- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
დღეს უბრალოდ ვარ.
მაშინ კი ტროტუარების
კიდეს ჭუჭყიანი წყალი მიჰყვებოდა.
რა შუაშია დრო ?!
როცა ხელოვნური ინტელექტი
წერტილოვანი დარტყმებით
ანადგურებს ქმნილებებს ..
მომეჭიდე, როცა იგრძნობ რომ მყარად დგახარ.
მძიმე კვირაში
აღმოაჩინე ყრუ ტკივილი მკერდში
და ეს სულაც არ იყო ღმერთი.
ძილის წინ გადასწორებულ ქვეშაგებში
გარდაცვლილი მოხუცი ცოლ-ქმარი
და კედელს იქით უბიწოებით სავსე გოგო..
ნუ მიყურებ სითბოთი სავსე თვალებით
მთებს გადაღმა ხომ ჯერ კიდევ დღეა..
დალაქული ზეწრებით მოამაყეთა აქცია,
როცა უბრალოდ ვიცით, რომ სისხლმა ნაკერებში გაჟონა.
დამორჩილებული პროტესტების
სიხარულის მომცემი ყიჟინა
და ვენაცვლებით უბრალოდ ერთი-მეორეს..
მიმართულება ცხოვრებისკენ
დაცული უბიწოების სინათლეზე გამოსატანად,
როცა სიყვარულს წიხლით თელავენ..
და შორიდან მაყურებლის
უბრალო ფორმულა -
nobody dies virgin, life fucks everyone !