• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ბოდიალი

×
di prima rl
ავტორის გვერდი დაიან დი პრიმა 09 სექტემბერი, 2018 2336
ერთ სტრიქონსაც ვერ დაწერ ყველას წინაშე გამოფენილი
კოსმოლოგიის
კოსმოგონიის გარეშე
 
არ არსებობს შენი არცერთი ნაწილი რომელსაც განაცალკევებდი
და იტყოდი, ესაა მეხსიერება, ეს მგრძნობელობა
ესაა საქმე რომელიც მადარდებს, ასე
გამოვიმუშავებ ლუკმა პურს
 
მთლიანობაა, ერთი მთელი, ყოველთვის მთლიანი იყო
შენ არ „ამთელებ“
არაფერია გასაერთიანებელი, შენ თანამყოფობა ხარ
შენ ნაშრომის დანამატი ხარ, ნაშრომი გამოიზრდება
გამოეკიდება სამოთხისგან რომელსაც შენ ქმნი
 
თითოეული კაცი / თითოეული ქალი თავის თავში ატარებს ცის მყარს
და ვარსკვლავები მასში არ არიან ვარსკვლავები ცაში
 
წარმოსახვის გარეშე არ არის მეხსიერება
წარმოსახვის გარეშე არ არის შეგრძნება
წარმოსახვის გარეშე არ არის ნება, სურვილი
 
ისტორია ცოცხალი იარაღია შენს ხელში
და შენ ის წარმოისახე, ამრიგადაა რომ
„შენ თვითონ არკვევ შენი თავისთვის“
ისტორია სიზმარია იმის რაც შეიძლება, იყოს
მიმართებაა საგნებს შორის წარმოსახვის
 
უწყვეტ გარემოში
რასაც არკვევ შენი თავისთვის ისაა რასაც გამოარჩევ
შესაძლებლობის უსაზღვრო ზღვიდან
ვერავინ დასახლდება შენს სამყაროში
 
თუმცა ის არაა მარტოსული,
წარმოსახვის ნიადაგი უშიშარია
მსჯელობა ვიდეო ფირზე გადაღებული ჩრდილების თეატრის ფილმია
მაგრამ მარიონეტები შენს ხელში არიან
შენი ქვები მრავალგანზომილებიან ჭადრაკში
რომელიც მკითხაობა
და სტრატეგიაა
 
ყველაზე მნიშვნელოვანი ომი არის ომი წარმოსახვის წინააღმდეგ
ყველა სხვა ომი მასშია მოქცეული.
 
უკიდურესი შიმშილობა წარმოსახვის
შიმშილია
 
უდავო სიკვდილია, მაგრამ ცოცხალმკვდრებს
ელტვით ვინმე სხვის სამყაროში დამკვიდრება
 
უკიდურესი კლაუსტროფობია სილოგიზმია
უკიდურესი კლაუსტროფობია „ყველაფერი ჯამდება“-ა
არაფერი ჯამდება და არაფერი
არაფერს ანაცვლებს
 
ერთადერთი მნიშვნელოვანი ომი არის ომი
წარმოსახვის წინააღმდეგ
 
ერთადერთი მნიშვნელოვანი ომი არის ომი
წარმოსახვის წინააღმდეგ
ერთადერთი მნიშვნელოვანი ომი არის ომი
წარმოსახვის წინააღმდეგ
ყველა სხვა ომი მასშია მოქცეული
 
არ არსებობს გზა სპირიტუალური ბრძოლის თავიდან ასაცილებლად
არ არსებობს გზა მხარეების არჩევის თავიდან ასაცილებლად
არ არსებობს გზა რომ პოეტიკა არ გქონდეს
რასაც არ უნდა აკეთებდე: ხელოსანი, მცხობელი, მასწავლებელი
 
აკეთებ შენი სამყაროს ქმნის
ან არ ქმნის ცნობიერებაში
გაქვს პოეტიკა: სამყაროში აბიჯებ
როგორც მზა ტანსაცმლის კომპლექტი
 
ანდა ნათელში კვეთ
შენი ცის მყარი იღვრება შენი ოთახის ფორმაში
პოემის ფორმაში, შენი სხეულის, შენი სიყვარულების
 
ქალის ცხოვრება / კაცის ცხოვრება ალეგორიაა
 
დაამუღამე
 
არ არსებობს გზა სპირიტუალური ბრძოლის თავიდან ასაცილებლად
ომი არის ომი წარმოსახვის წინააღმდეგ
ამ სამხედრო სამსახურზე უარს ვერ იტყვი
 
სამყაროთა ომი აქ კიდია, ზუსტად ამწამს, წონასწორობაში
ეს ამ სამყაროსთვის ომია, მის შესანახად
სულის ქმნის ხეობა
 
გემო რომელიც ყველა ჩვენგანს პირში აქვს ძალაუფლების გემოა
და ის სიკვდილივით მწარეა
 
გაუშინაურდი შენს თავს, შინ დაუბრუნდი, გააცნობიერე, შეაბიჯე ბაღში
ის ტიპი კარიბჭესთან ცეხლოვანი ხმლით ხელში შენ თვითონ ხარ
 
ომი არის ომი ადამიანური წარმოსახვისთვის
და შენს გარდა მას ვერავინ იბრძლობეს / და შენს ნაცვლად მას ვერავინ იბრძოლებს
 
წარმოსახვა არაა მხოლოდ წმინდა, ის ზუსტია
ის არაა მხოლოდ მგზნებარი, ის პრაქტიკულია
ხალხი ყოველდღე იხოცება მისი ნაკლებობით,
ის ვრცელი და დახვეწილია
 
ინტელექტუს „გონების ნათელს“ ნიშნავს
ის არაა დისკურსი ის ენაც კი არაა
ის არის შინაგანი მზე
 
პოლისი მზის გარშემოა გაერთიანებული
ცეცხლი შუაგულია
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული