- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
„ყველანაირი მენტალური ქაოსი –ცხოვრების სირთულეებთან გასამკლავებელი უბრალო დეტექტიური სტრატეგიაა.“ / ტომას ჩეზი
თარგმანი: პაატა შამუგია
– შენ შეგიძლია ამის გაკეთება?
ამომძახის ბალახებიდან
საიდანაც მოჩანს მისი ნეილონის ფეხები
და ბრჭყვიალა წვივსაკრავი.
{C}– შეგიძლია ამის გაკეთება?
აჰ, რას ვკითხულობ?
ვინ მანიჭებს სიმყუდროვეს?
ჯიმი დინი?
რობერტ მიჩემი?
სუპი სეილზი?
თანამედროვე რომანსები –
ბალახებზე პრეზერვატივივით მიყრილ კარვებს ჰგავს.
თვითკმაყოფილი ლედი კი ამბობს
(სანამ გაათავებს):
თუ ვერ იქნები ათლეტი,
ათლეტის მეგობარი მაინც იყავი.
მთვარე ჩადის.
ვარსკვლავები ღრუბლებში შედიან.
დიდი გზა განვლო ადამიანმა
იარაღით ხელში
და...
ჩვენ არ გვჭირდება ეს თქვენი პოეტები
ჩვენ მათ გარეშე ვპროგრესირებდით:
Sony Westinghouse–მდე, Cousin Brucie–მდე, the Doors–მდე
მახსოვს მიკი რუნი
ყველაზე სიმპათიური ფლოიდელი
ამასთანავე ყველაზე ტანმოკლე ფლოიდელი
ჩვენ სისხლი არ გაგვიღია
სისხლი მათ გაიღეს
პატარა გოგონა მკვდარი წევს ცხაურზე
და მიუხედავად ამისა
– შენ შეგიძლია ამის გაკეთება? –
მომდის მისი ხმა ლიფის გავლით,
ლიფის, რომელსაც მისი მკერდი ჩაუბღუჯავს,
მკერდი, რომელიც უფრო რბილია,
ვიდრე Fig Newton[1]–ი.
ბებრებს ეყოთ, რაც სისხლი ღვარეს,
ბებრებს ეყოთ, რაც მოკლეს
თქვა ბებერმა ფერმერმა
და ოფლიანი ყბებით ჩაიხვიხვინა
(რადიაცია
რადიაცია
რადიაცია
თქვენი შვილიშვილები მონსტრები გამოვლენ)
მახსოვს ჩონჩხი სიკვდილის ველზე
მკვდარი ძროხა – დახვეული ბუზების ანტისეპტიკური სიკვდილით სავსე.
და ვიღაცამ თქვა:
{C}– ჩონჩხები ოდესმე მოხვდებიან ჰოლივუდის ავტოსტრადაზე
რუინებს შორის მოფარფატე
მტრედებს თვალებმიშტერებულები?
ისმაელი დამიძახეთ.
მე თესლი ვარ.
{C}– შენ შეგიძლია ამის გაკეთება?
მითხრა მან ისტერიულად,
როცა შუაღამე ჩამოდგა
და ნამი დაეცა რძესავით თეთრ ბალახს.
ცრემლებს კი გზები დახშული აქვს
და თვალებში ბეტონდება
მხოლოდ ცხვირმა იცის,
რომ ისაა ყოველთვის შუაშია და ლუზერია.
ეს უხერხული რეალობაა.
შუაღამე იჭრება შუაში,
და ბრახუნის ხმა სიჩქარის დასაზღვრულობის
წინააღმდეგ იწერება ისტორიაში
ბუმმმმმმმ!
ჭანჭიკების მკვეთრი ხმა
ბერკეტს მაღლა აგდებს.
სიჩუმე.
ბუმმმმმმ!
ოჰ არა
არა
არა და არა
მე ვეხები შენს ხელებს
შემეხე
ოღონდ შემეხე
შენი სხეულის რადიაციული ფანქრით
– შენ შეგიძლია ამის გაკეთება?
[1] იხ: Fig Newton–ის განმარტება: http://query.nytimes.com/gst/fullpage.html?res=9C0CEEDC153EF936A3575BC0A966958260