• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

პროსტიტუციის კონსტიტუცია

×
ავტორის გვერდი დათო კოროშინაძე 00 , 0000 2180

პროსტიტუცია 1

 

მოხუცი ქალი სთავაზობდა

კონტროლიორს პოპკორნს

არდაწერილი ჯარიმის სანაცვლოდ.

 

პროსტიტუცია 2

 

ძაღლს, რომელიც ღამეს უყეფდა

ძვალი დაუგდეს

და გაჩუმდა

 

პროსტიტუცია 3

 

თვითმკვლელობაზე ფიქრობდა.

შემდეგ დახატა ნახატი

ოდნავ ფატალისტური და შიშველი,

რომელშიც თავს იხრჩობდა.

 

პროსტიტუცია 4

 

ის ყველას აძლევდა,

რადგან თავს მარტო გრძნობდა.

ეს იყო მარტოსულობის პროსტიტუცია.

 

პროსტიტუცია 5

 

მათხოვარს ხურდა მივეცი.

ისიც მოშორდა გამხდარ,

ლამაზი შესახედაობის

ტანმაღალ ქალს და

ქუჩის ბოლოსკენ გაიქცა.

 

პროსტიტუცია 6

 

ქარებში ჩემს თავს დავსდევდი

და რაღაცის შეცვლა გადამავიწყდა.

 

პროსტიტუცია 7

 

შუაღამით, ტელეფონზე ესაუბრა.

ღვინო და სიგარეტი მოამზადა.

ქალმა გიახადა.

მთვარის შუქზე შიშველი

დაწვა და დაიწყო საუბარი.

გვიან ღამით ოთახი ახმაურდა.

გმაყოფილი და სევდიანი შიშველი მთვარე.

 

პროსტიტუცია 8

 

ღმერთს დახმარება სთხოვა,

სანაცვლოდ კი მათხოვარს ხურდა აჩუქა.

 

სექს-პირი

 

უცხო ქარებიდან მოსულს

შენი ღიმილი შემომაგებე და

მეც გავიფიქრე მასთან დაწოლა.

ღიმილი ყველაზე სახიფათო საცდურია.

მეტად სახიფათო ვიდრე შეიძლება იყოს უბრალოდ სექსი

განაყოფიერების ალბათობით.

მხოლოოდ შენს ღიმილს გავერიდე

და თან წავიღე  ჩემი

შიშმოჭმული აბსტრაქციონიზმი,

შიშმოჭმული და სევდიანი,

რადგან შენ მარტო იყავი საკუთარ თავთან,

რადგან უცხო ქარებიდან მოხვედი

და მთავაზობდი ღიმილთან პროსტიტუციას.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული