• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

პრინცესა

×
ავტორის გვერდი რატი ამაღლობელი 12 იანვარი, 2012 6182

“It was many and many a year ago,

In a kingdom by the sea…”

 Edgar Allan Poe

                                   

მე მყავდა პრინცესა, მიყვარდა, ვუყვარდი,

ჩვენ ერთად ვიყავით მწუხრიდან მწუხრამდე.

 

ის ჰგავდა გვირილას, ტყის სულის თვალებით,

მესროდა პეპლებს და ჩიტებს გამალებით.

 

მხრებზე და კისერზე ის, როგორც ზურგჩანთა,

მეკიდა, და თეთრი მუხლები უჩანდა.

 

მეც გაშტერებული დილიდან ღამემდე

თავად არ ვუწყოდი,  სად დავატარებდი.

 

კისერში მკოცნიდა, მიყვარდა, ვუყვარდი,

ჩვენ ერთად ვიყავით მწუხრიდან მწუხრამდე.

 

მაგრამ მას უეცრად, როდესაც ეძინა

თითქოს გააჟრჟოლა, ათრთოლდა, შესცივდა.

 

სიზმარში ეწვია ბოროტი ზმანება,

უსულო, უგულო, ავი და თავნება.

 

და როცა პრინცესამ კვლავ გამოიღვიძა,

სულმთლად შეცვლილიყო, მის ნაცვლად ის ვიღაც

 

სული რამ ბოროტი უცხო და მრისხანე

მიმზერდა ეჭვით და მეც მთელი ის ღამე

 

თეთრად გავათენე, ვერ ვცნობდი პრინცესას,

ვყვიროდი - “რატომ… “ და ვეძებდი მიზეზებს.

 

თავის მხრივ, პრინცესაც ვერაფრით ვერ მცნობდა,

“ვიღაც ყლეს” მეძახდა, მკაწრავდა, მებრძოდა.

 

- “თავი დამანებე, შე ყლეო, ვინააა ხააარ! “

კიოდა, მთათხავდა, მეც მოვკვდი კინაღამ.

 

მაგრამ არ მტოვებდა იმედი მომავლის,

რომ ისევ ვნახავდი პრინცესას ნორმალურს.

 

ვის აღარ ვეჩვენეთ, ცნობილ მამაოებს,

ექიმებს. ყველამ თქვა, რომ - აქ ამაოა

 

მყისიერ შედეგზე ფიქრი და მეტის თქმა

საერთოდ უჭირდათ, ის კიდევ დედის ტრაკს

 

თავზე მახურავდა ისე გამალებით,

ცრემლით მევსებოდა უმწეო თვალები.

 

ვტიროდი, ვკოცნიდი, ვუძლებდი გინებას,

რას არ ვთავაზობდი, იქნებ ქორწინებას,

 

ჯვრისწერას ეშველა ჩვენთვის და ამგვარად

ვებრძოდი ჯადოქარს, რომელმაც წამგვარა.

 

მივმართე ლოცვას და მარხვას და ყველიერს,

ვფიქრობდი ვუშველი პრინცესას მშვენიერს.

 

“ო, ღმერთო პრინცესას სათნოს და მშვენიერს,

სული დაუბრუნე და შვება შენ მიე!

 

ის გადაარჩინე და მე კი მომკალი”,

მაგრამ არ ცხრებოდა მასში ჯადოქარი.

 

ვეღარ განვაქარვე მისი ჯადოები,

მირჩიეს - “პრინცესას მოშორდი დროებით”.

 

მის საკეთილდღეოდ დავყევი სხვის ნებას,

პრინცესას ვხედავდი ცხადად და სიზმრებად.

 

სულ მასზე ვფიქრობდი, სულ მას დავეძებდი,

ამ დროს კი გამოჩნდა ვიღაცა მესამე

და როგორც იტყოდნენ თვით ძველი ბერძნები -

პრინცესა გათხოვდა, მე დავრჩი ყლესავით. 

 

2007

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული