• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

თითქმის მივიცვალე

×
ავტორის გვერდი ლუის ბერიოზაბალი 00 , 0000 1671

თარგმანი: ლუკა ეხვაია

 

ყოველთვის ვზრუნავდი საკუთარ თავზე.

საავადმყოფოში ზურგში ტკვილის გამო მოვედი.

 

იდიოტებმა ჰალდოლით(ანტიფსიქოზური პრეპარატი) გამჭყიპეს

და მე თითქმის მივიცვალე.

მათ არაფერი უწყიან ჩემს შესახებ.

 

უიმედო მდგომარეობაში ვარ.

შიზოფრენიკი მართლა არ ვარ.

ფსიქიატრები ამას რატომ მიკეთებენ?

 

ჰავაიზე წასვლას ვაპირებ.

ამერიკაში ცხოვრება აღარ მსურს.

არაფრად ვაგდებ, რომ ჰავაი ამერიკის ნაწილია.

ჩემი პასპორტი თან მაქვს, უფრო შორს გაჭრა თუ მომინდა.

 

ქრონიკული ტკივილი ზურგში, მკლავს.

შეიძლება თავი ჩამოვიხრჩო ან შუბლი გავიხვრიტო.

მსურს, რომ მოვკვდე.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული