ადამიანები ეგუებიან, რომ შეგუება გარდაუვალია.
გრძნობების ნასახლარზე ხშირად იბადება ხოლმე რაღაც,
მაგრამ მერე შენ წყვეტ, ეს მარტოობაა თუ თავისუფლება.
სიყვარულმა კი მარტო სიყვარული არ მყოფნის, რომ სიყვარული ვიყოო.
ხანდახან უყურებ სივრცეებს და ხვდები, რამდენად პატარა ხარ
და რაც უფრო დიდხანს უყურებ, უფრო პატარავდები.
ცხოვრება უფუნქციო გახდა.
ჩემი თავი ხშირად მაგონებს ჩემს მოპირდაპირედ
მეთექვსმეტე სართულზე მცხოვრებ ბიჭს,
რომელიც პერიოდულად გადმოიხედავს ხოლმე ფანჯრიდან და
წამებში ისევ გუშინწინდელ არეულ ოთახში ბრუნდება.
ზუსტად ასე ვუყურებ ხოლმე ჩემი ცხოვრების მიმდინარეობას,
უბრალოდ გადმოვხედავ ხოლმე ფანჯრიდან და რაც არ უნდა ხდებოდეს,
ისევ ოთახში ვბრუნდები.
როგორ უნდა ვიპოვო საკუთარი თავი.
იქნებ ერთხელ შევხვდი კიდეც, მაგრამ ვერ ამოვიცანი.
ან არა.
მე მეცოდება ჩემი თავი.
და მეცოდება იმდენად,
რომ ზოგჯერ ძალით ვმასტურბირებ,
ამ უბედურმა ფიზიკურად მაინც იგრძნოს, რომ არსებობსთქო.
დრო და დრო რაღაცები გვჭირდება, რომ თავი ადამიანებად ვიგრძნოთ.
გულის აჩქარებები, რომლებიც ადრე ძალიან მიყვარდა,
ახლა შესაგრძნობად მეზიზღება.
ერთადერთი, რაც თავშესაქცევად მრჩება, ყველაფრის რომანტიზირებაა.
აივანზე გადმოყუდებული ორსული მამაკაცების მუცლებისაც კი.
და მაინც, როგორ უყვართ და როგორ
ეშინიათ ადამიანებს თავისუფლების.
საკუთარი თავის აღმოჩენამდე აგერ უკვე სამი დღეა დარჩენილი,
თუმცა მესამე დღეს, შუადღის 16:14-ზე
როცა შენს თავს ხელი უნდა ჩამოართვა,
შეიძლება ისევ ფანჯრიდან გადაიხედო და უკან შებრუნდე.
ჩემი ცხოვრების ტრანსოფმორმაციის გადმოსაცემად
საკმარისი იქნებოდა მეთქვა, რომ
ახლა ცრემლების ჩაყლაპვაზე მეტად სპერმის ჩაყლაპვა მსიამოვნებს.
მე ვერ ვსაზღვრავ როგორი იქნება ცხოვრება,
ცხოვრება საზღვრავს, როგორი ვიქნები მე.
ზოგჯერ ღამეებთან ჩემი პაემნები მელანქოლიასთან ამბორით სრულდება,
თუმცა დილა ყოველთვის ერთსა და იმავეს მეუბნება:
„ემოციური ხარ? მაშინ ვერ გადარჩები, გააჯვი.“
ძალიან ბინძურია ჩემი აკვარიუმი და ვგრძნობ, როგორ ივსება ჩემივე ნეხვით.
ეს არ მაწუხებს.
ცხოვრების მეორე მეოთხედზე გადასვლა კი ნიშნავს,
ყლეზე დაიკიდო ის, რომ ყლეზე გკიდია.