თარგმნა ირაკლი ყოლბაიამ
დაე ლექსი იყოს გასაღებივით
რომელიც ათას კარს გააღებს.
ფურცელი ეცემა; რაღაც გაიფრენს;
დაე შეიქმნას რასაც კი თვალები ხედავენ,
და თრთოდეს მსმენელის სული.
გამოიგონე ახალი სამყაროები და თვალყური ადევნე შენს სიტყვას;
ზედსართავი, როდესაც სიცოცხლეს არ ქმნის, კლავს.
ჩვენ ნერვების ციკლში ვიმყოფებით.
კუნთი მეხსიერებასავით
გამოკიდულა მუზეუმებში;
მაგრამ ეს როდი გვასუსტებს;
ჭეშმარიტი სიძლიერე
თავში მდებარეობს.
რად უმღერით ვარდებს, ო პოეტებო!
აყვავილეთ ისინი ლექსში;
მხოლოდ ჩვენთვის
ბინადრობს ყოველივე მზის ქვეშ.
პოეტი პატარა ღმერთია.