ვუძღვნი ჩემს ერთგულ ტელეფონს
დათო
კარგი ტიპი იყო გიოო ესე თქვეს, მაგრამ ეს მერე, მეორე დღეს როცა უბანში მისი მისამართის გაგება ვცადე. მაშინ გაცნობა ვერ მოვასწარი, ზუსტად ჩემ კარებზე აბრახუნებდა და შემომიშვითო ყვიროდა, როდესაც ჩაცხრილეს და როცა კარები გავხსენი სისხლს ფანტანივით ასხამდა, ოთომ თქვა საცერივითაა ეს ჩემისა, ამდენ დირკას სიმენიც ვერ აიტანდაო, მაგრამ მე სხვა რამეზე დავფიქრდი, არა კი არ დაფქირდი, ჯერ იატაკზე დავაწვინე, სასწრაფოში დავრეკე, სანიტრებს საკაცეზე დადებაში და ძირს ჩატანაშიც დავეხმარე, თან ადევნებეულ პატრულის გოგოსაც რამდენიმე კითხვაზე ვუპასუხე და მერე დავფიქრდი. სახლში აბრუნებული და ოთოს თავიდან მოსაშორებლად სააბაზანოში ჩაკეტილი. რაღა მე, ტოესტ რაღა ჩემთან აკაკუნებდა, მაგრამ მალევე მივხვდი რაც მოხდა და მაგრად დავიგრუზე, ალბათ მოსდევდნენ, ეს სადარბაზოში შემოვარდა და გამწარებული ზემოთ ზემოთ მორბოდა, იქ კიდევ ჩემმა მეზობელმა, ახალახანს გააკეთა საკეტი, რომ ვიღაც ტიპებს სახურავზე პლანი არ მოეწიათ და არაყი არ ესვათ და ბაც ესეც გაიჭედა, მერე უკან მობრუნდა და ორი კარები დაინახა, ერთი ხის, აი იმ მეზობლის და მეორე ჩემი, იფიქრა ამ ხის კარებს ტრაკით შემოამტვრევენო და აქეთ შემოსვლა სცადა, მე კიდე ამ დროს ოთოს ბურას ვეთამაშებოდი, ხელში ოთხი კოზირი მეჭირა და პატრა გომის მოსაგებად დავის თქმა და მათი მაგიდაზე დაყრა მჭირდებოდა, ხოდა არ ვიჩქარე, ჯერ აჩოკი დავთვალე, მერე ოთოს დავცინე, ცოტა ხანს ტახტის ქვეშ შევარდნილ ჩუსტსაც ვეტილავე და კარებისკან ფლატუნით წავედი. იქ რომ მივედი ეგრევე გავხსენი , მაგრამ მაგრად დავაგვიანე. აბაზანიდან გამოსულს ცხვირი მიწაზე დამთრევდა, და ოთომაც პატარა გომი სულგრძელად დამითმო. ჩამოვჯექი ფანჯრის რაფაზე, და სამ წუთში დავცალე.
ოთო
ესე თუ დაიგრუზებოდა არ მეგონა. ჩაიკეტა სახლში და აღარ გამოდის. ორჯერ მივედი და ორივეჯერ დაკაკუნებამდე დაიყვირა;- მომწყდი თავიდანო. მგონი მუდმივად კარებთან ზის ,,გლაზოკზე” აქვს თვალი მიწეპებული და სადარბაზოს უთვალთვალებს. არადა სათვალთვალოც რაა. ხანდახან სურიკა, მაგის სომეხი მეზობელი თუ გამოვა გარეთ ან იმის სქელტრაკა ცოლი... არა მეც მეწყინა. ახალგაზრდა ბიჭი ჩაგვაკლეს ხელებში და ისიც კი არ ვიცით რატომ, მაგრამ ესეა ცხოვრება მოწყობილი, ზოგს კლავენ, ზოგს ტყნავენ, ზოგიც ფულს იგებს და თბილ ქვეყნებში მიფრინავს. 90-იანებში არც ეს აკლებდა. ორ კაცზე თვითონ ამბობს გასაღებული მყავსო. ერთი სამზე სხვისგან გამიგია. კიდევაც იჯდა ცოტა ხანს, მაგრამ მაშინ მკვლელობისთვის არავის იჭერდენ და ესეც მალევე გამოუშვეს. საღამოს პანაშვიდზე ავედი. დედა ჰყოლია იმ საწყალს და ორი და. ბევრი ხალხი იყო. წრეებზე დადიოდენ და ტიროდნენ. მე იქვე კედელს მივეყუდე და სიგარეტს მოვუკიდე. უფროსი დის ქმარიც იქვე იდგა, ნაცნობის მსგავსი აღმოჩნდა და ცოტა ვილაპარაკეთ, როცა გაიგო რომ გიო მე და დათოს ჩაგვაკვდა ხელში, გადაირია, სიდედრთან შემიყვანა და ჩემი თავი გააცნო. იმან კიდევ ;-თქვენ არ მოუკვდით ბიჭებო თქვენ დედებს, დროზე ვერ მიხვედით კარებთანო-ასე ამოისლუკუნა და გული წაუვიდა. შემოესივნენ ნათესავები მონღოლებივით. ზოგმა წყალი მიასხა, ზოგმა ნიშადური, ერთმა ყურიც გაუჭრა და მარილი მოაყარა. შევწუხდი და წამოვედი. ის ალბათ უჩემოდაც მოსულიერდებოდა. კარებთან რომ მივედი გარდაცვლილის უმცროსი და მომიახლოვდა, შემაჩერა და მომიბოდიშა -ნუ მიაქცევთ დედას ყურადღებას, ყველას ასე გვექცევა და გიოს სიკვდილში გვადანაშაულებსო. მერე მისვლისთვის მადლობა გადამიხადა და სახლში შებრუნდა. კიბეებზე ჩამოსვლის დროს ორ სათვალიან ბიჭს შევხვდი, ჩემს დანახვაზე სერიოზული სახეები მიიღეს და მომისამძიმრეს.
თამთა
ღამით ქეთიმ დამირეკა. მითხრა გიო მოკლესო. თვითონ გიოს კარის მეზობელია და ვიცი რომ ბავშობიდან უყვარს. ვერ ეგუება რომ გიომ მე ამირჩია და საშინლად ვძულვარ, ამიტომ მეგონა მატყუებდა, მაგრამ მერე ხმაზე შევატყე, ტიროდა და მივხვდი რომ საშინელება მოხდა, პიჟამოზე კაპიშონი შემოვიცვი და გარეთ გავვარდი. ტაქსმა რომ გამიჩერა მისამართი ვერაფრით გავიხსენე და საჭირო ადგილი მიახლოებით ავუხსენი.
ამას კი მგონი ბოზი ვეგონე, ალბათ იფიქრა კლიენტმა გამოიძახა და იქ მიდისო, ამიტომ 40 ლარი შემომთავაზა მინეტში. საქმე არაფერი მქონდა და დავთანხმი. მანქანა ნელა მიჰყავდა, მისვლამდე ორჯერ მოასწრო გათავება. ბოლოს 30 ლარი მომცა, ათი გზის ფული დაიტოვა. სადარბაზოსთან პირში წყალი გამოვივლე და ტირილი დავიწყე. ქეთი კარებთან დამხვდა, გიოს პატრა დაც იქ იყო, დედამისი ტახტზე იდო და მთელი მეზობლები თავს ეხვეოდნენ. მკვდარი ძმაკაცებს საკაცით ეჭირათ. ვერ გაეგოთ სად წაეღოთ. ბოლოს ნაირა დეიდა მოსულიერდა და ოთახიდან გავიდა. მეზობლებმა ტახტი ოთახის ცენტრში დადგეს და ზედ დაასვენეს. სისხლიანი იყო. სამი ტყვია ისევ ტანში ქონდა ჩარჩენილი. ქეთიმ მითხრა მალე მოვლენ და გაწმინდავენო. ტანსაცმელი ერთად ჩავაცვით. პერანგს რომ ვაცმევდი გამეცინა. ქეთიმ მკითხა -რა გაცინებს შე უბედუროო?... მეთქი აქამდე სულ გახდა მიწევდა და ნახე ყველაფერი როგორ შემობრუნდათქო. მერე ისევ ტირილი დავიწყეთ. დილით წამოვედი. ისევ ის ტაქსისტი შემხვდა და ათი ლარი ისევ წამართვა. მივედი თუ არა სახლში მკვდარივით დამეძინა, საღამოს იმ ადგილის სანახავად წავედი სადაც მოკლეს. დიდი უჟმური სადარბაზო იყო, ბნელი, შემეშინდა და გამობრუნება გადავწყვიტე, მაგრამ მერე ლიფტით ავედი მეცხრეზე, იქაურობა ახალი მორეცხილი იყო. ისევ ტირილი ამივარდა. ამ დროს კარები გაიღო და ვიღაც სიმპატიური მამაკაცი გამოვიდა. ერთი ეგ იყო ჩუსტები უტეხავდა, აბერებდა რაღაცნაირად. გამომელაპარკა და როცა გაიგო რომ გიოს შეყვარებული ვიყავი ყავაზე დამპატიჟა. მერე აღმოჩნდა რომ ყავა არ ქონდა და არაყზე გავეგზავნე. მე ცოტა დავლიე, სამი ჭიქა ან ოთხი, იმან ბოთლი ბოლომდე დაცალა, თან მებოდიშებოდა ყველაფერი ჩემი ბრალიაო და სლუკუნებდა, რომ დამშვიდებულიყო მივეცი, მაგრამ არაფრით არ აიღო, შე ნაბოზაროო ყვირილი დამიწყო და გამომაგდო. ცოტა ხანს კარებთან ვიდექი, მერე ისევ ავტირდი და წავედი.
