხოლმე, ეს ვარდისფერი საჩუქარი,მოსკოვში, ორ დღეში უნდა გამეჩინა, თორემ მეც მომაშარდინებდა. როდესაც ვუთხარი,-ტარება არ ვიცი-მეთქი,-მართვის მოწმობიანი, გუდრონით დამწვარ-დაბუბგული ტაჯიკი, გასაღებს ბრელოკივით გამოაყოლა.
 
ამ მეტრიანმა ტაჯიკმა, როგორ გადაიტანა სხეულის მთლიანი დამწვრობა, ექიმებმაც არ იცოდნენ, ასეთი რამ სამედიცინო პრაქტიკის გაღმა ყოფილა და ამიტომ მასზე, რაღაც დაკვირვებებს აწარმოებდნენ. ათას კილომეტრიანი გზის, შტურმის დაწყება, სამედიცინო ინსტიტუტიდანვე მოვილაპარაკეთ და იქვე, ლექციაზე მივადექი,სადაც ამფითეატრული სტილის აუდიტორიაში, შოკირებული სტუდენტები, ტიტველ, დემონივით ტაჯიკს უცქერდნენ. შავად აპრიალებული, გუდრონისგან დანაოჭებული ისმაილი, დამწვრობის სერიოზულობას რიგით მეათე ხარისხოვანს ხდიდა,სფეროსებრი აკვარიუმის მსგავსი ყვერებით. იქნა, მამაკაცური ღირსების ბირთვული რეაქტორი,- ერთში. ხოლო მეორეში, ჩვენს წელთ აღრიცხვიდან ოცდამეათე საუკუნე სრულდებოდა და კრუნჩხვებიანი, იეღოველი მოძღვარი, ნეგროიდის მძლავრი ბარიტონით "I HAVE A DREAM,I SEE THE DREAM-ს" ქადაგებდა. ისმაილის ალბინოსური ქოქოსების უკომპრომისო გრავიტაციამ, მთელი დეკანატი მიზიდულობის ველში მოაქცია და ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ლევიტაციურ დღესასწაულში გაიწვია. პროსტრაციის საშოში გაჭედილი კონსილიუმი, თითქოს რეკომენდაციებს ადგენდა მაგრამ, სინამდვილეში ხმამაღალი ბჭობის ფორმით, ტაჯიკის უშნო ფეხებზე დარდობდა. ყვერების მზის ქვეშ ადგილიპახმელიაზე" მყოფ ექიმებს, ისმაილი ძლივს გამოვტაცე, სანამ ტაჯიკური მეურნეობის ჭრილში დანახვა არ მოინდომეს. დოიჯშემორტყმული ნაშების არმიაც,დამლაგებლებთან ნარევი, ეგრედ წოდებული აბიტურიენტების ბრბოც, დიდი ძალიხმევით გავაკვალინე, ჩემს რუსულ-ქართულ-მეგრულ და ცოტა ინგლისურ მჭევრმეტყველებას და როგორც იქნა სამედიცინო ინსტიტუტი უკან ჩამოვიტოვეთ.
 
ბევრი ნერვიულობის შემდეგ, ჩემი თავი გადავლახე და ეს ყვერღმერთა თვითმფრინავში ავიყვანე, რამეთუ როგორ გინდა სკოჩით შეკეთებული, სამოციან წლებში გამოშვებული "იაკ-40" -ით მასთან ერთად გაფრენა ? კარგი შასი თუ არ გაიხსნა, რაღაცას მოვახერხებთ,  მაგრამ, ვინ იცის ? ... იჯდა ისმაილი ილუმინატორთან და მთელი გზა, მიყვებოდა თავისი ოჯახის ამბებს, - რისი არ გადმოცემაც არ შემიძლია : " У маеЙ дядя ფиფисქа намааa - ბიძა ჩემს დიდი ჭუჭუ აქო(ამაში ეჭვი როგორ უნდა შეგეპაროს(?))"." У маеЙ жена сисьქа намааа - ჩემს ცოლს დიდი ძუძუ აქო ( იფხრიწებოდა სიცილით)"."У маеЙ браთa ჰaрбузная თoчქa Иесთ - ჩემს ძმას საზამთროს "ტოჩკა" აქო (თავს მაცნობდა)"." ( ... )В семия ГазеთнаиЯ თочქa თоже Иесთ - ოჯახში გაზეთის ჯიხურიც გვაქო( უკვე ჩემზე "კრუტოია" და მიტრაკებს, თან "პრავაც" აქვს)". 
ხო, აი, მაშინ საკაიფოდ, შუა დეკემბერი თენდებოდა.თავგადასავალი ცოცხალმა გადავხარშე და რაღა შეიძლება იყოს ამაზე საკაიფო ( ... ) კოოპერატივებისჟამინდელ, გაუქმებულ სასტუმროსთან, ვარდისფერი "რვიანის" კაპოტზე ჩამომჯდარი, საშვილისშვილო "პრიტჩაზე" ვფიქრობდი და ვოცნებობდი, რომ ჩემი დირექტორის იუბილარი შვილისგან, გაჩენილი ნაბიჭვარებისგან მყოლოდა ეგ შვილიშვილები. მიუხედავად თარიღისა, წინა ორი დღით ადრე, შემოდგომა იყო - თბილოდა და საციმბირო ზამთრისთვის არ ჩამიცვამს. გლობალური დათბობით გამწარებული ზამთარის ქარიშხალი, ფიფქებს კეფაზე „დროტიკებივით“ მასობდა, რუსეთითვის პირველმა თოვლმა ღრმად დაიგვიანა მაგრამ, ტემპერატურამ დადებითიდან უარყოფითამდე დღის, უფრო სწორედ წინა დილის განმავლობაში დაიწია, - სანამ მე და ისმაილი თვითმრინავში ვისხედით. "ლაინერის" კაპიტანი კი იძახდა რაღაცეებს შპიცბერგერიდან წამოსულ, მონსტრულ ციკლონზე, რომლისთვისაც ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან მოსკოვში მოსმენილი,სინოპტიკოსების გათვლით და მათი დარწმუნებით - ამ პლანეტარული მასშტაბების საყინულეს  გეზი ევროპისკენ უნდა აეღო. გეზი?! მიმართულება ჩვენც აგვერია - ანუ მოსკოვის სანაცვლოდ, აღმოსავლეთისკენ, ბაშკირეთის დედაქალაქ უფასკენ გვივლია. 
 
მაშასადამე, ჩავფრინდით ტოლიატში, ოდნავი შეციებისგან მოკუნტულებმა, ჩავირბინეთ ტრაპი, იქვე აეროპორტთან მიყენებულ, ვარდისფერ "რვიანში " ჩავსხედით და, ჩემს ისმაილისადმი პატივისცემას საზღვარი არ ჰქონდა,- უნებლიედ კარებიც გავუღე. ისმაილი საჭეს ტარაკანივით ეხუტებოდა, მასთან ერთად ტრიალებდა, ვითომ ტარების დიდოსტატობას მანახებდა, მაგრამვადილას", მოსახვევებში ტრაკი უშნოდ დაქონდა - მარჯვნიდან მარცხნივ და ხანაც დიაგონალურად,- ეტყობა ბორბლებს შორის, სიმძიმის ცენტრი გადოქონდა. ყოველ გასწრებულ და ჩამოტოვებულ ავტობუსზე, მანქანაზე თუ ურემზე, გახარებული აპიპინებდა.სამარის ოლქს ორასი კილომეტრით გავცდით,როდესაც სპიდომეტრს დავხედე თუ არა, სადაც ისარმა ასსამოცამდე მიაღწია, ქვემოდან რაღაცამ დაიბრახუნა და ამ ვარდისფერმა საჩუქარმა, ჰოკეისტივით დაიწყო სრიალი, სანამ საბარგულის თავსახურით, მაზუთგაჟღენთილ, შავი ფერის ხის ბოძს, არ მიესრისა. უკანა კარის შუშა( "ლადა - 08"-ზე საბარგულის თავსახურს - მესამე კარი ქვია ), თითქმის მთლიან მდგომარეობაში, ოღონდ ორად მოკეცილი ჩემს მუხლებზე აღმოჩნდა, ფაქტიურად, თავთან გადამიფრინა და ხელებაფარებულ სახეზე დამეყუდა. ყვერები არა, არ გაიხსნა, საჭირო არ იყო ალბათ, რადგან ისედაც გადავრჩით.
 
ისმაილის გაფითრებამ, მის სახეზე გუდრონიც კი წაშალა. გადმოვიდა სალონიდან, მანქანის ქვეშ შეატასავა, არა, რა შეატასავა - ყვერებით შეგორდა და მიყვირის იქიდან : "რადიატორია, იღვრება წყალიო".სანამ გაერკვა, თუ რა მოუვიდა დაღამდა, კიდეც.ირგვლივ, თვენახევრი ფეხით სავალზე,- აუთვისებელ სტეპში აღმოვჩნდით, სადაც რამდენიმე, შარშანწინ გაყინული რუსი განისვენებდა, რომელთა კონპანიას გამოსავლის არ მოფიქრების შემთხვევაში, ერთი ქართველი და ერთიც ტაჯიკი მიემატებოდა, თუმცა "ვადილას" თავისი ყვერები გაათბობდა. იმის გათვალისწინებით, რომ როუმინგის ჩასართავად ფული დამენანა, "ყოფნა - არყოფნის " საკითხთან პირისპირ და მარტო დავრჩით.
 
საჩუქარი ჯერჯერობით იქოქებოდა. მივღოღიალობდით და ყველა ნაპრალიდან, ფოჩებიან ღრუბლებს ვაჩენდით, რადგან გადახურებულ ძრავში წყლის ნარჩენები ორთქლდებოდა,რომლის ნაწილიც სალონში, დეფლექტორებიდან ( ღუმელის ჰაერმილებიდან ) შემოდიოდა. პარალელურად დედამიწისგან ყინვა, ისმაილისთვის სათადარიგო ყვერს ამზადებდა. უკაცრიელ სტეპში გადარჩენა, მიკროავტობუსის სახით აგვედევნა მაგრამ, გუდრონის კაცი, მაგმიდან ამოსული ეშმაკივით, წინ გადაეღვარა, გზა გადაუღობა და ზამთრის ქარიშხალივით შეუდგა ფსტვენას, თითქოს ამდენი საუკუნის მერე იუწყებოდა, რომ ის აჩენდა, დროთა დაწყებიდან, შტორმის შემზარავ წუილ-შხუილებს. პოტენციალურ მაშველს, მიკროავტობუსი არც შემოუბრუნებია ისე, ფარები ჩააქრო და უკანა სვლით წვდიადში გამტკნარდა. - ბაშკირებს ნაირნაირი სულების,დღემდე ღრმად სწამთ ... და, მანქანის ჩაქრობა სიკვდილს ნიშნავდა, რადგან ის აწი აღარც დაიქოქებოდა, ესე იგი ღუმელი არ იმუშავებდა და მომდევნო მგზავრის გამოჩენამდე გავიყინებოდით. რაც კი ლიმონათები, ლუდები, მინერალური წყლები გვქონდა, სულ რადიატორში ჩავასხით, რის მიუხედავარებს კარგა შორს გაცდა. ამასობაში, გზაზე სარეკლამო აბრას წავაწყდით, სადაც ორმოცდაათ კილომეტრში, სასტუმროს არსებობაჩიკარურის" გამანადგურებელთა, მაღალწნევიანი შთამომავალი ვარ, შესაბამისად ყოჩაღად, თავი იქამდე მეკავა, სანამ ვეებერთელა ყვერების აისმა, ძრავის გასაგრილებელ საშუალებაში, შარდი ბელტების გრადაციული დისლოცირებით არ მოათავსა; რადიატორში მოფსმის პროცესი, ჩემი მორალური კრახით დასრულდა. მე და ისმაილმა, ერთმანეთან დაპირისპირებაში, ჩვენი ბოსის, იუბილარი შვილის ვარდისფერ საჩუქარში, ხუთ ლიტრამდე მაიც ჩავაფსით. საშუალება მოგვეცა, სანუკვარ სასტუმრომდე გვემოძრავა მაგრამ,ომოცდაათი კილომეტრის განმავლობაში,რომელსაც ძრავში ხრიალის გამო, რაც შეიძლება ნელა გავდიოდით,დეფლექტორებიდან ჩვენზე იყო მოყენებული, შარდის გააბდლებული ორთქლი. ორთქლი?! ამას ორთქლი არ ქვია, რადგან ნიშადურის ყვითელ ჯანღიანი გაზი გვახჩობდა და პლუს, ბოტკინის ფერ სალონში, დამწვრობის მკურნალობისას მიღებული, პრეპარატების სუნი ტრიალებდა.
 
ბედის ირონიული - პირადი ტრაგედია, მდგომარეობდა იმაში, რომ მე ამ ტოლიატში მოგზაურობას ვიმსახურებდი, ვინაიდან და რადგანაც: - მაშინ ხომ, ძველი თაობის ლოთებმა, სულმოუთქმევლად მასვეს და სუფრიდან ტუალეტშიც არ გამიშვეს; მაშინ ხომ, ცუდად გავხდი, ასე მეგონა მუცელი გამისკდებოდა; და გადატვირთული ნაღვლის ბუშტის ჩასაცლელად, პირველივე, ბნელ სადარბაზოში შევირბინე, კედელს აწეული ხელით დავეყუდე, რათა არ წავქცეულვიყავი და დავიწყე მოფსმა; უცებ, ჩემ პენისზე შუქმა დაანათა და ბულბულის თუ შაშვის, გალობის ხმა გაისმა (!);ან გავგიჟდი, ან წმინდანი ფალოსი მაქ თქო,-ვიფიქრე მაგრამ, შუქისგან დაბრმავებამ, როგორც კი გადამიარა დავინახე, რომ ჩემგან წასული შარდის ნაკადი,ზღურბლთან მოსულ ფოხანებიან კაცს, ფეხებზე ეღვრებოდა და მე ხელით კედელზე კი არ ვიყავი მიყუდებული, არამედ კარებთან ზარს ვაწვებოდი ... მეორე კაცმა, კალსონებში გამოწყობილმა ბაბუამ, სათვალეებისგან გადიდებული თვალები დამაჭყიტა, თოფი მოიმარჯვა და ორი, მარილით გატენილი ტყვია ყვერებში გამარტყა,-კენჭის გავლა საპირისპირო მიმართულებით შემისრულა. 
 
გორბაჩოვის კოოპერატივების ეპოქაში, აშენებულ სასტუმროს მხოლოდ კარკასი შერჩენოდა,რომლის წინაშეც ვარდისფერ "კაპოტზე" ჩამოვჯექი, რათა მოყინული ტრაკი გამეთბო. ცოტა ხანში ძრავიც გაცივდა და ხუფიდან მანქანაში, შიგნით გადავინაცვლე. ავარიისა და შარდ-საუნის შემდეგ, თავი საშინლად ამტკივდა.ისმაილმა კარები გამიღო, იქვე ფიჩხებისა და უკანა დივანისგან კოცონი დაანთო და თვითონაც ახლოს ჩამოჯდა. ჩაძინებამდე, რამოდენიმა წუთით ადრე, სასტუმროს, მონგრეული ფანჯრის ჩარჩოზე დამაგრებული, ძველი თერმომეტრი მინუს ოცდახუთს ანახებდა. სალონის საპირფარეშოს სუნში; ისეთ საპირფარეშოს სუნში, რომელშიც კატასტროფული პირობების მიზეზით, გარეთ მოჯმულს ფანჯრიდან აგდებენ, უცნაური სიზმარი მომლანდა: ვითომ თბილისის მაღაზიაში, ისმაილს ძალით შევყავდი; ადრე, რეალობაში ამ მაღაზიის გამყიდველთან ხურდები დამაკლდა, მოგვიანებით შეტანას დავპირდი და ამიტომ ორი წელიწადი, მანდ არ შევსულვარ; მოჩვენებულ ისმაილს კი მინიმარკეტში, ახალი რადიატორის ყიდვა სურდა და შიგნით დაუნდობლად მიმაფორთხიალებდა; დახლთან, გამყიდველის მაგივრად, ჩემი უფროსის შვილმა ფეხმძიმობის, აქოთებული ტესტი შემომაჩეჩა და მომახსენა,რომ ის ჩემგან იყო ფეხმძიმედ; ტესტიდან ტყუპები ამოვარდნენ და თავიანთ ბაბუას, ჩემ დირექტორს,იქით-აქედან, ჯიბეებში დაუწყეს ჩაფსმა ...
 
ვაჟკაცი ვარ და ყვერები ჩემთვის მტკივნეული თემა გახლავთ: დიდ ყვერებიან ისმაილთან, გათბობის მიზნით დაწოლას, მერჩივნა ყინვისგან კრისტალიზაციას გავექვავებინე. ჩემზე იტყვიან, რომ კაცი ყოფილა კაცურიო, რახან მეორე მამრს არ მიუწვა და სიკვდილი არჩიაო.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული