დილაუთენია
კედლის ოთხკუთხედ
აქსესუარში ვხედავ
თბაგაბურძგნულ ქალს
მტკივანი ნაბიჯებით
დამძიმებული მხრებით...
ოთახის კარის ჯახუნი დგას ყურებში
და ვყვები გაყინული ტბის ამბავს,
რომელიც შემოდგომით
გადამფრენმა ჩიტებმა წაიღეს თან..
თეთრი ვუალით და თეთრი ხელთათმანებით
ვდგავარ გამოკეტილ სახლთან,
ეიფორიაგაბანტულ მზერას
ვტოვებ შესასვლელთან.
როცა ცხელ ასფალტზე შიშველი ფეხისგულები
მეწვის...
გზა...
და...
გზა...
ვიგონებ დილას -
გაფცქვნილს მზის სხივებისგან
და სადილში ჩაუმატებელ მარილს
დასადნობად წყალს ვასხამ...
ვიგონებ ღამეს -
გაფცქვნილს ალერსისგან
და გულდამშვიდებულ ჩემივე თავს
გამოსაფხიზლებლად ვაგზავნი აბაზანაში..
დილაუთენია
კედლის ოთხკუთხედ აქსესუარს
თეთრ ბადეს ვაფარებ,
რომ ჩვენი დაბადება არ გამომეპაროს...
პოეზია
დილაუთენია / "ჩვენ"
ავტორის გვერდი გვანცა ვივალდი
00 ,
0000
2016


