ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
რეცენზია
რეცენზია

ტახიპაპას ამბავი

ეკა ჭითანავა | 01.01.2015
ახლა ის ამბავი, რასაც „ტახიპაპას“ თავგადასავალი მოვაყოლე: შეიძლება სანტაზე ფიქრის აკრძალვას პრაგმატული მნიშვნელობა ჰქონდეს. ბოლოს და ბოლოს  ოჯახის ბიუჯეტზე სასიკეთოდ აისახება. მაგრამ პრატჩეტი გვეუბნება, რომ თოვლის პაპა მხოლოდ საჩუქრების დასარიგებლად არ გამოუგონიათ და მას უფრო დიდი მისია აკისრია. 
რეცენზია

რაც მამას უნდა

პაატა შამუგია | 01.06.2014

მე მგონი, ერეკლეს დემონსტრაციული „გასატანების“ ვერსია თავად ამ იმიჯის დეკონსტრუქციისკენ გადადგმული ნაბიჯია.  ესე იგი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ერეკლე სატანიდან რომელიღაც სიმპათიურ ანგელოზამდე ამაღლდა და მისი სული ახლა ღრუბლებში დალივლივებს და ლოცულობს ჩვენზე.

რეცენზია

Behemoth - O, Father! O, Satan! O, Sun!

გიგა ბერიაშვილი | 09.03.2014

O, Father! O, Satan! O, Sun! საკმაოდ მქუხარე სახელწოდებაა, მაგრამ ამავდროულად ძალიან კომპლექსური და განვრცობილი. ზედაპირულად თუ განიხილავ საშინელი პრიმიტივი ხარ, სავსე უვიცობით. მაგრამ კითხვაზე, თუ რატომ მაინც და მაინც ეს სახელი, ნერგალის პასუხს ვერსად იპოვით, რადგან მისი თქმით თითოეული ჩვენგანი საკუთარ ინტერპრეტაციას მოუძებნის და არ უნდა თავისუფალი აღქმა დაანგრიოს.

რეცენზია

ავატარი: ადგილობრივების დაბრუნება

სლავოი ჟიჟეკი | 27.02.2014

ჩვენ არ უნდა მოგვატყუოს კამერონის ზედაპირულმა "ჰოლივუდურმა მარქსიზმმა" (უპირატესობის მინიჭებამ დაბალი კლასებისთვის და მდიდრების ოპორტუნიზმის, კარიკატურულმა და უხეშმა გამოსახვამ). გაჭირვებულების მიმართ სიმპატიის მიღმა ღრმად რეაქციული მითი იმალება, რომელიც პირველად კიპლინგმა გაშალა "მამაც კაპიტნებში", ამბავში ახალგაზრდა მდიდარი ბიჭის შესახებ, რომელიც განიცდის კრიზისს და საკუთარ სიცოცხლისუნარიანობას გაჭირვებულების მჩქეფარე ცხოვრებასთან მოკლე ინტიმური კავშირით აღადგენს. საბოლოო ჯამში გაჭირვებულების მიმართ, ამ თანაგრძნობის მიღმა, მათი ვამპირული ექსპლუატაციის იდეა იმალება.

რეცენზია

Gravity

ათუკა ქარჩხაძე | 07.02.2014

სწორედ კოსმოსურ ოცნებაზეა მექსიკელი რეჟისორის, ალფონსო კუარონის ფილმი ,,გრავიტაცია”. ექიმი რაიან სტოუნი, საუკეთესო სპეციალისტია სამედიცინო ინჟინერიაში. იგი მიემგზავრება თავის პირველ კოსმოსურ მოგზაურობაში ვეტერანი ასტრონავტის მეტ კოვალევსკის მეთაურობით, რომლისთვისაც ეს მოგზაურობა უკანასკნელია, რის შემდეგადაც იგი გადის პენსიაზე, მაგრამ 

რეცენზია

რადიაციული სამება

პაატა შამუგია | 20.01.2013

ისინი ძალიან ჰგვანან თავიანთ ტექსტებს – გაჩეჩილები, უწესრიგოები, გამომწვევები. ასეთია „რადიაციული კლუბი“, რადიაციული სამება: გეგა აბულაძე (მღვდელი), მარი აპათია (მონაზონი), ირაკლი კირკიტაძე (დიაკვანი). მეტსახელებიც თითქოს რაღაც დე(კონ)სტრუქციის მიზნით შეურჩევიათ – ეს სასულიერო იერარქიები ხომ თანამედროვე ურწმუნო საზოგადოების მთავარი ფეტიშია. პოეზია კი (მით უმეტეს, სოციალური პოეზია) სწორედ ამ მთავარ ფეტიშებზე, „გენერალურ სურვილებზე“ დაგეშილი სეტერია. 

რეცენზია

Fight Club

რუმი პეტრიწი | 27.06.2012

მიზეზი რატომ უნდა წაიკითხო ეს წიგნი არ ვიცი... მაგრამ ვფიქრობ, რომ აქ შეგიძლია დაამზადო ბომბი და იგივე ბომბი გადააგდო. შეგიძლია მოგკლან, მოკვდე–დაიბადო და აქ არმოაჩენ, რომ შენ დგახარ გზაზე გაცნობიერების, რომელიც დაგანახებს რეალობას, რომ ყველაფერი შენს ხელშია.

რეცენზია

"ამ სტატიის ბოლოში პორნოებია"

რუმი პეტრიწი | 04.11.2010
2004 წელს მას პედრო ზურიტას როლი შესთავაზეს რუსულ სატელევიზიო ფილმში "ადამიანი ამფიბია". ნიკამ უარი თქვა. უარის მიზეზი გახდა ბავშვობისდროინდელი კამათი გოგი ძოძუაშვილთან , რომელი რომანი ჯობია - "ადამიანი ამფიბია" თუ "პროფესორ დუელის თავი". ნიკა ამტკიცებდა, "პროფესორ დუელის თავი" უკეთესიაო
რეცენზია

დიალოგში (გა)დარჩენილები

ცირა ბარბაქაძე | 21.05.2010
წიგნის ბოლო თავი (ისევე, როგორც მთელი წიგნი)_„დიალოგი“-შეგიძლიათ წაიკითხოთ დასასრულიდან დასაწყისისკენ, შემდეგ-პირიქით, და ნახავთ, რომ არაფერი არ შეიცვლება. ტექსტი თითქოს სპირალია, არა აქვს დასასრული და არც დასაწყისი. ნებისმიერი ფრაზიდან იქ მიხვალთ, სადაც უნდა მიხვიდეთ, რადგან ის, რაც „აქაა“, ამავე დროს „ყველგანაა“, ტექსტი „ღიაა“ მკითხველის მოლოდინში, ოღონდ ისეთი მკითხველის მოლოდინში, რომელმაც შესვლამდე დაინახა, რომ კარი ღიაა.
რეცენზია

ბეგბედერა

ალექსი ჩიღვინაძე | 22.04.2010

პრეზენტაციაზე ახსენეს ისიც, რომ საქმე ტრანსგრესიულ ლიტერატურასთან გვქონდა. ჩემი აზრით ეს უფრო თრეშ-ლიტერატურაა. თრეშსა და ტრანსგრესიულ ლიტერატურას შორის განსხვავება ის არის, რომ ტრანსგრესიულ ლიტერატურაში აღწერილი „გულისამრევი“, ავადმყოფური, ზღვარგადასული ქმედებები ან სიტუაცია თვითმიზანი არ არის. ეკოს შემთხვევაში კი მომენტებში ვხვდებით, რომ ზოგიერთი პასაჟი, მხოლოდ ჭკუიდან აწეული, განრისხებული, კონსერვატორი, მორწმუნე, კეთილშობილი მოქალაქისა და მკითხველის სახის წარმოდგენის შემდეგ არის აღწერილი: