• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

...ზე

×
ავტორის გვერდი ბობ კაუფმანი 00 , 0000 1760
თარგმანი: შოთი გორგიძე
 
ჰეროინის ცრემლებში ჩაძირული ემბრიონული იმედების გზჯვარედინებზე,
გზაჯვარედინებზე, რომელთა სივრცეებს ჯიბეები ამოვსებული აქვთ პარკერის ბგერებით, რომლებსაც ჭკუიდან გადავყავართ,
ტვინის ნერვული დაბოლოებების გზაჯვარედინებზე, რომლებიც გახსნილია მხოლოდ უიმედო ელექტროსადენებისთვის, 
არაფრისმომცემი დისკუსიებისა და უძველესი პახმელიების გზაჯვარედინებზე,
სიმინდის ბურბუშელისა და ამერიკის იმპოტენტი თაობის გზაჯვარედინებზე,
უნივერსიტეტების, ხელოვნური ინტელექტისა და ბერძნული წერილების გამხსნელთა გზაჯვარედინებზე,
გზაჯვარედინებზე, რომლებიც სავსეა უნივერსალური ანესთეზიით და სიკვდილით, და სისხლით და ომით,
ლიმერიკების თეორიული რწმენის, სტატისტიკური მონაცემებისა და საუკუნოვანი ჩანაწერების გზაჯავრედინებზე
და მომენტალური გამხსნელებისა და ფილტრიანი ნაყინების სარეკლამო გზაჯვარედინებზე,
თინეიჯერების მაცდური კომიქსებისა და აუწყობელი გიტარების გზაჯვარედინებზე,
პოლიტიკოსებისა და მათი ტყუილის მანტრის გზაჯვარედინებზე,
სხვათა სიმბოლოების და ლესიზე გადაღებული ფილმების გზაჯვარედინებზე,
საუბრის თერაპიის, გაანალიზებული შიშისა და ინტელექტის გზაჯვარედინებზე.
შემეცნებითი კომიქსებისა და გაზეთების სექსუალური შინაარსის სათაურების გზაჯვარედინებზე,
გადახდილი კრედიტებისა და ორად გაყოფილი სიყვარულების გზაჯვარედინებზე,
იდეების გამყიდველებისა და დესპერადოს სემანტიკური ფილოსოფიის გზაჯვარედინებზე,
კერძო სკოლების მოზარდი მოსწავლეების სექსუალური ბუნტის გზაჯვარედინებზე,
აფრებგაშლილი გემების და ულტრარეალური სიყვარულის გზაჯვარედინებზე,
ფოთლებზე წამოწოლილი მარტოხელა პოეტის სველი და მეტყველი თვალების გზაჯვარედინზე.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული