• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

შექმნათა

×
ავტორის გვერდი კუკა რაზიკაშვილი 00 , 0000 1781

ერთი ძველინდური რელიგიური წარმოდგენის თანახმად (ნეტავ რომელი ძველინდური წარმოდგენაა არარელიგიური?!), სამყარო ბრაჰმანთა მიერ ლოცვისას გამოცემული მხურვალებით შეიქმნა, პირდაპირ გამოიჩეკა თბილ-თბილ წიწილასავით!

რელიგიური აზროვნების ლოგიკის თანახმად ამ წარმოდგენაში ყველაფერი რიგზეა... ეს წარმოდგენა ჭეშმარიტია, ისევე როგორც სხვა მრავალი შექმნათა მითი, თუნდაც შუმერულ-ებრაული შესაქმე. ვფიქრობ არც თუ ისე ძნელია განსხვავებულ რელიგიურ წარმოდგენათა ურთიერთშეთავსება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ სამყაროს შექმნა მუდმივი მითი, პროცესი და რიტუალია.

რაც შეეხება დროს: უხსოვარი, წინარე. ეკლესიური წარმოდგენის თანახმად, რაღაც 7.000 წელიწადი. აქ აღარ შვუდგებით თეოლოგიურ სპეკულაციას, 1.000 წელი რომ около გუშინდელი დღეა და სხვა ამგვარები...რაც გეო-ასტროლოგიურ მეცნიერებებს დაეჯერება, სამყარო დაახლოებით ცამეტნახევარი მილიარდი წლის წინათ ამოფეთქდა და დედამიწა კი სულ ერთი ბეწო, რაღაც ოთხნახევარი მილიარდი წლის ბაიაა...

მე კი სამყაროს შექმნას სულ სხვანაირად ვგრძნობ. სულ ცინცხალი მოვლენაა. ეს ამბავი ერთ დაბურულ სოფელში, 1965 წელს მოხდა, როდესაც შორს, სკოლაში წამიყვანეს. მაშინ დედაჩემი მარტო დარჩა და სულ ტიროდა. ჰოდა მისი ცრემლებისაგან ცა შეიქმნა, მწუხარებისაგან - მიწა, ოხვრისაგან - ჰაერი, მისი  მზერისაგან კი, - ჩემს პატარა ნაბიჯებს რომ სკოლისაკენ აცილებდა, -  მნათობები.

ამიტომაცაა ასე მწუხარე და ბინდისფერი ეს სოფელი. ვაჰ სოფელო, რაშიგან ხარ... იგი მიენდოს სოფელსა...

მე რომ მოვკვდები, ამ სამყაროს დიდი მწუხარებისაგან გავანთავისუფლებ, სულეთს კი დიდ სიხარულს მივიტან, მზესავით შევბრდღვიალდები იქ და პიროფლიანი დედის კალთაში ჩავესვენები.

12.I.2004.,თბილისი.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული