• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ღამის შესასვლელი

×
enter night
ავტორის გვერდი ირაკლი ყოლბაია 30 ნოემბერი, 2018 2361
 
 
   მრძღნერი, იქნება პირველი რამე, რასაც აეროპორტიდან გამოსული მთავარი გმირი, მრავალ-ბრჭყალებში, იტყვის, არა, რატომ იტყვის, აღმოხდება, გასძვრება პირიდან, უნდა ვთქვათ ალბათ, მას მერე, რაც აეროპორტს დატოვებს და შიშველზე გამოვა, მას მერე, უფრო სპეციფიკურად, რაც ფილტვებამდე ჩაიტანს აირყლუპებად იმ სიცარიელის პირველ ნაკადს, სიცარილის, სხვანაირად ცნობილის განთიადამდელი ჰაერის სახელით, ღამის ბოლო აგენტს, ან დღის პირველს, რთულია გარკვევა, არ მკითხოთ, ვერ ვიტყვი (მაგრამ გამახსენდა ნამდვილად, გაახსენდა მთავარგმირს, თუ არ ვცდები, ფრაზა ერთი ჩეხი პოეტიდან—„განთიადი ეგ ბოზი“—განთიადი, პოეტების ტყუილი, ღმერთის კუილი, სინამდვილეში არ გასულა არცერთი ისე, რომ მას ეს ფრაზა არ აღმოხდომოდა, ანუ ეს პირველი განთიადია, როდესაც მას წამოსცდა არა განთიადი ეგ ბოზი არამედ მრძღნერი—თუ სწორად წარმოვთქვამ—რაც, ალბათ, რაღაცნაირი პროგრესია, ან რაღაცნაირი ნუგეში), მოკლედ, ასე იწყება წიგნი, ასე უნდა იწყებოდეს, ასე მეგონა, მაგრამ ვერ დავიწყებ, ჯერ ვერა, დღეს ვერ, დღეს ვერ დავიწყებ დღეს, ვერც სხვა დღეს, ვერც სხვა დღეს სხვა დღეს, ვერცერთ დღეს ვერ, არ არსებობს დღე, მხოლოდ ღამე, მარადიული ღამე, უსაზღვრო, ის დამირბის ვენებში, მიდგას ნაწლავებში, რომ ვჯვამ ღამე გამოდის, ან პირიქით, ნამდვილად პირიქით, მეთვითონ გამოვძვერი ღამანუსიდან, აი ასე, მე მინდოდა, მე მინდოდა, ჩამიდო პირში მრძღნერი, ჩემი მრძღნერი, რის მაგივრადაც საკუთარ ნაწლავებში აღმომიჩნდა შემრჩა ღამე, და პირშიც, ღამე, წარამარა ღამე ღამე ღამე, ასე: არ აურიოთ რამე იმათთან, ვისაც იგონებთ, ვხუმრობ, არავინ მომიგონია, მეთვითონ ვარ ის, ვინც წიგნი გახსნა მრძღნერით საკუთარი პირიდან, ვხუმრობ ისევ, არაა საერთო ჩემსა და მას შორის, მაგრამ არც მე მომიგონია, არც ის არც ის, თვითონ შემიძვრა, თუ მე, არ ვიცი, ვერ ვიტყვი დანამდვილებით, ვინ ვის შიგნითაა, ან ისიც ისიც იქნებ, ვხუმრობ ისევ ისევ, და ისევ, უკან მიმაქვს ყველაფერი რაც ვთქვი, ვამბობ მე, ავტორი (გაიგე აქ, მკითხველო, დაუგდე ყური, როგორ ვაკუებ) (გაიგე?) ესეც, უკან, ყველაფერიც.
 
 
 
[რაც მოჰყვება არის პროზაული კომპოზიცია, ერთგვარი მცდელობა, რომელიც მე დავწერე მთავარიგმირის სახელით, მისი პირით, მას დავუწერე, მოკლედ, და რომელსაც ჰქვია ღამეში შესასვლელი და მე მას მხოლოდ, ყოველთვის, დღისით ვწერდი]
 
 
ღამის შესასვლელი
 
 
მიყვარს ღამე, ქუდი ყოველი დღის.
ღამე, ღამე დღისა, ერთი დღიდან მომდევნო დღემდე.
(ჰუიდობრო)
 
 
 
   ერთი სული მაქვს, როდის ვიქნები ღამის მეორე მხარეს, როდის გავალ ბოლოში, ყველაფერი, რაც კიდევ შემეძლო, უკვე მივყიდე სიცარიელეს, მის სიჩუმეებს, ღამის ყველა ინსტრუმენტი, ყველა ელემენტი, ყველანაირი მოკაზმულობა, ყველა ხელოვნური განათება—ღამის სირცხვილი—ყველა ყალბი ვარსკვლავი ყალბ ცაზე ქალაქის თავსზემოთ, ჩაქვრა, გაქრა, აიხედე, ირმის ნახველი, ყველაფერი, და კონსტელაციები ამაღამ დაეშვნენ და მოიკალათეს ქალაქის ყველა მიუსაფარ წერტილში, ყველა ქუჩის კუთხეში, ამ სპირალებმა, ყველა შესახვევში, ყველა ბაღში, რომლებიც ვიცი ზეპირად, ყველა მათგანში მეძინა თითოჯერ მაინც თითო სიმთვრალე, ჩემი ხელისგულის ღარებზე წავიკითხავდი ყველა მათგანს, წავიკითხავდი თვალდახუჭული, წავიკითხავდი ამ სიბნელეში, ამ ნიშნებს, მაგრამ რატომ, რისთვის, ნიშნები იყვნენ, მაგრამ არ ნიშნავდნენ არაფერს, არ მეუბნებოდნენ არაფერს, არ ლაპარაკობდნენ, აღარ, საუკუნეა, ან არც ულაპარაკიათ არასდროს, არასდროს არცერთს ხმა არ ამოუღია ამაღამ, არასდროს, ამაღამ, არასდროს ამაღამ. . . .ღამე ქალაქში. . . .ღამე არსად. . . .მერამდენედ მე ისევ და ისევ აქ, აყუდებული ღამის კედლებზე, ო როგორ ვუხდებოდით ერთმანეთს, უნდა გენახეთ მე და ის ერთად, მაგრამ დიდი ხანია, რაც ფეხი ამოვიკვეთე ღამის ადგილებიდან, მათ აღარაფერი ჰქონდათ ჩემთვის, აღარაფერი სათქმელი, აღარაფერი მისაცემი, და ისედაც, ნამდვილი ჭეშმარიტება ყოფილა, მართალი ყველა, ვინც ამბობდა რა ხდება ამ ადგილებში, ვინც ჩაიხედა ღამეში, შევიდა შიგ და გვითხრა იქ რა ნახა, და მე? მე მემგონი ზედაპირებს ვერასდროს გავცდი, ორ ნაბიჯში მღლიდა გრძელი გზა, ვერასდროს გავცდი ამ სილამაზეს, რომ დამენახა რა ხდება მიღმა, ამ სილამაზეს, მწარე ლიქიორს, ტკბილს და მწარეს, რომელიც შემეძლო, მომეწრუპა მხოლოდ ერთი ყლუპი ერთბაშად და მერე უნდა შემესვენა, მერე შემეძლო, ხანდახან, მესმინა მისი კისკისისთვის, მეყურებინა მისი დაშაქრული სახისთვის, ეს ღიმილი, შემზარავი, ყალბი, მადისაღმძვრელი, ცუდი, და მდაბალი მე ჩემში, შეიძლება, რომ ფიქრობს ამ მოგონებას, ფიქრობს, როგორაა შესაძლებელი, როგორ დავიწყეთ იმით და დავამთავრეთ ასე, რომ იდგა ის იქ, ასეთი ამაყი, არ მიმიკარებდა და ზედ არ შემომხედავდა, გარდა დამცინავი ღიმილით, და ახლა მე, თუ სადმე შემხვდება შემთხვევით, შემიძლია მივესალმო მხოლოდ ნახევარი გულით, მაგრამ ალბათ არც მივესალმები
 
 
   და როდის ვიქნები, ბოლოსდაბოლოს, ღამის მეორე მხარეს, გავიგე როგორ ვთქვი, როდის ვიქნები ღამის მეორე მხარეს, ის ცოტა, სულცოტა, რაც კიდევ დარჩენილიყო ამ ნახევრიდან, შემომიძვრა ცხვირში, მე ის შევიტანე, შევისუნთქე ორივე ნესტოთი, განსაკუთრებით ერთერთით და მეორეთი ნაკლებად, რადგან უძრავი, მძლავრი სურდო დღემდე მიბრუნდება ასე, რიტუალურად, წელიწადში ერთხელ ამ პარადოქსულ დროს, ამ სიორივისას, მაგრამ ცალიც საკმარისი იყო, რომ ამ ღამის ჰაერს ეცნობებინა ჩემთვის, რომ ახლახან იწვიმა, და ეთქვა რომ ახლა გაზაფხულია, ვიცი, მაისი, პირველი თვე ჩემ ამ არსებობაში, უკანასკნელი თვე, და მე, მყიფე ნავი როგორც პეპელა მაისში, ჩამავლო გაზაფხულმა ყელში, მე ვიცი მისი სახე ახლოდან, ვიცი მისი სუნთქვის ხმა ჩემ ყურებში, პირველი რაც ვნახე, მეთვითონ ვარ გაზაფხული, და ეს მრისხანე პოეტები, რომლებიც ვისწავლე ზეპირად, რომ მიმომეფანტა მათით ეს ბინძური იატაკი, ვატარე გულით, ვასწავლე ზეპირად ჩემი ფურცლების ზღვის გულს, ეს პოეტები, მათი სიმართლე მათი ამბოხი მომყვება კიდევ თუ მიმატოვეს? როგორ მივატოვებ მე ღამეს ამაღამ
 
 
   და როდის, ღამის მეორე მხარეს, და სად, და როგორ, გავიგე ჰკითხა ჩემმა თავმა მეს, ან უბრალოდ თქვა, თავის თავს უთხრა, უპრობლემოდ ჩემს გარეშე, უჩემოდ იოლას გასული, შემიძლია საერთოდ ოთახიდან გავიდე როგორც ჩანს, და თუ ვინმე გააპროტესტებს ჩემი თავი არა, არცკი, ვერავინ შეამჩნევს რომ აღარ ვარ, ვეჭვობ, ვერავინ შეამჩნევს, რომ ოთახში ერთით ნაკლები მეა, დასანახი არაფერია, არაფერია დანახვადი გარშემო, მაგრამ, ვგრძნობ, არის ერთი-ორი რამე, რასაც შემიძლია შევეხო, რასაც შეუძლია შემეხოს, ისიც ისიც, და პირველი, რაც ჩემ ხელს ხვდება და რასაც ხვდება ჩემი ხელი (მარტივი ფიზიკა: შემეხები შეგეხები), მას მერე რაც აზრი ხვდება ჩემ ფიქრს ჯერ, ჩემი ჯიბეებია, ან ერთ-ერთი, რომელიმე, არ ვიცი, მარცხენა მაგალითად, არ ვიცი რატომ ან რა პრინციპით, უბრალოდ, ალბათ, რომელიც ჩემი ორი ხელიდან უფრო მზადყოფნაშია იმ წამს როცა აზრი ფიქრს ხვდება რომ ადგეს და გაეშუროს ჯიბისკენ—ერთ-ერთი ორი ხელიდან, არ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუმცა, მემგონი მარცხენა, ან მეორე, ან სხვა რომელიმე, უბრალოდ რომ ერთ-ერთი მზადაა, დატოვოს უმოძრაობა ანდა პირიქით (მარტივი ფსიქოლოგია: მითხარი ჭიქა სავსეა თუ ცარიელი მე გეტყვი რა თქვი სინამდვილეში), ერთ-ერთი გართული თავის წვრილ-წვრილ საქმიანობებში და არ სცალია, სანამ მეორე მოცლილად ეკიდა მხრიდან ვერტიკალურად დაბლა—თუ გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, იმასაც, რომ ვერცერთი ხელი სინამდვილეში ასე ვერ იქნება განლაგებული, ვერ იქნებოდა იმწამს და ვერც ვერცერთი ასე სულმთლად მოცლილი და უსაქმოდ, რადგან, ბუნებრივია, ცალ ხელს უწევს კალმის ჭერა ხოლო მეორეს – დააწვეს რვეულს და გაამყაროს მისი სიმტკიცე, რომ არ შეეძლოთ, მართლა, ასოებს და სიტყვებს, უბრალოდ გასეირნდნენ სადაც მოუნდებათ და ეგეთები, რადგან საფრთხე არის, საფრთხე არის არის, არსებობს, ნამდვილად ნამდვილად, სულმუდამ, ეს სიტყვები, სიტყვები, თუ შეუძლიათ, წიხლებს იქნევენ და მუშტებს, თუ შეუძლიათ, თუ და როცა, სიტყვები, ჩალად ჩემ პირში—და მაშინ დაბლა, ვამბობ, ერთ-ერთ ჯიბეში ერთ-ერთი რომელიმე ხელი, ჩაძვრა, ჩაყვინთა, ჩავაწვინე და დიდხანს გავაჩერე იქ—და ისე, იცით, ასეთი ჯიბეები, ღრმა დიდი ჯიბე-გუბეები ძველებური პალტოების აქეთ-იქით, ამ უასაკო კაცის გუბეჯიბეები, რომ წავა მისი ხელი მასში როგორც სუპი თავის ჯამში, კოვზი თავის სუპში, თუ არა, იცოდეთ, იფიქრეთ ამაზე, რადგან, ვერ იტყვი წინასწარ, შესაძლოა ჯიბეები გამნიშვნელოვანდნენ, ჰო?—იმიტომ რომ, ვამბობ, იმ გუბურის მოპეშვვას, რაც იქ დამხვდა, ამოლაგებას და ცხვირწინ დაყრას აზრი არ ჰქონდა, არ ექნებოდა, ცხადია, თუკი ვთქვი, რომ არაფერი ჩანს და ვერაფერს დაინახავ, ვერაფერს ვერაფრით, ამიტომ გავაჩერე იქ ერთ-ერთი ხელი ჩემი, ერთ-ერთი კიდური გამობმული ამ ტანზე, და მიეცა ისიც, თავისით, უჩემოდ, გამოკვლევას, რის მერეც მომიბრუნდა და მეუბნება, ეს ყველაფერი, რაც იქ ვნახე, მითხრა, რაც იქ დამხვდა, ეს ნაყარნუყარი ზღვა რომ გამორიყავს ხშირად ნაპირზე, ეს თითქოს უსარგებლო რამეები ნამდვილად, ყველაფერი არის გამოცლილი, ფუნქციადაკარგული, დამტვრეული, გატეხილი რომელიმე გაგებით, კოლოფები – ცარიელი, ბოთლები – დამსხვრეული, და სულაც ეს გაუგებარი მოხატული კვერცხი, რომელიც აგრეთვე გამიტყდა ჩემს თავში და რომელმაც სიდერული სითხე გამოუშვა შიგნიდან—ფრთხილად, არ დაისვარო!—ეს ყველაფერი, ბევრი არაფერი მაგრამ რაც, ეს ყველაფერი არის ყველაფერი რაც გაქვს რაც გექნება იმისთვის რომ ღამე გამოიგონო სანამ
 