გელა
ბედნიერი კაცი ვიყავი. ალბათ პირველი მსოფლიოში. პირველი იმიტომ რომ ბავშვს ველოდებოდი. შვიდი თვის წინ სასწაული მოხდა. ერთ სომეხთან ვიყავი, გაზის ფულს არ იხდიდა და უნდა შემეშინებინა, მაგრამ შევედი თუ არა ძირს დამაგდო და მიხმარა. სურიკა ერქვა, მერე შხაპიც მივიღეთ ერთად. მითხრა ვიცოდი დღეს რომ მოხვიდოდი და ცოლი დედამისთან გავუშვი საღამომდეო. ვიჯექით, კონიაკს ვწრუპავდით და ვლაპარაკობდით. აღმოჩნდა რომ შვილი არ ჰყავდა და თავს ძალიან უბედურ ადამიანად თვლიდა. მაშინ მახსოვს გულში ვინატრე , ნეტავ შემეძლოს რომ ბავშვი ვაჩუქოთქო, მაგრამ თუ ამიხდებოდა არ მეგონა. იქიდან რომ წამოვედი უფროსთან ვიჩხუბე და სამუშაოდან გამომაგდეს სურიკას ნახვა მინდოდა, მაგრამ ვერ შუვუარე , მეშინოდა მის ცოლს არ წავწყდომოდი. ეს ორსულობის ამბავი კიდევ ეხლახანს გავიგე. მუცელზე არაფერი მეტყობოდა, ზურგზე, წელს ოდნავ ზემოთ რაღაც გამომეზარდა და ექიმთან მივედი. იმან კიდევ წელმძიმედ ხარო, მომახარა და როცა შემატყო დაიბნაო ამიხსნა ანალური სექსის შემდეგ ესე ხშირად ხდებაო. მეც მისასვლელი მიზეზი გამომიჩნდა და სურიკასთან წავედი. საღამო იყო, ლიფტში შევედი თუ არა გულისრევა ამიტყდა და მერე, უკვე მეცხრეზე ასული რატომღაც შიგნით გავიჭედე. კარები ოდნავ გაიხსნა, სულ პატრაზე, სხვა დროს ალბათ როგორღაც ვცდიდი და გავძვრებოდი, მაგრამ პატრას მომავალი ვერ გავრისკე და შიგნით დავრჩი. ცოტა ხნის შემდეგ ფეხების ბრახა ბრუხი გავიგონე, გამიხარდა, ვიფიქრე აი მხსნელი, მოიჩქარის რათა გამომიყვანოს ახვარი ლიფტის მუცლიდან და ვინატრე რომ ამ ზედმეტად ენერგიული ნაბიჯების პატრონი სურიკა ყოფილიყო, მაგრამ შევცდი, ვიღაც ბიჭი აღმოჩნდა, სადარბაზოს მკრთალ შუქი მისი სახეს ოდნავ ანათებდა, მაგრამ ერთი შეხედვაც საკმარისი იყო რომ მისი შიში გადმომდებოდა. საწყალი აქეთ იქით აწყდებოდა, მერე კარებზე ბრახუნი ატეხა. ამ დროს ესროლეს კიდეც. ის მოკვდა მე კი გული წამივიდა. კიდევ კარგი ზურგით არ დავეცი. დილით ლოგინში გამეღვიძა, მუცელზე ვიწექი და სურიკა ზურგზე სველ საფენებს მაწყობდა. ისეთი სახე ქონდა მივხვდი ყველაფერი იცოდა.
ყვაფისფერი გნომი განყოფილებიდან
-კარგით რა ერთი კაცის სიკვდილისთვის ამ სოროში მტოვებთ. აბა ორი რომ მოეკლა რას იზამდით. თანაც შალვამ მთხოვა. რომელმა? რომელმა და აი შალვამ რა, ხო, ხო მაგან. რავი მე რატომ პროსტა უნდოდა , ყველას ხომ ვერ ავახსნევინებ თავის სურვილს. თან იმანაც მთხოვა, ხო დათომ რამე ისეთი მოხდეს, რომ ჩემი ცხოვრება მთლიანად შევცვალოო, აბა ნახეთ ეხლა, ადრე სულ კუხნაში იჯდა ეხლა კარებთან ზის, მერე ოთომაც მთხოვა , როდის და ბურის თამშის დროს, რა ინატრა და უნდოდა დაენახა საერთოდ თუ ქონდა დათოს გული, ხოდა მეც დავანახე, იმ თამთამაც მთხოვა. მოიცა გავიხსენო. ხო აი ასე თქვა ზუსტად:-მოკვდი ბარემ და დაგმარხავ აქვეო. მე რა ვიცი რატომ? მგონი რაღაც ლოგინში ვერ აწყობდენ. კიდევ ერთხელ გიმეორებთ ეგ ჩემი საქმე არ არის. ხო დასაც ხელს უშლიდა. რაში? რაში და რაში უშლიან ხოლმე უფროსი და მუქი ძმები უმცროს დებს. ხოდა იმანაც ათასჯერ მაინც ინატრა გულში ჩაძაღლდი სადმეო.. ხო ზუსტად. დედამისსაც ნერვებს უშლიდა. ფულს პარავდა, და საათიც ლომბარდში დაუკარგა და ბეჭდებიც, ტელეფონსაც მაგ გზას გაუყენებდა, მაგრამ ვერ მოასწრო. არა ისე დედას ნაღდად არ უნატრია მაგის სიკვდილი მაგრამ ეგ არაფერს ცვლის. ამდენი ხალხის სურვილებს ხომ ვერ დავიკიდებდი. თან ისედაც საქმე მქონდა. გაგას შევუარე. ჭაჭა მქონდა წამოსაღები და ხო მთავარი დამავიწყდა. ავტორსაც ვჭირდებოდი. ხელი ქონდა უკვე ჩაქნეული თქვენზე. კანეცს ვერ გიფიქრებდათ. ისეთი ყვერები ხართ ერთ ყულფში თავი ვერაფრით მოგიყარათ. ყველა თქვენ თქვენს უბერავდით. მოკლედ გამიშვი რა. ერთი კაცის გამო აქ ნუ მაყურყუტებ.
-აუ ტო, რამდენს ბაზრობს ეს ჩემისა-უთხრა ერთმა დარაჯმა მეორე დარაჯს
-აბა ჩემი-უპასუხა მეორე დარაჯმა პირველ დარაჯს
-თან რას გავს ტო იმენა კარიჩნია.
-კბილებიც როგორ აქვს დაკრეჭილი, იმენა თახვია
-შარვალიც ბანძი აცვია
-შარვალი კი არა მარჯვენა ტუფლზე შეხედე იმენა ქუსლი აქვს დაბრეცილი
-ქუსლი რაა შენ ქუდი უნდა გენახა, ვერაფრით გავიგეთ რა ფერი იყო, ბოლოს ლაშამ ლაბორატორაში აუტანა ექსპერტებს.
-მეძინება ამის დედაც-დაამთქნარა პირველმა დარაჯმა-მოდი მე წავუძინებ დას ამ საათში შეგეცვლები.
-კარგი-მთქნარებით უთხრა მეორე დარაჯმა-მერე საკანს მიუახლოვდა და პატიმარს ჰკითხა-ფინეთში ყოფილხართ ოდესმე?