ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
კრიტიკა / ესე
კრიტიკა/ესსე

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოვალეობაზე

ჰენრი დევიდ თორო | 02.11.2011
ადამიანების დიდი წილი სახელმწიფოს საკუთარი სხეულით ისე ემსახურება, თითქოს კაცნი კი არა, მანქანები ყოფილიყვნენ. ესენი არიან სწორედ მუდმივი ჯარის ჯარისკაცები, ჩვენი სახალხო ლაშქარი, მეციხოვნეები, კონსტებლები, შერიფის თანაშემწეები და სხვა მათი მსგავსნი. უფრო ხშირად ზნეობრივი განსჯა და გრძნობა მათ შორის არაა; საკუთარ თავს შეშას, მიწას თუ ქვას თავადვე უტოლებენ. ამდენს ხომ ხისგან გამოთლილი ადამიანიც მოახერხებდა
კრიტიკა/ესსე

პორნოვარსკვლავი, რომელმაც ენა გადაყლაპა

ალექსი ჩიღვინაძე | 18.08.2011
"ენა დაუჭირე" - უყვიროდნენ და გარს ეხვეოდნენ. ასე მის პირში ოცდაათამდე თითი და შესაბამისად სხვადასხვა გემო გაჩნდა: მარწყვის და სპერმის, ახლადშელესილი კედლისა და მათეთრებლის, ბეზინის თუ სპირტის. მაგრამ ვერავინ შეძლო მისი გადარჩენა. როგორც მერე თქვეს, კაიფში გაიპარაო. შავ მდინარეს აუყვაო, რომელსაც ზედ ებნია სოკოსავით შეგროვილი ქალაქის ნათებები. ჩვენც ამ მდგომარეობაში ვართ. უხეშმა რეალობამ გადაყლაპა ენა. დაფარულში გადაამუშავა, შემდეგ საჯარო სივრცეში მოინელა. ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს განავალში ქექვას?  
კრიტიკა/ესსე

პოსტსაბჭოთა საქართველო და პოსტმოდერნიზმი

ზურაბ ქარუმიძე | 17.08.2011
წარმოიდგინეთ, XVII საუკუნის დასაწყისის რომელიმე ქართველ მწერალს თუნდაც მცირე ზომის თხზულება რომ შეექმნა, ვინმე შერეკილ იმერელ აზნაურზე, რომელიც “ვეფხისტყაოსნის” დაუსრულებელმა კითხვამ ისე გადარია, რომ თავი ტარიელად წარმოიდგინა, ცხენს მოახტა და ქაჯების მიერ მოტაცებული ნესტან-დარეჯანის გამოსახსნელად გაემართა, ხოლო ის “ნესტან-დარეჯანი” სინამდვილეში მეზობელ სოფლად მცხოვრები მოახლე გომბიო იყო და სახელად დესპინე ერქვა.  
კრიტიკა/ესსე

მოთხრობის წერის 10 წესი

demo.ge | 09.08.2011
„გარდიანმა“ გააკეთა ციკლი „მოთხრობის წერის 10 წესი“ რომელშიც თავი მოუყარა თანამედროვე ავტორიტეტულ მწერლებს და საიტზე განათავსა წერის მათეული „რეცეპტები“. მეთოდები ერთმანეთისგან აშკარად განსხვავებული და ხშირად, ურთიერთგამომრიცხავიც კი აღმოჩნდა, რაც მკითხველთა დამატებითი დაინტერესების მიზეზად იქცა. demo.ge გთავაზობთ სამი ავტორის 10 წესს.  
კრიტიკა/ესსე

ბიბლია პრეზიდენტისთვის

პაატა შამუგია | 07.08.2011
შარშანდელ წელსაც არ ჩაუვლია ალტერნატიული სახარების გარეშე – ფილიპ პულმანმა გამოსცა წიგნი, რომელსაც ჰქვია „კარგი იესო და არამზადა ქრისტე“. როგორც მოსალოდნელი იყო, წიგნი ბესტსელერი გახდა და პარალელურად, ანათემას გადაეცა. ესეც მოსალოდნელი იყო.
კრიტიკა/ესსე

ფრაგმენტები პირადი გამოცდილებიდან

დათო ბარბაქაძე | 01.08.2011
ტექნოლოგიურ ეპიცენტრებში ეს ბავშვური ასაკი გავლილია და გაცილებით მნიშვნელოვანია საკითხი „დაჩქარებული“ დროის ათვლის წერტილის და მიმართულების შესახებ, ანუ ახალი აქტუალობა შეიძინა შუმერული ენის სიბრძნემ, რომელშიც „თავისუფლებას“ დაესმოდა არა კითხვა „რა?“, არამედ კითხვა – „რა-საით?“.  
კრიტიკა/ესსე

მტერი

გია მარიამიძე | 25.07.2011
ბედის ირონიით ადამიანს პირველადი სასქესო ორგანო და ცხოველმყოფელობის შედეგად ორგანიზმში წამოშობილი ნივთიერებების გამოყოფის ორგანო  ერთად  აქვს –  ვაგინა და შარდმდენი მილი. ასევე   საჯდომი და უკანა, ანალური ხვრელი. არ ვიცი, ბუნების ხრიკის - ევოლუციის შედეგად მოხდა ასე, თუ ღმერთს შავი იუმორი უყვარს. 
კრიტიკა/ესსე

Poetic Terrorism

ჰაკიმ ბეი | 12.07.2011
პოეტური ტერორიზმი უნდა იყოს მინიმუმ ისეთივე ძლიერი როგორც ნამდვილი ტერორის და შიშის შეგრძნება – ზიზღი, სექსუალური აგზნება, ცრურწმენები, მოულოდნელი ინტუიტიური გარღვევა, დადაისტური მოუსვენრობა – არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტული პოეტური ტერორიზმის მიზანი ერთი ადამიანია თუ ბევრი
კრიტიკა/ესსე

ნიკოლოზ ბარათაშვილის შეუსრულებელი მისია,ანუ კოლონიური ქართული ლიტერატურა

გაგა ლომიძე | 05.07.2011
გიორგი კეკელიძის პოემის ოთხი ნაწილი, პირობითად, შეგვიძლია, დევნის ისტორიის კონტექსტში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიის /მო/ნაკვეთებად დავსახოთ. თუმცა, ეს პოემა მხოლოდ პოეტის ცხოვრების ეტაპები როდია. მისი ოთხი ნაწილი, იმავდროულად, არის ოთხი სეზონის, ოთხი ცივილიზაციის მონაცვლეობის და ამ ხნის მანძილზე, დროსთან ერთად, ადამიანის ევოლუციის გაანალიზების თუ იმ კონტექსტში მოთავსების მცდელობა, რომელსაც როგორც ერთგვარი აპოკალიფსური ხატი, მუდმივად გასდევს ბედისწერის - ყორნის თემა.
კრიტიკა/ესსე

პედოფილის სახელმძღვანელო

პაატა შამუგია | 13.06.2011
„ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ მეექვსე კლასში ვნახე. ჩვეულებრივი ამბავი ნუ გეგონებათ – სიზმრად ვნახე. ალბათ ამიტომაც არ მჯერა ფსიქოანალიტიკოსების, რომ ამბობენ, ნებისმიერი სიზმარი, სინამდვილეში, რამდენიმე წამს გრძელდებაო. დიდი შარლატანი ხალხია, მაგათი ერთი სიტყვა არ დაიჯერება.