- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
(La Révolution surréaliste)
შეკითხვა? პასუხი. მარტივი შრომის შესატყვისობა საუბრის ოპტიმიზმს გულისხმობს. ორი თანამოსაუბრის იდეები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარმოებს. მომენტალური ურთიერთობა ამ იდეებს შორის ჩნდება თანადამთხვევის მსგავსად. ეხმიანება ერთმანეთს, ამასთანავე წინააღმდეგობაში მოდის. მას ყოველთვის აქვს კონფორტის მინიჭების ძლიერი სურვილი და მას შემდგომ, როცა შენ არაფერი მოგწონს იმაზე მეტად, ვიდრე შეკითხვა და პასუხის გაცემა, შენი სიამოვნებისთვის Exquisite Corpse წარმოგიდგენს რამდენიმე კითხვა-პასუხს, რომელთა საგულდაგულოდ გაუთვალისწინებელი კავშირები აგრეთვე უზრუნველყოფილია. ჩვენთვის არაა პრობლემა, თუ რამდენიმე შეწუხებული სული ამ ყველაფერში ვერაფერს დაინახავს, მაგრამ უფრო მეტი თუ ცოტა თვალსაჩინოდ განიმტკიცებს “petits papiers“ თამაშის ვარიაციებს.
თარგმანი ინგლისურიდან: ალექსანდრე გაბელია
ნ: რა არის ბენჟამინ პერე?
ქ: აჯანყებით მოცული მხეცი, ჯუნგლი, თავისუფლება.
ქ: რა არის ანდრე ბრეტონი?
ნ: იუმორის შენარევი და კატასტროფის შეგრძნება ; ხანდახან უმაღლესი მუზარადის მსგავსი.
ნ: რა არის ქოლგა?
ქ: გასტროფოდის კვლავწარმოებული ინსტრუმენტი.
ნ: რა არის სფერო?
ქ: სუბსტანციის მსგავსი გოგირდი.
ნ: რა არის შიში?
ა: მიტოვებულ საჯარო მოედანზე შენი უკანასკნელი ათცენტიანით სანაძლეოს დადება.
ნ: რა არის კატასტროფა?
ა: უბედურებების ჭანჭიკი.
ნ: რა არის ბეწვეული?
ა: კოლიბრი, რომელიც უკან აბრუნებს წარღვნას, სანამ ეთამაშება თევზის აჩრდილს.
ნ: რა არის ცეცხლი?
ა: ავტომატური დეკალები.
ა: რა არის საზოგადოების “ახალი მდიდარი“?
ნ: მიწაზე გადასვლის შეფუთული მოქმედება.
ნ: რა არის დაქანცულობა?
ა: ნეგატიური სისასტიკე; უკან დახევის აბსტრაქტული ჯუნგლი.
ბ: რა არის კოცნა?
ს: მაღალფარდოვანი სიტყვით: ყველაფერს აყირავებს.
ს: რა არის დღე?
ბ: დაღამებისას გაშიშვლებული ქალი, რომელიც შხაპს იღებს.
ბ: რა არის თავისუფლება?
ს: ქუთუთოებში ძალიან პატარა ფერადი წერტილების გროვა.
ს: რა არის ეგზალტაცია?
ბ: ზეთის ლაქა ნაკადულში.
ს: რა არის თვალები?
ბ: სუნამოს ფაბრიკაში მყოფი ღამის დარაჯი.
ს: რა არის მთვარე?
ბ: გასაოცარი მეშუშე.
ბ: რა არის ეს სრიალი ს. და ა. ზემოთ ?
ს: დიდი, ჩამოწოლილი შავი ღრუბლები.
ბ: რა არის საწოლი?
ს: სწრაფად გაშლილი მარაო. ჩიტის ფრთის ხმა.
ბ: რა არის თვითმკვლელობა?
ს: ცალკეული გამაყრუებელი მაღვიძარა.
ბ: რა არის არარსებობა?
ს: წყნარი, გამჭირვალე წყალი; ცვალებადი სარკე.
მ: რა არის კანიბალი?
ს: რძის ლარნაკში ფრენა.
მ: რა არის მცენარის სამეფო?
ს: ნახვრეტი ბალიშის ფრთაში.
მ: რა არის გენიალობა?
ს: შესანიშნავი ლაქის ფენა (უკანა ნაწილი უფერულია); ღრმა ფესვი, რომელიც ანადგურებს მთლიან სამყაროს.
ს: რატომ ვცხოვრობთ?
ა: იმიტომ, რომ ციხეში ჭიშკრები არაფერია, მაგრამ გასაღებები მღერიან.
ა: აჯანყების შემთხვევაში რატომ უნდა დავამტვრიოთ სარკე?
ს: რადგან ის ყინავს, ფიქრები ყინულის ციგურაობისას.
ს: რა არის ლოდების გროვა?
ნ: ცუდი ოპერაცია
ნ: რა არის აღტაცება?
ს: კონდიტერის დემონსტრაცია. შაქარყინულები ჩაანაცვლეს საპნის ბუშტებმა.
ნ: რა არის ყლორტი?
ს: ციცინათელას მიერ გამოკვებილი სანათი.
ნ: რა არის მთავარი?
ს: მომქანცველი მარში ციცაბო ლოდებზე. სამარადისო სიცოცხლე უდაბნოს, აქლემებსა და ქვიშას.
ნ: რა არის მოგზაურობა?
ს: დიდი შუშის სფერო ცალკეული გაელვებებით.
პ: რა არის მოსამართლე?
ბ: ხულიგანი, ნაბიჭვარი, პროჭი.
პ: რა არის თანასწორობა?
ბ: იერარქია, როგორც ნებისმიერი სხვა რამ.
პ: რა არის ძმობა?
ბ: შესაძლოა ეს ხახვია.
ბ: რა არის გაუპატიურება?
პ: სიჩქარის სიყვარული.
პ: რატომ ყმუიან ძაღლები მთვარეზე?
ბ: რადგან ფაბრიკის საკვამურები წითლად არიან შეღებილნი.
ბ: რა არის სამხედრო სამსახური?
პ: ყელიანი ფეხსაცმელების ხმა, რომლებიც კიბეებზე ეცემიან.
პ: რა არის სისხლის ნაკადი?
ბ: დუმილი! წაშალე ეს შეკითხვა?
ბ: რა არის საჩვენებელი ისარი?
პ: „მე“, ის ვინც კარგავს ამ წერტილს.
პ: რა იმალება მანდარინის მინის ფსკერზე?
ბ: ებრაელთა ცხვირი.
ბ: რა არის ბოდლერი?
პ: კოლონიის ჯარისკაცი, რომელმაც არ იცის როგორ წაიკითხოს და დაწეროს და ის, ვინც მხოლოდ ბალახს ჭამს.
ბ: რა არის არსებობა?
პ: დამხობილი საავადმყოფოს საკაცე, რომელიც ლპება სახალხო მოედანზე გამოშიგნული ცხენის შემდგომ.
პ: რა არის ეშმაკი?
ბ: ყავარჯნებზე მდგარი სამყაროს წრიული მოძრაობა.
ბ: რა არის ჩვილი?
პ: წვეროსანი, ენაბლუ ახირებული მოხუცი, რომელიც „პარიზის ექოში“ ფელეტონს კითხულობს.
ა: არის ჩვენ ცხოვრებაში სიურეალიზმი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ორგანიზაცია და არაორგანიზებული ძალა?
ბ: ეს ტალახია, რომელიც ნაწილობრივ ყვავილებით შეიქმნა.
ა: რამდენად დიდხანს გასტანა იმაზე ფიქრმა, რომ შენ კვლავ შეგიყვარდებოდა?
ბ: ეს საგუშაგოში მყოფი ჯარისკაცია, რომელიც უმზერს სურათს. მან საკუთარი ფულის გადაცვლის ჯილდო სამართლიანად მიიღო.
ა: სძენ სიკვდილს შენი ცხოვრების კომპენსაციის მნიშვნელობას?
ბ: საწოლში წასვლის დროა.
ბ: რა არის უკვდავი სიყვარული?
ა: სიღარიბე (უკმარისობა) ხასიათის ნაკლოვანება არ არის.
ა: ღამე თუ უფსკრული?
ბ: ეს აჩრდილია.
ა: ამ ცხოვრებაში ყველაზე მეტად რა იწვევს შენში ზიზღს?
ბ: საკუთარი თავი და შენ, ჩემო ძვირფასო მეგობარო.