- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
„თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ თქვენი დედა მოვტყან!“
ტიციან ტაბიძე
ძვირფასო პოლიციელო
მამავ ჩემო,
მუხლმოდრეკილი ვდგავარ შენ წინა
და გევედრები, რომ არაფერი დაუშავო
დედაჩემს, ჩემ ნათესავებს და მეგობრებს.
გთხოვ ნუ გააუპატიურებ ბებიაჩემს,
მეც ხომ გყოფნი,
როდესაც მიყოფ,
შენი გახურებული, აწითლებული სახე,
შენი გასივებული ყვერები,
რომელთაც მოურიდებლად პირში მჩრი.
თუ ეს გბეზრდება, სისხლიან ანუსში მიკეთებ ხოლმე.
ძვირფასო პოლიციელო
მამავ ჩემო,
მე კარგად მახსოვს შენი კვნესა,
როგორ ერეოდა გვერდით საკანში მწოლიარე
კანონიერი ქურდის ჭლექიან ხველებას
და მე ვაფურთხებდი შენგან დატოვებულ სპერმას,
ამოვახველე ყველა ტკივილი
რაც ჩემ შიშველ სხეულზე დატოვე
ჩემო მოძალადე პოლიციელო.
მოიტანე ცოცხი, დიახ მე პოეტი ვარ,
მოიტანე ცოცხი და ანალურ ხვრელში
უხეშად გამიკეთე.
მე სისხლით ვწერ საკნის კედელზე - „ტკივილი“, „თავისუფლება“
და ა.შ.
მოიტანე ცოცხი, სიმბოლო ჩვენი ერთობის და სიყვარულისა,
სიმბოლო ჩვენი მთავრობის, ძალადობის სიმბოლო.
ძვირფასო პოლიციელო
მამავ ჩემო,
მე ყოველდღე ვფიქრობ შენზე
და მეშინია,
რომ ერთ დღესაც არ დაბრუნდები,
რეზინის ხელკეტს პირში არ ჩამჩრი
და მკითხავ: „პოეტი ხარ?“
მე კი გიპასუხებ: „პოეტი ვარ!“
ჩემო ძვირფასო პოლიციელო,
როგორ მიყვარხარ, თან როგორ მძულხარ,
შენ ეს შეძელი, გააღვიძე დავიწყებული გრძნობები ჩემში.
სექსუალური იდილიის გამწვავებისთვის
მინდა სახეზე დაგაფსა და მერე ტუჩებში გაკოცო.
ოღონდ ფრანგულად! შენ ეს გაგიჟებს!
„გტკივა?“ - მეკითხები.
მზრუნველი ხარ,
ურბრალოდ ამას ჯერ ვერ ამჩნევ,
ეს მე ვიცი.
ძვირფასო პოლიციელო
მამავ ჩემო,
გამიკეთე ცოცხი, სასწრაფოდ გამიკეთე,
უშენოდ ეს ციხე ისეთი მოსაწყენია,
ისეთი მშვიდი, რომ მგონია აქედან წავალ.
20.09.2012