• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

წმინდა არარა

×
ავტორის გვერდი ანგელუს სილეზიუსი 00 , 0000 2240
თარგმანი: პაატა შამუგია
*
მარადიულობა დროა
და დრო მარადიულია,
იმ დროის გარდა, როცა ჩვენ ჩვენა ვართ.
გამოვყოთ ისინი ერთმანეთისგან.
*
მეგობრებო, ვინც უნდა იყოთ, არ უნდა იდგეთ ერთ ადგილზე,
ერთი ნათლიდან მეორეში უნდა გადაიღვაროთ.
*
ღმერთი არის წმინდა არარა,
დაფარული აქ და ახლა.
რაც ნაკლებად მიუახლოვდები,
მით უფრო მეტად გამოჩნდება.
*
ღმერთი არის წმინდა არარა, დრო–სივრცისაგან ხელშეუვლები,
რაც უფრო მეტად მიესწრაფვი, უფრო მეტად გაგისხლტება.
*
დროის რღვევისას მე ვიქნები მარადიული,
მე ვიქნები ღმერთთან ერთად
და ღმერთი იქნება ერთი ჩემგანი.
 
 ---------------------------------------------------------------------------------
ანგელუს სილეზიუსი (Angelus Silesius) – პოლონეთში დაბადებული, 
გერმანულენოვანი პოეტი და მისტიკოსი, რომელმაც მოგვიანებით 
ბევრ ევროპელ პოეტზე მოახდინა გავლენა. 
მისი ნამდვილი სახელია იოჰან შეფლერი. 
ანგელუსმა მოგვიანებით ლიტერატურული ღვწა მიატოვა და ბერად აღიკვეცა.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული