[ლიტერატურული] ჰიპერლინკების სისტემა ინტერნეტმა, ვებ-ტექნოლოგიებმა და მსოფლიო ქსელმა -- მართვად რეალობად აქციეს და თავის პიკამდე აიყვანეს.
ლევ მანოვიჩი თავის ერთ-ერთ ესეში საინტერესოდ ადარებს ერთმანეთს მეოცე საუკუნის დასაწყისის რადიკალურ, მემარცხენე ავანგარდს და თანამედროვე სამომხმარებლო სოფტებს და მათ ამ ავანგარდის რეალიზაციად თვლის. თანამედროვე მომხმარებელი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად კონტრკულტურული ავანგარდის მომხმარებელია. შესაბამისად ავანგარდისტი კონსუმერისთვის ზედაპირული პოპ-კულტურა თავისთავად დაჩეხილი და დეკონსტრუირებული პროდუქტია, მას უკვე არ აშინებენ ტექსტში ამოკითხული იარაღები და ვაგინები, ნარკოტიკები და სპერმა ბავშვის სხეულზე. ის ამ კოლაჟებს ფოტოშოპში აკეთებს, ის ამ კოლაჟებს ემტივის კლიპებში უყურებს, ეს მისი ყოველდღიურობაა. მის ყოველდღიურობაში შესაღწევად კი თანამედროვე ლიტერატურა მულტიმედიურ არხებს იყენებს.
მულტიმედიურობა საშუალებას იძლევა, რომ ტექსტებს -- ჩვენს არცთუ ისე შორეულ ევოლუციურ ამხანაგს დავამატოთ მაგ. "დამატებითი რეალობის" ან 3D შთამბეჭდავი გამოსახულება, მუსიკა ან საჭირო საუნდები, მძაფრი სუნები, ნარკატა, ახალი ბიოლოგიური ვირუსები... ოღონდ ისე რომ აუცილებლად დავტოვოთ სივრცე მკითხველის პირადი ფანტაზიისთვის. ამ შემთხვევაში ასეთი სახის ლიტერატურას მოუწევს სიარული ჯერ კიდევ გაუკვალავ ბეწვის ხიდზე ჩვეულებრივ კინოსა და კრეატიულ ვებ-აპლიკაციებს შორის. მაგრამ ეს საინტერესო და ადეკვატური გზაა.
ამ იდეის საწყისი დაუმუშავებელი ვერსიებია -- გრაფიკული ვიდეორომანები.
ჩვენ კი ამ შემთხვევაში უფრო მოკრძალებული ტრამპლინიდან დავიწყებთ და გვაინტერესებს როგორი შეიძლება გამოვიდეს:
რომანად ან უსასრულო ნოველად წარმოჩენილი თამაშის სცენარი -- პერსონალიზებული ვიკიპედიის სოფტის გამოყენებით.
---------
წიგნი -- გუტენბერგული [რ]ევოლუციის მთავარი ძალა და ნაჯახი, ხოლო შემდგომში უკვე ტელევიზია და ვიდეო -- გარკვეული სახით ფეოდალური და ინდუსტრიული საზოგადოების კუთვნილებაა.
შეადარეთ განსხვავება წიგნისა და ვიდეოს, და ინტერნეტის მოხმარებელს შორის:
წიგნის მკითხველი, ტელევიზიის მაყურებელი პასიური ბიოკომპიუტერია. ურთიერთობა იერარქიულია, ინფორმაცია მხოლოდ ერთი ნაკადით მოძრაობს. ზევიდან ქვევით, ავტორიდან მკითხველისკენ, ფურცელზე დაბეჭდილი სიმბოლოებიდან თვალის ბადურისკენ. მომხმარებელის თავისუფლებები და ვალდებულებები შემდეგია: მას შეუძია ხელში ეჭიროს წიგნი ან რამეზე დადოს, შეუძლია გახაზოს საყვარელი ადგილები, შეუძლია ამოხიოს ფურცლები და ტუალეტში იხმაროს [ეს პრაქტიკა ქართული 90-იანების მშვენებაა] და ა.შ.
ტელევიზორი ცოტა უფრო მოდერნიზებულია -- აქ მომხმარებელს საშუალება აქვს სხვადასხვა არხებზე გადართოს, მაგრამ ინფორმაციის ნაკადი ისევ ერთნაირია. მას მხოლოდ არხებს შორის გადართვის თავისუფლება აქვს. მოგვიანებით ტელევიზიამ ინტერაქტიულობის ელემენტებიც შეიტანა -- რომლის მიხედვით გარკვეული ხალხის მასას შეეძლო გარკვეულ გადაცემებზე ზეგავლენის მოხდენა. მაგრამ არა ცალკეულ ინდივიდს.
ინტერნეტის მომხმარებელი კი ინფორმაციას როგორც იღებს, ისე შეუძლია გასცეს. ის თვითონაა ავტორიც, მომხმარებელიც, კოლაბორატორიც და გამომცემელი.
მულტიმედიური ინფორმაციის მართვაზე საუბარი სხვა თემაზე გადაგვიყვანს და ეს არაა ჩვენი მიზანი.
ამ სახით თანამედროვე რომანის ასეთი ფორმა, რომელიც აერთიანებს ერთმანეთში: რომანს,
ვიკიპედიას [ყველაზე დიდ გლობალურ "ტვინს"]
და
კომპიუტერულ თამაშად ქცევის პერსპექტივას -- ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა.
თამაშები კიდე ცალკე უზარმაზარი თემაა და მე ვფიქრობ არ არის შორს ის დრო როცა ძალიან საინტერესო მწერლები გეიმერულ ინდუსტრიას პერსონალური ლიტერატურული გარყვნილობის იარაღადაც გადააქცევენ.
ამისთვის კი საჭიროა ან ლეონარდო და ვინჩის გაქანების მონსტრი მწერალი პროგრამისტის Skills-ებით,
ინფორმაციული ოვერდოზით დაავადებული რომანტიკოსი, არა-ჩვეულებრივი მომავლის ვარსკვლავური მტვერით ფეხასცმლის ძირებზე [звездная пыль на сапогах] ან დაახლოებით ასეთივეინდივიდების ქსელი, სპონტანური ან დაგეგმილი კოლაბორაცია.
სიტყვა კოლაბორაცია აქ -- მნიშვნელოვანი ცნებაა.
თანამედროვე "ავტორი" ჩვენი აზრით -- კოლაბორაციაა. ჯგუფია.
DIY ინტერესთა ჯგუფები -- ერთერთი ყველაზე საინტერესო მოძრაობაა თანამედროვე სამყაროში, დაწყებული რობოტიკიდან დამთავრებული ფარმაკოლოგიით,რატომ არ ვცადოთ იგივე ექპერიმენტულ ლიტერატურაში?
აქ საკითხი ესე დგება: ექსპერიმენტალური არტი[ამ შემთხვევაში ლიტერატურა] ადეკვატური და ინსპირაციული უნდა იყოს, თუ ტექნოლოგიურ-კულტურული ცვლილებების მიმდევარი პროდუქტი?ის ამ ცვლილებების ადაპტირებაში უნდა გვიწყობდეს ხელს თუ თვითონაც იყოს ცვლილებების ავტორი? აქტიური უნდა იყოს თუ რე-აქტიური?
დაახლოებით ამაზე საუბრობდა ბრაიონ გაისინი, ხოლო შემდეგ გაისინის იდეებს იმეორებდა ბეროუზი, როცა ამბობდა რომ ლიტერატურა 50 წლით ჩამორჩა მხატვრობას და ამ დაშორების აღმოსაფხვრელად მოგონილი Cut Up ტექნიკა [რომლითაც ბეროუზმა რომანების უმრავლესობა დაწერა] თავის დროზე ყველაზე "უხეში" ქირურგიული ჩარევა იყო ლიტერატურაში, ხოლო ბევრისთვის დღესაც რჩება ნოვაციად.
-------------------
ინტერნეტმა [და ასევე:ზოგიერთმა ტრაიბალურმა,არაქრისტიანულმა ტომმა, 60იანი წლების კონტრკულტურამ] ყველაფერთან ერთად არა-EGOისტური კოლაბორაციის ტრადიციას -- ახალი სუნთქვა აჩუქა.
იერარქიული მუშაობის სტილის ნაცვლად -- ქსელური პრინციპი.
თავხედი კოპირაითის ნაცვლად -- ინფორმაციის თავისუფალი გაცვლა.
ინფორმაციის მოპარვის ნაცვლად -- მისი გაზიარება.
კოლაბორაცია საშუალებას აძლევს ერთმანეთისგან ფიზიკურად დაშორებული მკვლევარების ეფექტურ მუშაობას რიგ საკითხებზე. კლასიკური ინდუსტრიული ან ფეოდალური ავტორის ცნება - მუტირებულია.
ერთდროულად რამდენიმე ადგილას ყოფნის შესაძლებლობა კი ავტორს -- გამრავლების საშუალებასაც აძლევს.
შესაბამისად ნებისმიერ მსურველს შეუძლია შემოგვიერთდეს რომანის წერის პროცესში -- დაწეროს ახალი თავები, შეასწოროს ძველები, შემნას ვიდეო, ნახატი, დააშეაროს ინფორმაცია, მოიტანოს ახალი იდეები და წაიღოს ახალი იდეები. დალინკოს წიგნის თავები ან ცალკეული სიტყვები სხვა სახის მედიასთან როგორც ვიკის შიგნით ასევე ვიკის გარეთ მთელი ქსელის მასშტაბით, გადაიღოს დაამონტაჟოს ფავორიტი მომენტები რომანიდან, შექმნას აუდიომონაკვეთები, რომლის მოსმენა აუცილებელია როცა რომანის მთავარი გმირი მარტო მოძრაობს დათოვლილი ქუჩაში და ესმის საკუთარი ნაბიჯების ხმა.
ასევე შესაძლებელია არსებული სოფტების კრეატიული გამოყენება/მიბმა ჩვენი რომანის[ვიკიპედიის] წერის პროცესში. რათქმაუნდა შესაძლებელია ცალკე ჰიპერლინკური დოკუმენტების [Html] უსასრულო რაოდენობის შექმნა და მათი ერთმანეთთან მიბმა, მაგრამ თუ /ავანგარდისტ მომხმარებლებზე [კონსუმერულ ავანგარდზე] ვსაუბრობთ [როგორებიც რეალურად არიან ჩვენი მოხმარებლებიც და მწერლებიც] მაშინ ბარემ მზა სოფტი გამოვიყენოთ. ანუ ამ შემთხვევაში ვიკიპედია. :]
---------
წესი მარტივი იქნება: ნუ ავნებ და ნუ მოპარავ! :]
წაიკითხავ ცალკეულ თავს? დაწერე გაგრძელება ან პარალელური მოვლენები და დალინკე ამ თავთან. დაულინკე ვიდეო. გააკეთე ნახატი.
გამოგონილი ვიკიის ზრდასთან ერთად - გაიზრდება [ჰიპერMedia] რომანიც.
წერა როგორც ჩვეულებრივი ნეტ-აქტივობა, წერა როგორც თამაში.
ტექსტის დამლაგებლის [ე.წ. მწერლის] სამუშაო სივრცე, შინაგანი "ლაბორატორია" როგორც გამჭვირვალე open Source.
გვიპოვე
აქ და გამოგვიგზავნე მოთხოვნა ავტორად დამატების: