ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
არტი & ტექნოლოგიები

სიზმრების რეგისტრაცია

ზურა ჯიშკარიანი
05.06.2010

   


World Wide Dream Web

Call for Tbilisi Dreams!

არტ-ჯგუფი ELY-ს სიზმრისმკვლევართა ქვედანაყოფი უხმობს მოქალაქე მესიზმრეებს:
23მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით - სიზმრების მასობრივი რეგისტრაცია თბილისში. :]

დაბლა შეგიძლიათ გაეცნოთ თვითონ პროექტის ტექსტს და ეწვიოთ საიტს,რომელიც თანდათან, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება და გაძლიერდება.

მოგვწერეთ შენიშვნები და ახალი იდეები,დააშეარეთ საიტი, რომ მეტმა ადამიანმა იხილოს, რომ მისი სიზმრები შეიძლება არ დაიკარგოს დილით, გამოაგზავნეთ თქვენი სიზმრები ონლაინ არქივში,
ვინაიდან ნათქვამია:
მითხარი რა გესიზმრება შენ და გეტყვი რა სიზმრებს ხედავს შენი ქალაქი!

WWDW - World Wide Dream Web

რატომ სიზმრები?
ნებისმიერი ადამიანი ხედავს სიზმრებს. უფრო მეტიც ცხოვრების თითქმის მესამედს ყოველი ჩვენგანი სიზმრების სამყაროში ატარებს. წარმოიდგინე ყოველ ღამით რამდენი მილიონი სიზმარი სუნთქავს და დილისკენ უკვალოდ იკარგება.

არსებობს სიზმრების ამხსნელი უამრავი თეორია, თუმცა ყველა მათგანი მხოლოდ თეორიაა.

ჩვენი აზრით, სიზმრების გაზიარება უსამართლოდ დავიწყებული ხელოვნებაა. სიზმრები საჩუქარია, უფასო ფანტასტიური ბიოინტერნეტი უსაზღვრო შესაძლებლობებით, ხოლო მათი უკვალოდ გადაყრა – კულტურული შეცდომა.

რა არის WWDW?
WWDW (World Wide Dream Web) არის ინტერნაციონალური არტ-პროექტი, რომლის საბოლოო მიზანია ლოკალურ სიზმართა რეგისტრაციების გზით - შექმნას მსოფლიოს მიმდინარე სიზმრების ცოცხალი არქივი.

ქალაქები
ქალაქებს ჩვენ განვიხილავთ როგორც ცოცხალ "არსებებს", სპეციფიკურ პიქსელებს მსოფლიო რუქაზე, რომელთა უჯრედებს შეადგენენ გზები და უბნები, ადამიანები და სიზმრები. ჩვენ გვაინტერესებს რა ესიზმრება შენს ქალაქს დღეს ღამით, ჩვენ გვინდა მოვუყვეთ ეს სიზმარი ყველას.

------
როგორ მუშაობს პროექტი:
1. სიზმრების რეგისტრაცია

WWDW-ს სიზმრის მკვლევართა ჯგუფი გთავაზობთ ონლაინ ფორმას სიზმრების რეგისტრაციისთვის. 23 მაისიდან – 23 ივნისის ჩათვლით ნებისმიერ პიროვნებას მისი ასაკის, სქესის და უბნის მითითების შემდეგ შეუძლია ყოველ დღე გამოაგზავნოს იმ დღეს ნანახი მაქსიმუმ სამი სიზმარი. ჩვენი პროექტის პირველი მიზანია თქვენი სიზმრების შენახვა დრიმ-არქივში. ამჯერად პროექტი დიდწილად ინტერაქტიულია და დამოკიდებულია მოქალაქე მესიზმრეების მინიმალურ აქტივობაზე. ჩვენთვის ყოველი სიზმარი მნიშვნელოვანია, ამასთან საკუთარი სიზმრის რეგისტრაციით ყოველი პიროვნება ა] ინახავს თავის სიზმარს ჩვენს არქივში, ბ] გვეხმარება ქალაქის სიზმრების მოგროვებაში. ერთადერთი თხოვნა რაც გააჩნია პროექტს, არის მარტივი: იყავით გულწრფელები და ბუნებრივები!

2. სიზმრების ანალიზი, რუკა და გამოფენა

მოცემული ვადის შემდეგ საიტი დროებით იხურება, პროექტი აანალიზებს დარეგისტრირებული სიზმრების არქივს და ამ არქივის საფუძველზე კეთდება ქალაქის მიმდინარე სიზმრების რუკა, რომელიც გამოიფინება ქალაქის მიმდინარე სიზმრების გამოფენაზე, რომელიც ჩატარდება სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ რამდენიმე კვირაში.

3. სიზმრების პოტლაჩი

პროექტის შემდეგი ეტაპია მოცემული ქალაქის სიზმრების "წაღება" საჩუქრის სახით შემდეგ ქალაქში, სადაც განმეორდება ანალოგიური აქცია.
ამასთანავე პროექტი ითვალისწინებს დაუგეგმავ ქუჩის აქციებს, სემინარებს და შეხვედრებს.

ამიტომ, მოგვაკითხეთ ხშირად, გეგმები და ინფორმაცია შეიცვლება თქვენივე აქტივობების მიხედვით. იყავით მსუბუქები როგორც წყალი, მოულოდნელები როგორც სიზმარი.

------

http://urbandreamz.freeiz.com/