• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

სერმერსუაკი

×
ავტორის გვერდი დენის დიუჰამელი 00 , 0000 1938
თარგმანი: ქეთი თუთბერიძე

ისეთი ძლიერი ყოფილა თურმე სერმერსუაკი,
შესანიშნავად შესძლებია ხის კაიაკის
სამი თითით ამობრუნება, 
ან მუშტის დარტყმით სელაპის მოკვლა, 
თუნდაც კბილებით მელიების შუაზე გაბრდღვნა.
ზოგჯერ კაცებსაც ამარცხებდა ჭიდაობისას.
განსაკუთრებით კი სერმერსუაკს თავის 
კლიტორის გამოჩენა უყვარდა ხოლმე,
რომელიც ისე უსაშველოდ დიდი ხდებოდა 
ხელის შეხებით, რომ კურდღლის ბეწვიც 
ძლივსღა ფარავდა.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული