ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა
პროზა

სიყვარულის მაღაზია

ქრისტინე ბებია | 23.03.2017

მიაწყდა ხალხი. ვიღაც სამშობლოს სიყვარულს ყიდულობდა, ვიღაც _ თაფლის, ვიღაც _ ქსოვის. ვის რა უნდოდა ან რა სჭირდებოდა. ზოგიერთს ისედაც ჰქონდა ესა თუ ის სიყვარული და ახლა სხვა სიყვარულს ყიდულობდა. იმატებდნენ. რაც მეტი სიყვარული გაქვს, მით უკეთესი! მე კი, არანაირი სიყვარული არ გამაჩნდა. სწორედ ჩემთვის იყო ის მაღაზია, თუ იყო გახსნილი, მაგრამ ძალიან ღარიბი ვიყავი, კაპიკიც არ მებადა. ეგ, ფულის სიყვარული რომ არ მქონდა, იმიტომ.

 
პროზა

`მარშრუტკები` და ეკლესიები

ნიკა უხურგუნაშვილი | 09.02.2017

გზას ფეხით განვაგრძნობ და ვფიქრობ, როგორ მჭიდროდ დაკავშირებულები შეიძლება იყვნენ ერთმანეთთან, თითქოს ერთმანეთისგან სავსებით შორს მდგარი მოვლენები და ობიექტები. მაგალითად, როგორიც არის ეს ეკლესიებისა და ტრანსპორტის გაჩერების საკრალური კავშირი.

პროზა

ნოამ ბადი მიდის სამოთხეში

თომა პუხოვი | 28.01.2017

მეტი კატლეტი უნდა წამომეღო. რას ვიფიქრებდი, პარტიზანების ლოდინს ამდენი ხანი თუ დაჭირდებოდა. კარავი სულ აყროლდა ძეხვის სუნით. ისედაც არ ვარგა მგონი. არადა რომ ვიყიდე კარგი ჩანდა. ასეთ სარისკო რამეებზე ფულის დაზოგვა არ ღირს. ახლა გვიანია წუწუნი.

პროზა

გივიკო

სანდრო ნავერიანი | 11.01.2017

შვეიკამ ნავახა გახსნა და ალეკოს სახესთან მიუტანა, თან რამდენიმე საშიში სიტყვაც თქვა. ალეკო, ამ გაგანია პახმელიაზე, სპაზმს ვეღარ მოერია და შვეიკას პირდაპირ სახეში შეარწყია იმ მომენტში, როცა გივიკოს მამას შვეიკას ნავახიანი ხელი უკვე გაკავებული ჰქონდა. ალეკოს კიდევ ერთხელ აერია გული, როცა შვეიკას ნარწყევში ამოვლებული სახე დაინახა. მაგრამ ამჯერად, კუჭიდან ამოღებული მასა გივიკოს მამასაც შეესხა.

პროზა

ქვის ბუმბული

ალექსი ჩიღვინაძე | 27.12.2016

ეს ქვის ბუმბული - მისი ჯილდოა, საუკეთესო რომანისთვის გადასცა ბანკმა. ქანდაკებას ფულადი პრემიაც მოჰყვა, მაგრამ მას ამავე ბანკში გაპრობლემებული სესხი ჰქონდა, ამიტომ პრემია ჩარიცხვისთანავე ჩამოეჭრა. ხანდახან იმასაც ეჭვობს, რომ პატივცემულმა ჟიურიმ კი არ განსაზღვრა მისი ეს ჯილდო, არამედ პრობლემური სესხის განყოფილების თანამშრომლებმა, საკრედიტო ოფიცრებმა, საკრედიტო პოლკოვნიკებმა და გენერლებმა.

პროზა

საოცნებო სიკვდილი ყველას

ბექა ბერულავა | 25.12.2016

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შინისკენ მივდიოდი, ღამეც იყო და ყინავდა კიდეც, იმდენად რომ შემაწუხებელი სიხშირით მიწევდა საკუთარი თავისთვის გამეორება - საკმარისად თბილად, ყინვაგამძლედაც კი გაცვია-მეთქი. დაჯერება მაინც მიჭირდა, რა თბილადაც არ უნდა მცმოდა

პროზა

პლანიტგრადი, პლანიტგრადი-უტოპია

ცოტნე ცხვედიანი | 15.12.2016

თავიდან მერქვა შილანა, ვცხოვრობდი  პლანიტგრადში  და  არ ვიცოდი, რომ დამაჯერებელი ხმა მქონდა. საერთოდაც ვერიდებოდი ლაპარაკს, რადგან კომუნიკაციის ამ ფორმასთან იყო დაკავშირებული ჩვენი  მეტყველების კლასის მთავარი  უბედურება.

პროზა

უცნაურობამოწყურებული

ბექა ბერულავა | 09.12.2016

ზოგადად უცნაურობას გარკვეული დოზით ყველა იჩემებს და კარგ ტონადაც მიგვაჩნია, რადგან უცნაურობა განსხვავებულობასთან ასოცირდება, განსხვავებულობა ორიგინალურობასთან, ორიგინალურობა ინტელექტის მაღალ კოეფიციენტთან და ასე შემდეგ, მაგრამ 

პროზა

პირიდან გამოიღე

ლაშა მილორავა | 08.12.2016
„დავიკარგე“, ფიქრობს და მართალიცაა. თამთა დაიკარგა. უსასრულობას, რომელშიც ის მოხვდა, ერთი უნიკალური თვისება აქვს - სხვებისთვის შეუმჩნეველია. წარმოუდგენელია თამთა ვინმემ იპოვოს.
პროზა

ტენატოგენოსი

რომანტიული მიზანთროპი | 06.12.2016

ძალიან ბევრი ხალხი მოსულა. ამდენსაც ვერ წარმოვიდგენდი. თუმცა ალბათ შენი წარსულით კი დაიმსახურე რომ ამ დროს ათობით ადამიანს აეტანა ეს სუსხი შენთვის. მეც მოვედი. ოღონთ ჩემი მეგობრის სახლთან ვდგავარ და იქედან გიყურებთ. ხომ იცი ამ ადგილის ოდნავ ზემოთ არის მისი სახლი. როგორც ჩანს ორატორობის სურვილი არ გაგიჩენია მიანც არავისთვის. თითქოს ინერციით მიდის ფინალამდე ყოველივე