- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
საერთოდაც ჩვენ საოცარი ოჯახი გვქონდა,
სანამ ცოცხლები ვიყავით...
თუმცა დამკრძალავი ბიუროს მეპატრონემ
თქვა,რომ ჩვენგან გვამებიც მშვენიერი გამოვიდა,
მაგრამ მე რატომღაც...
მერჩივნა, ცოტახნით კიდევ, ცოცხლად დავრჩენილიყავით
და ტელე მარკეტში გამოწერილი, მათეთრებლით გასხივოსნებული, ჩვენი უნიტაზი,დილაობით, დედაჩემის მორიდებული მოშარდვის ხმას ამოევსო.
მერე,საწოლში დაბრუნებულს,მამაჩემის ერექცია გაბლანდვოდა ფეხებში
და მისი აიზბერგის ნატეხისეული საშოს კედლები,
აფრიკის მზისგულად ექცია რამდენიმე წამით მაინც...
ოო,როგორ მავსებდა უზმოზე მოშიებულს ეს
სიმშვიდის და დაცულობის ილუზიური ბედნიერება,
თითქოს ჯერ მხოლოდ ჩანასახის წარმონაქმნი ვიყავი,
სინამდვილის ინტოკსიკაციისა და ფეკალიებისგან დაცული,
დედაჩემის ვარდისფერ მუცელში,ან მამაჩემის ყოვლისშემძლე
სპერმატოზოიდში ვიჯექი და საკუთარი ჭიპის შესწავლას ვცდილობდი.
არ იყო არც შიში,არც სიყრუე,არც გაქცევა...
ამ დადაისტური ბგერების მეტაფიზიკური ხმოვანებისგან,
როცა მესაიდუმლე ყვითელი ფარდის უკან,
ჩემს ცნობისმოყვარე ლიბიდო დღესასწაულობდა.
მშობლებო,ეს იშვიათი წამებია,როცა თქვენ ანგელოზებად გვევლინებით
და მე მჯერა,ის მწვანე ლინზებიანი ანგელოზი,
რომელიც კვირაობით ჩამე ფანჯრის რაფაზე ონანირბს,
ჩემი დაა,დავიწყებულ აბორტს გადარჩენილი...
ის ისეთი ბედნიერია და უნიკუმ ულამაზესი...
როცა მის თითებში თეთრი სითხე,
ამოყირავებული თაფლის ქილასავით
მედიტაციური ინტერვალებით მოჟონავს...
ზოგჯერ სხვენში ვიმალებით,
სადაც დაბრმავებული ტარაკნები,კრუნჩხვებით ეხეთქებიან ჩემოდნებს,
რომლებშიც ტრანსექსუალი ბიძაჩემის კაბები აწყვია,
ჩვენ ვიცვამთ და პატარა ტუჩებს წითელი პომოდით ვიღებავთ,
და ვიგონებთ ბიძაჩემს,რომლის ანალური ხვრელი და სიცოცხლე,
ქალად ყოფნის იდიოტიზმს შეეწირა.
ჩემმა დამ მითხა,რომ ის ვერ იტანდა თავის პენისს,
მე გავუმხილე,რომ დედაჩვენსაც შეძულდა დროებით მამაჩვენის პენისი,
როცა გაიგო,რომ ის მეზობლის დიდძუძუება მოზარდს აკმაყოფილებდა,
ასევე მსუქან ფეხებიან ,უსახელო ქალს,რომლის საყვარელ ბულდოგს
მე და ჩემმა დამ მერე თავი მოვაჭერით....და დედაჩვენს ვაჩუქეთ
მგონი ბედნიერი იყო...ასე მოგვეჩვენა!
საერთოდაც ჩვენ საოცარი ოჯახი გვქონდა....