 
   და როდის, და როგორ, მაგრამ არა, არა, გეყოფა, შეეშვი, მაგრამ როგორ, როგორაა შესაძლებელი, რომ ყოველთვის, როცა, ზუსტად როგორც ენგელის იმ ძველახალ, პირველახალ, ბოლო-ძველ ან სადღაც შუაში, სიმღერაშია, რომ არასდროს ღამე არაა რომ ვკვდები და ზუსტად, მეც მაგას ვამბობ ზუსტად, და რატომ, რატომ არ შეიძლებოდა, ყოფილიყო ახლა ზამთარი, ჩემი უკანასკნელი, ზამთარი ჩემი ძილისპირულისთვის, და რატომ უნდა ვგრძნობდე ამდროს როგორ შემოაბიჯა, როგორც სადაცაა შემეხოს ზაფხული თავისი მკვლელი სუნთქვით, თავისი მადებილებელი სიცხით, თავისი შემზარავი მზეებით, მტანჯველი მისი დღეთა სხეულების ყველა წერტილში, როგორ თითქმის უკვე შემოვიდა ოთახში, როგორც შემოდიან ჩამოწოლილი გრძელი ჩრდილები თუ შუქს აანთებ ღამით—და აი კიდევ, ღამე, შუქი, რაც მინდა არაა, რაც მინდა არ ვარ, ყველაფერმა რაც მინდოდა დამტოვა, დატოვა ოთახი, ზამთარი, ვამბობ, ზამთარი, რატომ არ უნდა იყოს ახლა ზამთარი, როცა შეიძლებოდა, რატომ ხერხდება მარტო ზაფხულში, გავჭრა გული და ჩავიხედო, მე, რემბო მინუს პოეზია, როცა (ზამთარში, ან შემოდგომაზე თუნდაც, შემოდგომაზე მე შენ გაქცევდი ხელოვნების სულად, ჩემს შედევრად, პოეზიად, მუსიკად და სიტყვებად გულის ყურებისთვის, შემოდგომაზე, ან ზამთარში, მე მიყვარდა, მეყვარებოდა ახლა შენი ყურება, იმ მომავალი ზამთრის დილით როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები, მე მეყვარება, ვუყურებ უსასრულოდ, როგორ მიედინება რამდენიმე ტალღად შენ ხელებზე, შენი თითქმის გამჭვირვალე, თეთრი-თეთრი, თხელი-თხელი კანის ქვიშაში ჩემი ლურჯმწვანე ვენები, რუებად და ნაკადულებად, და სიყვარულის ნავები მათში, მე მათ დავლევდი, და შენი თვალები, შემზარავი თითქმის, თუ შევხედავ ახლოდან, როგორ ფეთქავენ შენი თვალები შურიანი, გადარეული მზის შუქზე, ფეთქავენ, ფეთქავენ, მიმარცვლავენ სიყვარულს) ზამთარში ისე ბუნებრივი იქნებოდა, ისე ბუნებრივი ჩემი ჩაცმულობა, სეზონსამცდარი, ისე ბუნებრივი ჩემი საქმიანობა, ბუნებრივი მარტოობა, თუ შესაძლებელია ასეთი რამე, და ისე ბუნებრივი მთლიანად მეთვითონ, რომ არსებობდეს ასეთი რამ, ასეთ რამეს რომ ეარსება, გაიხარებდა, იყვავილებდა გასულ ზამთარს, წუხელღამგასულზამთარს, მე მასავით ბებერი, მასავით უდროო, სავსეფუყე, და მაშინ შემეძლებოდა, ვიცი, შემეძლებოდა ვიცი, ვიცი-არვიცი, შემეძლებოდა მემღერა ჩუმად, ბოლომდე, ეს ჩუმი სიმღერა, შემეძლებოდა ვყოფილიყავი ზუსტად ის, რაც ვარ, უბრალოდ, პირდაპირ, მართლა, ფუ, რა საშინელებაა, კიდევ კარგი
 
 
   ბნელი დღე ზურგსუკან ბნელი დღე ცხვირწინ, და ჩემი თითები, ჩემი დაგრეხილი მანდრაგორა თითები, ცოტათი უფრო წინ, ვიდრე ცხვირი ჩემი, ანუ შუაგულ სიბნელეში, და მიმაკვლევენ წინ, წინ, სანამ დამატყდებიან, საითაც მიდის ყოველთვის ყველაფერი, სანამ, შევძლებ, ვფიქრობ, გადავდგა კიდევ ორი-სამი ნაბიჯი, კიდევ ორი-სამი ნაბიჯი ღამის მეორე მხრისკენ, არა, მეორე ღამისკენ, მანამდე—ტყუილი უნდა იყოს, რასაც სიბნელეზე ამბობენ, რადგან კვებავს ის აგრეთვე ჩვენს ახირებულ ტვინებს, ფიქრებს ჩვენი ყურების გარშემო—შემიძლია მიხაროდეს მანამდე, ვიამო, რომ ერთადერთი რაც დანახვადია, რაც გარჩევადია, რაც ითქმის, არის ის, რითაც წარმოსახვა დამისახლებს ამ სიბნელეს, ჩემი წარმოსახვის ცუდი განათებები—ბოლო ჩემი ზედმეტია, ყველა ჩემი ზედმეტია—წარმოსახვა, მერე, რა, კარგია წარმოსახვა? წარმოსახვა, ვფიქრობ, მეჩვენება ხანდახან, შეიძლება იყოს სიბნელის სატრფო, ღამესმითხოვილი, ანდა ტოტი სიბნელის ხეზე, არა, დავკარგე, მაგრამ ჰო, და ყველა, ვისაც წარმოიდგენ, ვინც კი ოდესმე წარმოიდგინე, დაგიბრუნდება ამ საბოლოო სულის სიბნელეში და დალევს შენს სისხლს მისთვის, და შენ იტყვი, იყვირებ ან ამოგეყვირება მუდარით, მაგრამ როგორ, როგორაა ეს შესაძლებელი, არ მესმის, არ მესმის ღ—ო, არაა ეს ჩემი ბრალი, არაფერი, არცერთი ამათგანი, არამედ მთელს რომ მე გამოაკლო, რაც დარჩება, იმის ბრალია, მაგრამ არა, არ ესმის არავის, ან რა გინდა რომ გითხრათ, ან შენ არასდროს არაფერს მეუბნები, ან რისთვის მოხვედი ჩემთან, შენ ჩემთან რაღაც მიზეზით ხარ, მოსული რაღაც მიზეზით, ან ვინ გგონია რომ ვარ, გგონიათ ვიცი, მართლა, გასასვლელი კარი? გგონიათ, რაღაცაა რაც შემიძლია ვქნა? თქვენთვის, ჩემთვის, გგონიათ, ვიცი, სად მიდიან მკვდარი სიზმრები, მას მერე რაც კვდებიან, ვიცი რა ემართება, რა მოვუხერხო, მკვდარ წარმოსახვას? სიზმრები, როცა კვდებიან, წარმოსახვა, როცა კვდება, სულები, რომლებიც კვდებიან—რა საერთო აქვთ, გამოიცანი
 
 
   მერე ლაპარაკს ვიწყებ, ვჩერდები, ისევ, ვლაპარაკობ და ჩუმად ვარ, სათითაოდ, ერთდროულად, ერთიმეორეს მიყოლებით, ერთხმად, ასე, ვლაპარაკობ და ვდუმვარ ერთხმად, ხმა და ხმა, და ხმა, მაგრამ ცდებიან, ვინც ამბობს რომ ხმაა ყველაფერი, მდუმარებაა ყველაფერი, ან, და ან, და ან, ან და, ცარიელი ხმები აღნიშნავენ მომდევნო დადუმებებს, სიტყვის ბლოკებმა აღნიშნონ მაშინ ლაპარაკის დაწყება და კიდევ ლაპარაკის დაწყება და კიდევ, არა, სიტყვათა ბლოკები ამ ფურცლებზე მდუმარების აღმნიშვნელია ხოლო სიცარიელეები მათ შორის, როგორც რუები ან წყაროები, მილევადი, მიმქრალი ნაკადულები, აღნიშნავდნენ ჩემი სიტყვების, მეტყველების ნაკლულ დინებას, არა, პირიქით, ან პირიქით, და არა, პირიქით და არა პირიქით, და მერე ვიწყებ ლაპარაკს, ლაპარაკი ჩემი პირიდან იმაში რაშიც ჩაედინება თუ გაედინება, იქ, სადაც, როგორც ჩაი გიჟმაჟ მექუდეებთან ჩაიდნიდან ფინჯნებში უსასრულოდ არასდროს თუ როგორ ჩაის ფინჯნებში ჩაის ყურებში მაგრამ ჩაის ფინჯნები ყველა მათგანი გაბზარული ან გატეხილი ან დაზიანებული ასე თუ ისე ისე რომ არ აივსოს არასდროს პირთამდე და ოდნავაც არ და ვერ გადმოვა ვერასდროს ვერასცდება ვერცერთ ყურის ნიჟარას რომ შეეხოს იქიდან სამყაროს და ჩაიღვრება პირიქით ნესტოებსა და ყელის ღრუში შეეყრება ყველას ვინც მომისმენს ჩემი სიტყვები როგორც სურდო და შემოვალ ყურიდან თუ ყურს დამიგდებ მაგრამ ყურის ფინჯანს არ გავავსებ არ ვაპირებ და ვერც ვერავინ დალევს მათგან ვერავინ ვერაფერს ყველა მათგანი როგორც ვთქვი დაბზარული დალეწილი ყველა ეს ყური გადასაყრელი
 
 
   და რა ყურს ვეძებდი, რომ ჰქონოდათ? ფიქრისყურს, ყურყვავილს, ყურს რომელსაც კედელი გამოიბამს თავისი მდუმარებისთვის, ხეების ყურებს, რომლებითაც უსმენენ ჯოჯოხეთის ბუნებრივ გამოხატულებებს, ეს დიდი, ღრმა, დამპალი ყურები, ყურფუღუროები, თუ ფუყუროები, რომ დაიტევდნენ ცეროდენას მთლიანად (ცეროდენა, შეიძლება, გამოჩნდეს მერე, ხეები აღარ), მეორე ყურებს, რომლებსაც იბამდნენ ჩემი ყურები თავიანთ ღრმულებში, იბამდნენ ყოველღამ, რომ გაეგოთ უღრმესი ხმაური, რომ არ გამეგო რას ნიშნავს სიჩუმე, და სიჩუმის ყურებს, რომ ანულირებენ საკუთარ სიჩუმეს, და ღრუბელყურებს, უმშვენიერესს, რომ იფურჩქნებიან ყვავილკომბოსტოდ ცის ჰაერებში, სილურჯეც კი არ შეიძლება იყოს სადმე ისე ხარბად, როგორ პოლოკთან, ამბობენ ისინი, ვარსკვლავყურებს, სიდერულებს, ასტრალურებს, ციცქნებს, როგორც რომელიღაც გოგოსი, რომელიც იოლად მალავდა მათ თავის თმებში, რომლების ხვრელშიც არ შეეტეოდა ჩემი ცერა არც ენა, ამ გოგოს თითქოს ყური ჰქონდა იქ სადაც სხვა გოგოებს ანუსები, თუ უნდა მეთქვა პირიქით, თქვი პირიქითაც, ჯერ ბევრი დრო დარჩენილი ღამის მეორე ბოლომდე, თუ უნდა მეთქვა, და რა უნდა გეთქვა, განვაგრძობ, ჯერ ბევრი დრო, ვარსკვლავყურები ჯერ არ შეიბერტყებიან, მათ აღარ ახსოვთ როგორ გვისმინონ, როგორ ხდება ან ჩვენ არ ვიცით რა როგორ ვთქვათ ან რასაც მე ვამბობ მივა მათამდე მიაღწევს მათთან ვარსკვლავური წლების მერე, მათ გადაღმა, და ამდენივეს მანამდე, გუშინ დილით, ან გაისად, ვარსკვლავგაისად, როცა უკვე მკვდარი ვიქნები, თუ ასეთი მართალი ვარ მე, გამქრალი რამეების კრუპიე (იხ. croupir), როცა ვამბობ, მესიედამ les jeux sont faits, ils ont été fait avant avoir etre, შეგვიძლია აღარც გავინძრეთ, ყველაფერი რასაც ვიზამთ ან ვიზამდით უკვე მოხდა, ასე ვთქვათ, მოხდა ხვალ დილით, ასე ვთქვათ, რაც მახსენებს ყველაფერს რაც ვქენი და ყველაფერს რაც არ ვქენი ზუსტად იმდენადვე რამდენადაც პირველები: ყველაფერი რაც ვქენი და არ ვქენი უკვე მოხდა უკვე დამთავრდა უკვე მორჩა და ყველაფერი რაც მივიღე სანაცვლოდ, ჰა? რადგან ნამდვილად აუცილებელია ხანდახან, მძღნერს თავში ჩააყოფინო ძაღლი, ხანდახან, ჰო? ჰო, მართალია, მე ვთქვი ყველაფერი რაც მინდოდა მეთქვა ადამიანებზე და სხვა არსებებზე, და რაც ვარსკვლავებს უნდოდათ ეთქვათ ადამიანებზე და რაც სხვა არსებებს უნდოდათ ეთქვათ ადამიანებზე, ვთქვი, ყველაფერი ხეებზე, ყველაფერი ღრუბლებზე ყველაფერი მწერებსა და ყვავილებზე და მათ თქვეს ყველაფერი ჩემზე ყველა ამ ადამიანმა და არსებებმა და ხეებმა და ღრუბლებმა და მწერებმა და ყვავილებმა (რომელი გამომრჩა?) (გამოგრჩა ყველაფერი, დეზოლე) ყველა მდინარემ ყველა ქალაქმა ყველა ნივთმა და საგანმა ნიავმა და რამარა და ყველა ბუნებრივმა რაღაცამ ყველარაფერმა რომლებიც ასახლებდნენ ჩემ სიზმრებს გაუთავებლად იპყრობდნენ ჩემ სიზმრებს ისადგურებდნენ ჩემ სიზმრებში ყველა ამათგანმა თქვა ყველაფერი ჩემზე ყველა ამათგანმა მთქვა მე ყველამ ნაირნაირმა მთქვა ნაირნაირად თუ ცხოვრება სიზმარია თუ სიზმარია ყველაფერი და სიზმრებიც მხოლოდ სიზმრები (გმადლობ კალდერონ) მაშინ სიზმრობს მგონი ვიღაც მკვდარი ან უძილობიანი ან არა არა ყველაფერი მაგრამ ეს სიზმარია—ეს: ცხოვრება? ეს: არსებობა? ეს: სამყარო ეს? ეს: დაბადება და სიკვდილი? ეს ეს ეს არა სიზმარი რომელიც არავისთან მოვა (ღ— ალბათ სადმე უნდა გახსენოთ?) ღმერთი არსებობს, ვთქვათ მაშინ, მე ის ვნახე ერთიორჯერ, და არ მომეწონა რაც ვნახე, არა, მერე, ღმერთი ვიცი, ვიცი ზეპირად, და ჩემი სიტყვები, სიტყვახმლები, მომართული შენი განადგურებისკენ, ო სამყარო, ღმერთო, ო, ჩემი სამყაროები, ჩემი სიტყვასამყაროები, გამოგონილი შენი სიტყვასამყაროების გასანადგურებლად, და, პაღტან, თვითგასანადგურებლად, ეს სამყარო შენ სიზმარში, გააქრე ღმერთო ეს სამყარო როცა გაიღვიძებ, გაატანე დავიწყების წყლებს, და გაიღვიძე მალე, როცა გეტყვი, ამას მოვრჩები და გაიღვიძე, მოვრჩები ამას სულმალე, ხუთწუთში ჩემი ყურის მდინარის დროით, დროს ვინიშნავ ვითვლი ხუთამდე, ერთი თუ დღაი კატღ ჩინკუე (მისსპელდ ოლ), თვალებს ხუჭავ და გაახელ როცა გეტყვი, ბარათს გიტოვებ საწოლის პირთან, რომ გაიღვიძებ დაგხვდება, ნახავ, მე მომეცა იდუმალებათა ნარჩენები გასა(დანარჩენი არ გაირჩევა, გასახსნელად? გასასეირნებლად? გასახრწნელად?) როგორც ძვლები სახრავად, მე, რომელმაც ვცადე სერაფინიზე უკეთ, რომელიც დავმარცხდი სერაფინიზე უკეთ, დამეწერა ყველა ჯოჯოხეთური გამოვლინება და გამოხატულება ყველაზე ჩვეულებრივ საგნებსა და რამეებში, ჩემი ყურის ტალღებში შექმნილი მათ დასაჭერად, ჩემი გონება ჯოჯოხეთური რადიოა, რადიოჯოჯოხეთი, მე მათ ვიჭერ ამ ტალღებს მიმაქვს ყველასთან თუ მომისმენენ შემაქვს ყველა ყურში (მე ვცადე შემექმნა მთელი ანტი-კაბალა მთელი სიკვდილის ხე და შეიძლება, ვფიქრობ, ვცადო კიდევ ერთხელ) მაგრამ რომელი რომელი რომელი ყურები შენი ყურები გამქრალო ადამიანო არარსებულო ან რომელიც არ დაიბადე თუ არ დაიბადები არასდროს შენთვის ვიმღერებ მაშინ ამაღამ ვიმღერებ მაშინ ბოლო სიმღერას ყველასთვის რასაც ასცდა სიცოცხლე მძულს სიცოცხლის ყველა ფორმა ყველა მისი მეანდრი მის ყველაფერში ბალახი რომელიც თავის ცვარყურს ცქვეტს ამ ღამის დილით როცა ვღრიალებ ვღრიალღიღინებ და ჩემი გული მოძრაობს თავის შეუცნობელ გზებზე სანამ გზას დაუთმობს მასამოფარებული ჩემი სულის აკორდეონულ მოძრაობას მოსულს წარღვნად წარმოსახვისა და მეხსიერებისთვის—ერთადერთი რაც ვარ—ყველაფერი რაც არ ვარ აღარ ვარ არ ვყოფილვარ არასდროს იქნება მალე იქნება ერთხელაც ერთადერთი რაც ვარ
 
სიზმარ-მეხსიერების ბაღი, დაკარგული ჭეშმარიტი წარსულის საიქიოში (თქვა, ასე, ბაშლარმა) და არა მე
და არა მე
 
 
   მე ჩემი ყალბი საწოლი მივაჩოჩე ცის პირთან ღამის კიდეზე—ტარაბისკოტული ღამე, კ’სე შუეტ—რომ იქიდან დამენახა ვარსკვლავები და მათ დავენახე იქიდან მოხატულებს ლურჯგამჭვირვალე ღამის საფარზე მაღლიდან დაბლა და ფეთქავენ ყოველწამსახლები არ დაივიწყო არაფერი მეუბნებიან არ დაივიწყო არცერთი არაფერი რაც გაჩვენეთ არ მიეჩვიო არასდროს არაფერს არის რასაც ამბობენ ვარსკვლავები ყოველთვის ყოველთვის ერთი და იგივე მაგრამ მე თქვენ ვეღარ გკითხულობთ აღარ მესმის თქვენი მდუმარე ჩურჩული დამავიწყდა თქვენი ენა დამავიწყდა როგორ გისმინოთ ახლა ვიცი მხოლოდ ჩრდილების ენა ისინი მიწერენ მკარნახობენ წერენ ამ სიტყვებს ჩემს ნაცვლად ჩემი ხელის ჩრდილი ამ ხელოვნურ განათებაზე იქნება ყოველთვის უფრო ახლოს ფურცელთან ვიდრე ნამდვილი თუმცა აღარ ვიცი დიდი ხანია რა რის მერე მოდის ან წინ რას რა უსწრებს პეპელა ჩემ თმებში ჩემი თმები თავისქალა გუმბათად კოსმოსისთვის თანავარსკვლავედები ვარსკვლავები ღამე მწვანე ღამის პეპელა
 
 
   ყველა სილამაზე ყველა სხეული ყველა ეს გოგო ქცეული ჩვეულებად, გოგო, რომელიც ვახსენე ზემოთ, რომლის ზამთრის კანზეც ვენები მიედინებოდნენ ლურჯ და მწვანე ნაკადულებად და მისი წყვილი ციური სხეული, ეს ორი მანათობელი, როგორც ნარკოტიკი სახის ცენტრში—იქცა, იქცნენ, ჩვეულებად—და ზამთრის ხეები ალქაჯის მაჯებზე, ლამაზი ზამთრის ხელები, ცნობილი ზამთრის ხეები, მან არავის უთხრა მათი მნიშვნელობა—თუ რა საათის ისრები იყვნენ—არავის უთხრა, იცოდა ყველამ, იცოდა ისედაც, და თმატირიფები მის თავზე დასტიროდნენ ჩემ სიშიშვლეს კაბად ფარავდნენ მას, მისმა ჭამ სვა ჩემი თესლი ღამე არ გაიღო, შავი ბუჩქები და მიწაყრილები მის ან სხვის ფეხებს შორის მე დავღეჭე სანამ ჩემი თვალები ეფერებოდნენ, ჩემი წამწამები, ჩემი თმები, მის მუცელს, ჩემი თითები ჩემი ხელები ეჭიდებოდნენ მისი ხეების ტოტებს რომ არ დავეხრჩვე მორევს იქნებ არ დავიღუპო ამაღამ აქ, ხელს უშვებდნენ, მუშტებს კრავდნენ, ხელებს შლიდნენ, რომ დავეხრჩვე, ბოლოსდაბოლოს, იქნებ ინებო დამღუპო ამაღამ, ჭა-მიღე თან სადაც მიდიხარ შემდეგი წამი იქნება გულცივი, მომდევნო წამს იქნები ჩვეულება იქნები ვარსკვლავები, და გოგო, რომელსაც ხელზე ჰქონდა ალისას ტატუ, ისე, რომ თუ გაშლიდა მას (ხელს), ალისა გაიზრდებოდა, თუ მოკეცავდა, დაპატარავდებოდა ალისაც, ზუსტად როგორც წიგნში, ზუსტად როგორც წიგნში მე ჩავუვარდი კურდღლის სოროს მასთან, მის ძირას, მის ფსკერზე, და მაფიქრებს ის თქვენზე, მომავლის გოგოებო, რომ მოგმართოთ თქვენ, რომლებიც გაიზარდეთ, როგორც ყვავილები ან როგორც ბალახი იმ მძღნერზე, რომელიც დაგიტოვათ ჩემი დროის ქალთა მოძრაობებმა, რომ მოგმართოთ ამ სიტყვებით თქვენ, მე, დაცემულმა, მანკიერმა, უბედურმა და ეულმა, როგორც იყო ლუის ქეროლი, როგორც ის იყო დაცემული-მანკიერი-უბედური-ეული, მოგმართოთ, შემიყვარეთ მე, რომელსაც, როგორც ლოტრეამონს, მინდა მხოლოდ ის, რომ წაიკითხოს ჩემი სიტყვები 14 წლის გოგომ, შემიყვარე, შენი წყვილი თითით კლიტორის გარშემო შენი საშოს ზღურბლზე, გიყვარდე ახლა.
 
 
   მალე ვიქნები, მაუწყებს ზოგიერთი ნიშანი, ღამის ბოლოში, კიდეზე და სულს დავუტოვებ მომავალ განთიადს და განვაგრძობ, გავაგრძელებ უმისოდ, მაგრამ ისევ ისე ბნელა, არცერთმა ილუზორულმა სინათლემ არცერთმა ყალბსკვლავმა არცერთმა არაფერმა არ მიმითითა არანაირი მიმართულება, არანაირი გასაღები არ მომცა არცერთმა, რაც ნიშნავს, როგორც ჩანს, რომ მომიწევს აღვჭურვო ჩემი ბრაზი და სიძულვილი მოთმინების მოსართავით, night is long night is young, მატყუებენ თუმცა ვიცი, მალე ღამე აღარ იქნება, ღამე არ ღამე, მე კი ჯერ ვერ ვისწავლე ვერცერთი სიტყვა, ვერ ვთქვი ჯერ ვერაფერი, და შეხედე, დაუბრუნდი და გადაიკითხე ყველაფერს, რაც დავწერე, ამჩნევ ამ სტაკატოებს ამ ტრემოლოებს ამ ტონალურ გრადაციებს? ხედავ რომ ვიწრო ძაფზე დავდივარ ისე თითქოს თან თვალები მქონდეს ახვეული? გეცნობა ეს ხმები და იარაღები? ზოგი თვლის მათ კონტრაბანდად, უკანონო იმპორტად, სატანურ ნახარშად და აკრძალულ სასმლად, თვლის, რომ მე ისინი ფრანგებისგან ვისწავლე, ზოგი – ამერიკელებისგან, ზოგი – ირლანდიელებისგან და ზოგი ვისგან, ზოგი თვლის ზოგი ამათგან ზოგი იმათგან ზოგი იმათგან და ზოგიც, კიდევ ერთხელ, ვისგან, თითქოს მკითხულობენ ღია წიგნივით—ყლე ბაზარი: რომ არ მესწავლა არცერთი ღამე ჩემი დემონების სკოლებში, მივიდოდი მაინც ისევ იქ სადაც მივდივარ სადაც ვარ სადაც ვერ მივალ ვერ მივედი არ ვარ    მაგრამ ღამე ნელ-ნელა ინათებს თავს სიუცხოვით საუცხოოდ ქვრება ნელ-ნელა სიბნელე და მე ისე მეჩქარება     ყველაფერს რაც უნდა მეთქვა და ვერ ვთქვი ვეღარ ვიტყვი ვეღარასდროს        გასული ღამე არ ამედევნება
 
 
 
 
 
ღამის გასასვლელი
      ქურთუკი დაითრიე
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული