• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

მილსადენი ავღანეთის გავლით ანუ მშვიდობით, ლოლა  

×
ავტორის გვერდი გიორგი წითური 00 , 0000 2234
ექიმა „მორიარტიმ„ ათაშანგი დამიდგინა, ხო, ზუსტად ასე თქვა – სადაც საჭირო არ არის, იქ რომ ვაჟკაცობდი აბა რა გეგონაო. ჩემი მორიგი გამარჯვება სრულ ფიასკოდ გადაიქცა. რათქმაუნდა 21–ე საუკუნეში მედიცინა და „მორიარტის“ ოსტატობა ისე განვითარდა საზარელი სიკვდილი ნამდვილად არ მემუქრებოდა, მაგრამ ათაშანგი ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ამდენი ანტიბიოტიკებით მართლაც შეიძლება გააფრინო კაცმა. 

ანტიბიოტიკების ყველაზე ცუდი თვისება ის გახლავთ, რომ ალკოჰოლი გაქვს აკრძალული. სიმართლისთვის უნდა ითქვას – რაც ჩემთვის ეს სითხე აუკრძალიათ იმდენი ცენტიანი რომ მომცა ახალ ღვიძლს გადავინერგავდი. მაგრამ ანტიბიოტიკები ისეთი პარაზიტი რამ გახლავთ, დალევა აბსოლიტურად გამორიცხულია. გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია დავასკვნა, ყველაფერი ინდივიდის ორგანიზმზეა დამოკიდებული, თუმცა ჩემს შემთხვევაში ეს ეგრეთ წოდებული წამალი და მასთან შეხამებული ალკოჰოლი მართლაც კატასტროფულ შედეგებს იწვევს. ახლაც მახსოვს ლოლასთან მისულს როგორ ჩამეკეტა კრიჭა. თეთრი დუჟი წამსკდა პირიდან და რომ არა საყვარელი „მორიარტი“ მეც ჩავეწერებოდი გარდაცვლილთა სიაში. პოლიცია კი დაასკვნიდა რომ თავი მოვიკალი, აბა ანტიბიოტიკს ორ ბოთლ არაყს რომ დაუპირსპირებ ან რაღაც გაქვს დარღვეული გონებაში ან უბრალოდ აღარ გსურს ჰაერის ყლაპვა.

ლოლა ნაბოზარის ბრალი იქნება ჩემი უეცარი ათაშანგი, მისი ყოველთვის მუშა მაღარო ხომ სულ ღიაა მსურველთათვის. ვერ გეტყვით მაღაროების სპეციალისტი ვიყო, თუმცა ჩემს ცხოვრებაში არა ერთი მქონია გათხრილ – გამოთხრილი. ლოლას მაღაროს რაც შეეხება – აქ ჩემამდეც ჰქონიათ ნამუშევარი სპეციალისტებს, თუმცა არც ერთი ავარია ან უბედური შემთხვევა მე არ შემიმჩნევია. ავარიას რაც შეეხება ამაში მერწმუნეთ სპეციალისტი ვარ, რაც მე ამ უბედური შემთხვევების გამო მიწამია – მედალი მეკუთვნის.
თუმცა რაც არ უნდა ვაქო ლოლას მაღარო ეჭვი მაინც მასზე მაქვს. ჩანდა ვიღაცას პატარა ბიძგებით და მატყუარა გზებით შიგნით ცოცხალი დინამიტების მთელი დასტა დაუტოვებია. მე კი – მე კი დებილი ვარ ! როგორ ვერ მივხვდი რომ ორთვიანი პაუზის შემდეგ, მაღაროსთის სხვა მუშებს დაიქრავებდნენ და ეს უსინდისოები კი პირნათლად არ შესარულებდნენ დავალებას. აბა მაღაროში თვითნაკეთი ბაზუკებით კაცი იმუშავებს, ეჰჰ ლოლა „მომრიარტი“ მინდოდა ახლა.

„მორიარატი“ ჩემი პირადი ექიმის ზედმეტი სახელია, მე შევარქვი ასე ერთადერთი უბარლო მიზეზის გამო. ჰოლმსის ერთგული მკითხველი ვიყავი და მის დაუძინებელ მტერს მორიარტის ვერ ვიტანდი. ათასანიარდ წარმომედგინდა მისი სახე, თუმცა ექიმთან დაახლოების შემდეგ მივხვდი, ერთადერთი ვისაც „ჩემი“ დაუძინებელი მტერი გავდა ეს ათაშანგის ექიმი იყო. ოოჰ ლოლა ლოლა !

ანტიბიოტიკების მიუხედავად ორშაბათს ისეთი ტკივილი დამეწყო ლოლას მაღაროში უეჭველი „ალქაიდას“ ქონდა ნამუშევარი. ნახეს მაგათმაც ლოლას მინდორ– ველი ავღანეთის უდაბნო რა . . . არა ამის შემდეგ ლოლა უნდა ამოვშალო ჩემი ცხოვრებიდან, უბრალოდ გადავახტე ან რაიმე მილსადენის გავლით სხვის ნოყიერ მიწაზე შევდგა ფეხი. რა რა და, ტერორისტებთან საბრძოლველად ნამდვილად არ გაუჩენივარ მამა ღმერთს. მე ერთი ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ, სუპერმენობა ჩემი ხვედრი არ არის.

ალკოჰოლის გარეშე ძალიან რთულია, ამაში შაბათ კვირამ უფრო ღმად დამარწმუნა. ჩვეულებრივი მოსაწყენი დღეები, არანაირი პერსპექტივა და ეს საშინელი საინფორმაციო გამოშვებები. რამდენჯერ დავდე რაინდული ფიცი არასდროს აღარ ვუყურებ –მეთქი, მაგრამ მაინც სული წამძლევდა და ინტერნეტში შეჭრილი კვლავ გადავხედავი ინფორმაციულ ზღვას. ლოლას მაღაროსი არ იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა არსად იყო. მაგალითად ლონდონში ვიღაც გაავებულ გიჟ ქალბატონს თავი აუფეთქებია, საბედნიეროდ აფეთქება ისეთი პატარა აღმოჩნდა თვითონ შემოქმედიც კი გადარჩენილა. მაგრამ ეს ერთხელ გადავრჩით ხოლო მეორეჯერ ან მესამეჯერ ვინ უნდა დაგვიცვას. ჯანდაბას ლონდონი ჩემს მიმართ განხორცილეებულ ტერორისტულ აქტზე ვინ უნდა აგოს პასუხი. ლოლა ფაქტობრივად უდანაშაულოა, მე გენეტიკურად მაღაროების მოყვარული გახლავართ. დამნაშავე მხოლოდ ერთია – ის ვინც თვითნაკეთი ბომით შეიარაღებულ ფალოს ხმარობს და პატიოსან ხალხს სუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს ! ტერორისტები ჯგუფებად უნდა დავყო, ისინი ვინ მიწას ოფიცალურად აზიანებს და ისინი ვინც სულ მიწამლავს. დიახ ! მხოლოდ ჩემი სულის მოწამვლა ქონდა გამიზნული ლოლას მაღაროს დამზიანებელს. სულის მოწამვლოა კი ბევრად უფრო დიდი დანაშაულია, ვიდერე რომელიმე ლონდონური სუპერ მარკეტის დაზიანება. ვიღაცა იფიქრებს ცხოველური ინსტიქტების პირმშო ვარ, მაგრამ შეცდება, მე სულიერი არსება ვარ სიყავრულით აღსავსე, უბრალოდ ჩემი სიყვარული არა მხოლოდ სახით და გულით შემოიფარგლება, არამედ იმ პატარა თავშესაფარითაც რომლის დანგრევაც გადაუწყვეტიათ ამ მაიმუნებს.

მართალია ლოლას გული არასდროს მყვარებია, თუმცა მისი მაღაროს მიმართ უსიყვარულობას ვერვინ დამწამებს. რამდენჯერ სხვის ჯურღმულთან უშედეგო ბრძოლის შემდეგ, ზუსტად მისთვის მიმიმართვს დახმარებისთვის. ასე ვთქვათ სულიერად უნდა დავმუხტულიყავი, თორე ვერც სამუშაოს გავაგრძელებდი და ვერც სიცოცხლეს. რაც მე ჩემი თანამშრომლის მაღაროს წყურვილმა ლოლას მაღარო შემაყვრა, იმდენი ოქრო და ბრილიანტი მე.

ორშაბათი დილა სულაც რომ არ მუშაობდე მაინც საშინელი დღეა, ამდენი საქმიანი ხალხის უარყოფითმა ველებმა იგი ენერგეტილად ავი გახადეს. მოკლედ ორშაბათს ყველა მძიმედ ვართ, მაგრამ განსაკუთრებით მე ! რადგანაც უკვე ერთი კვირაა ბახუსთან არ ვმეგობრობ და მდელოებში ღრმულებს ვერ ვაკეთებ. ხოლო საინფორმაციოს გადამკიდე უბრალოდ ვხდები რატოა ასეთი პოპულარული ინტერნეტში პორნო საიტები – ამ ყველაფრის შემდეგ ხომ უნდა დამშვიდდე კაცი. სულაც არ არის აუცილებელი ონანისტი იყო რათა ხარისხიანი პორნო მოგწონდეს. ისე სიმართლისთვის უნდა ითქვას ვერც ონანიზმში ვხედავ რამე დასაძრახს – პირველ რიგში სპორტული დატვირთვა ისედაც გვაკლია უმრავლესობას და მეორე, დადებით ზეგავლენას ახდენს გონებაზე, მოკლედ ფანტაზიას ანვითარებს, ეს მე არა ეს „მორიარტიმ“ თქვა. სამწუხაროდ ეს სიამოვნებაც ჩემთვის აკღძალული ხილია, ინტერნეტში სულ მაღაროების მამამთავარი, უკაცრავად დედამთავარი რომ აღმოვაჩინო.

 უნდა გამოგიტყდეთ ვერც მამა მაღაროების მიმართ ვსუნთქავ გულგრილად, თუმცა მაქ ტერორისტების მაგვარი ვერც ვერაფერი აღმოვაჩინე, არადა დასაბუთებულად ვიცი იქ რომ ბუდობენ. ყოველშემთხვევაში საინფორმაციომ იქ არიანო. მამამაღარეობის განსხვავება დედამაღაროებთან შედარებით მხოლოდ ერთია, ხანდახან მეორეში განათება გიმტყუნებს ხოლმე, სულ ორი წამით მაგრამ მაინც. მერე იწყება – „შენია დედას გეფიცები“ ან „როგორ არ გრცხევნია სხვასთან ვისთან ვიქნებოდი“ და ჩემი საყავრელი – „ბიჭია დარწმუნებული ვარ“. ამ უცნაური გამონაკლისის გარდა, მაღარო მაღაროდ შეიძლება ჩაითვალოს. თუ არ ჩავთვლით იმ უნიკალურ მაღაროებს როგორიც მაგალითად ლოლას გააჩნია – თბილი და მუდამ მადლიერი შენს მიმართ. განასკუთრებით მძიმედ როცა ხარ მაშინ რომ შემოგეხვევა და დაგამშვიდებს, ასეა ხოლმე ტერორისტები ყოველთვის ყველაზე ლამაზს უტევენ, თუმცა ეს შეიძლება მხოლოდ ჩემი ფანატზიის ნაყოფია. 

კიდევ კარგი მეთხუთმეტე – მეტექსმეტე საუკუნეში არ დავიბადე, თორე რაც ბაცილა გორაობდა მაღაროებში ყველას მე ვუმასპინძლებდი და 33 წლის ასაკში როჩესტერივით მიუტევებდი სულს. კარგი პოეტი იყო, პორნო პოეზიის შედევრები აქვს შექმნილი, გრძნობდა კაციო მაგაზე თუა ნათქვამი. როჩესტერივით მეც ხშირი სტუმარი ვარ ბაცილების და ტერორისტების მთავარი ბუდის, რომელსაც ზოგმა წითელი ფანრებიც კი უწოდა. მაღაროელების საყავრელი ადგილია ეგ . . . კვალიფიკაციის ამაღლება თუ გინდა ხომ საერთოდ. თანაც რაც უფრო იაფს იხდი, მით უფრო ადვილია თხრის დაწყება, მაგრამ ამ შეთხევაში უფრო თხუნელა უნდა გახდე, ვიდრე ჭეშმარიტი მაღაროელი. ბრმა თხუნელა აი მთავარი სიმბოლო იაფ ფასიანი ბორდელების. სასაცილოა! მე გამოცდილი მაღაროელი და თხუნელა (გააჩნია თვის რომელი პერიოდია, ასე 20 რიცხისთვის ხელფასი ნულოვან ციფრს აღწევს) ათაშანგით დაავდებული არა ბაქტერიოლოგიურ ცენტრში, არამედ ლოლას დამუშავებულ მაღაროში გავხდი. ახლა უნდა მივარდე მაგ ნაბოზვრთან და გამოვასალმო სიცოცხლეს, რათა არასდროს აღარ იმუშავოს ტერორისტებთან. ჰო დანას ავიღებ და გაბრაზებულ გულზე იმის მაგივრად ჩემს ფალოს გაუკეთო ამპუტაცია, მის მაღაროს ვეწვევი რათა სამუდამოდ გავწმინდო იგი არსებული ბომბებისგან.

სულს ვეღარ ვგრძნობ განსაკუთრებით როცა მზე იწყებს ჩასვლას, სხეული მიგდებულია თავისთვის საწოლზე, ხოლო ორგანები კი ძლივძლივობით ყლაპავენ ჟანგბადს. ანტიბიოტიკები ვეღარ ერევიან ბაქტერიებს, ჩემი ათაშანგი დიდი ხანია რაღაც მონსტრად ჩამოყალიპდა, რომელიც ხორცის ჭამის გარდა სულსაც ეტაკა. ჰო, როჩესტერიც ბოლოში მორწმუნე გახდაო, ავანდყოფობით დაღლილმა საშუელს მაქ ეძიაო. მე ეგ არ მიშველის ბატონებო, რადგანაც რაც არ უნდა თვითმკვლელობაზე ვიფიქრო სიკვდილი სულ არ მწყურია. ხოლო მაღაროების სიმრავლე ყოველთვის ოპტიმიზმს ბადებს ჩემში. ვინ მოიგონა ეს დაწყველილი ბაქტერიები, კაცს ჩვეულებრივი გართობის სურვილსაც რომ გიკლავს.

„მორიარტიმ“ დეპრესიას ნუ აყოლილხარო, შენაირები გადამირჩენიაო, ჩვეულებრივი სიმპტომებია ასე იცის ერთი კვირის შემდეგ მაგ ოხერმაო. მოსტყვნია პატრონი! კინაღამ არ გავფშიკე ფეხები! ხუთშაბათს უცნაური ზმანება მეწვია, გავარვარებული ლავაში ფეხები მეწყო და თან სალამურზე ვუკრავდი მონდომებით. სმენა არასდროს გამაჩნდა, არა და ისე ოსტატურად ვუტყაპუნებდი თითებს ინსტრუმენტს და თან ისეთ ნაზ ბგერებს გამოვცემდი, სიტყვებით აღუწერელია. ფეხებს ალი ასდიოდა თუმცა ტკივილის მაგვარს ვერაფერს ვგრძნობდი. უეცრად ყველა მხრიდან ცეცხლოვანი ვირთხები გამოჩნდნენ, რომლებიც მხოლოდ მე და ჩემს სალამურს ემორჩილებოდნენ. დილით ნერვიულად გავიღვიძე და უმალვე ვანაში ჩავწექი, ნელთბილი წყალი იყო. „მორიარტიმ“ სიზმრების ახსნაც იცოდა, თანაც ისე ოსტატურად განიხილავდა ყველა დეტალს, აუცილებლად დაიჯერებდით. ექიმმა ლოლა უნდა ნახო . . .

გამარჯობა ლოლა – წარმოვთქვი ქედმაღლურად სარკის წინ – მოკრძალებული სალამი შენს განაღმულ მაღაროს. ვინ განაღმა ? მე ჩემო ოქრო, შეიძლება ითქვას შენი ცოდვები ჩემს თავზე ავიღე. ახლა სუფთა ხარ, როგორც არავინ. ღირდა რომ ? ღირდა! განა ყოველი დაკარგული სულის გადარჩენა ჩემი ვალი არ არის ? ერთგვარი მისია ( გამეცინა, საკუთარ თავზე გამეცინა) წადი ლოლა, შენ თავისუფალი ხარ ამიერიდან . . .

ბერძნული ტრაგედიის გმირი ვარ, ათაშანგიანი გმირი, სადღაც არგოსში მცხოვრები და გატანჯული – ეს მორიგი ზმანება იყო, რადგანაც ვერ გავბედე და ლოლა ვერ ვანხე. მართლა ხომ არ ვეტყოდი შენი თავისუფლების პირადი შემოქმედი ვარმეთქი, თანაც ვიცოდი ვერ მიხვდებოდა.

15 –ში ანტიბიოტიკების კურს მოვრჩი თუმცა დალევა კიდევ ორი კვირა არ შეიძლებოდა. „მორიარტიმ“ ნურც მაღაროებს მოინახულებ, ისედაც ძვირად დაგიჯდა თხრა და ბურღვაო, მაგრამ თუ სულმა წაგძლია დამცავი საშუალებებიც არსებობსო. ეგ ისედაც ვიცოდი, აბა რესპერატორის გარეშე რა მამუშავებდა ამ გაგანია სიცხეში, რომ არა ლოლას წარმოუდგენლად დადებითი რეპუტაცია.

ორი კვირა უაზროდ ყოფა უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე ავანდყოფობა. ლოლას მაღარო არ მასვენებდა და წარმოუდგენელი შურიძიების წყურვილი. დიახ ბატონებო! ამდენი ტანჯვის შემდეგ შურიძიების სტიქიამ მასთან მიხმო. ოხ, ცოტა მოვჯობინდე, ცოტა აზრზე მოვიდე და გადავბუგავ შენ მაღაროს ჩემო ლოლა. ცეცხლოვანი ფალოსით დაგილეწავ კედლებს. სტრატეგია იყო შესამუშავებელი, რადგანაც რესპერატორის გარეშე ძირეული ბურღვა შეუძლებელადაც კი მეჩვენებოდა. ამდენ ბაქტერიას კიდევ ერთხელ ვეღარ გადავიტანდი – უბრალოდ მოვკვდებოდი მეგობრებო. თუმცა ისე ვიყავი გაბოროტებული წამიერად გავიფიქრე რამე უარეს დავიმართებ და მერე ნახე ჩემო ლოლა შენი წივილი და კივილი მეთქი. მაგრამ ამ შემთხვევაში მეც იგივე დღეში ჩავარდებოდი ეს კი არ მაწყობდა. ბოლოს მაინც ვერ მოვითმინე და დავურეკე. ძალიან მშვიდად მელაპარაკა, არც ერთმა ეს ამაზრზენი ავანდყოფობა არ გავიხსენეთ, პირიქით არ დამიჯერებთ და სიყვარულზე ვილაპარაკეთ. დიახ სიყავრაულზე, გულზე, სულზე და კიდევ იმ მაღაროზე, რომლის გამოც დასალპობად გავიმეტე ჩემი სხეული. შემეცოდა და ბოღმა სადღაც გამიქრა. მინდოდა მეთქვა ლოლა შენ ავად ხარ, მაგრამ რატომღაც გავჩუმდი და ეგოისტურად გავიღიმე. რამდენი მაღაროს ჩიტი ვერ გადაურჩება ლოლას ხაფანგს, რამდენი პატიოსანი ადამიანი ჩემნაირად წარიწმიდავს სულს. გაიხარე ლოლა, შენ არც კი იცი რამხელა საგანძურის მატარებელი ხარ . . . ჩუქი ჩუქი ჩუქ . . .

 ზუსტად ორი წლის თავზე, 22 თებერვალს თავი მოვიკალი, პირდაპირ გულში დავიხალე ცხელი ტყვია. უმალვე არ მოვკვდი, ცოტა მაინც ვიწვალე, ხოლო ბოლოს რათქმაუნდა მიუტევე სული. შემეძლო პირდაპირ პირში ჩამედო ცივი რევოლვერი, მარგრამ ამ შემთხვევაში სახე გამიფუჭდებოდა და თან არც ისეთი ბოჰემური იქნებოდა ჩემი ბოლო, როგორიც მე მსურდა. ლამარამ მიპოვა, ჩემი დამლაგებელი იყო და მეორე გასაღები ჰქონდა. შემდეგ კი ყველაფერი სტანდარტულად მოხდა, დამლაგებელმა შეჰკივლა, მეზობლები შემოვარდნენ, პოლიცია მოვიდა – სროლის ხმა არვის გაეგო. ამ ბოლო ხანს ძალიან ხმაურობდა, თუმცა თავის მოკვლას თუ დააპირებდა რას ვიფიქრებდითო . . . 22 –ში ლოლას ბავშვი გაუჩნდა, ამბობდნენ მაღაროდან ძლივს ამოაძვრინეს – გაჰყვიროდა შიგნით მინდაო . . .



ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული