ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა
პროზა

ღმერთისგან მივიწყებული

ზუმრუდ იაღმური | 29.04.2015

ბოლოს და ბოლოს მოამთავრა საფლავის თხრა და წამოიმართა . ორი დღე შეუსვენლად თხრიდა. ხელები წელზე დოინჯად შემოიყარა და ღრმად ამოისუნთქა, დაღლილობისაგან მთელი სხეული სტკიოდა. მიხვდა,რომ ორმოდან ამოსვლას ვერ შესძლებდა, ჩამოჯდა და ხელები მუხლებზე ჩამოიწყო. რამდენიმე ხანს გაუნძრევლად იჯდა.ზემოთ ცხელოდა , ახლად გათხრილ სამარეში კი საკმაოდ გრილოდა.

პროზა

ქალი, რომელიც სხვას ჰგავდა

თაზო ნარიმანიძე | 24.04.2015

ჩემი მეგობრის დედამ ნახა ჩემი პოსტერები და ერთ-ერთ გამომცემლობასთან დამაკავშირა, მიდი შენი ნამუშევრებით, იქნებ წიგნის ყდის დიზაინერად აგიყვანონო. გამიხარდა. ხახვზე და პურზე მაინც აღარ ვიქნები-მეთქი და მივედი. იცით თქვენი ნამუშევრებიდან გამომდინარე ალბათ ჩვენი მიზერული ხელფასი არ დაგაკმაყოფილებთ, თან სიმართლე გითხრათ პოლიგრაფიულ ხარისხსაც აღარავინ აქცევს ყურადღებას, ისედაც რიკინ-რიკინით იყიდება წიგნებიო. კი დავეჭვდი, რიკინ-რიკინით თუ იყიდება ხალხს რატო არ ეტყობა-მეთქი, მაგრამ გავჩუმდი. მერე დაამატა, მთავარია რამით დაემუქრო მკითხველს და ეგ არისო, ამაზე კი აღარ გავჩუმდი და ჩავეძიე, მაგალითად სანამ ჩაძაღლდები ესენი წაიკითხე თუ გინდა მერე თქვან გარდაიცვალაო.
 

პროზა

მეოცნებენი

ცოტნე ცხვედიანი | 18.03.2015

სხვებს კიდევ ერთხელ გადახედა და ისიც იგრძნო , რომ ამ ახალგაზრდებთან შედარებით არცისე ბებერი იყო. არც არასოდეს დაბერდებოდა, სანამ  ამ სიყალბის წინააღმდეგ  ხმის ამოღებას გაბედავდა.  გულში ფიქრობდა,  ავდგები ამათ ყველას გამოვლანძღავ და სტუდიიდან გავიქცევიო...ვერ რისკავდა  წამოდგომას. თითქოს ეშინოდა გადამწყვეტ მომენტში ხმა არ ეყოფოდა სიტყვის სათქმელად.

პროზა

ბილიკი

ინა არჩუაშვილი | 10.03.2015

მელიტო პაპაჩემის ნახევარძმა და მარჯვენა მხრიდან მისი მომიჯნე იყო. ისინი მთელი ცხოვრება ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, მგონი, მიწის თუ რაღაც მემკვიდრეობის არასწორად გაყოფის გამო; მაგრამ არ მახსოვს, პაპაჩემს ოდესმე მასზე ცუდი წამოცდენოდა. რაც შეეხება ბაბოჩემს და მელიტოს  ცოლს, ჟუჟუნას, ეს წყვილი ნამდვილად ვერ შველდებოდა ერთმანეთს. ბაბოჩემი თავის ნახევარმაზლის ცოლს იმის ღირსადაც კი არ თვლიდა, სახელით მოეხსენიებინა: მაგ არსაქნელის ქათმებმა სულ გადამიქექეს ბოსტანი, ან `მაგ არსახსენებლის ფეხი ჩემს სახლში არა ვნახო, იტყოდა ხოლმე ჟუჟუნას დანახვაზე და პირუჩუმრად ჩამოწყევლიდა.

პროზა

უცხო

დათო სამნიაშვილი | 01.03.2015

გამოგიტყდები, შეგრძნება მაქვს, თითქოს ადრე სადღაც გნახე. მე საერთოდ ამნეზია მჭირს. ვერაფერს ვიხსენებ.  მახსოვს რამდენიმე არაფრის მომცემი სახელი, რამდენიმე ადგილი, რომელიც ჩემში ჯიუტად არის გამჯდარი და კიდევ შეგრძნება, უცნაური შეგრძნება, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა.

პროზა

ტომეკი

ანა ჭეიშვილი | 14.02.2015

და უცებ უსიამოვნო შეგრძნება გამიჩნდა. ხო, მთელ სხეულში, ძალიან ღრმად, ყბებში, კუჭთან, ფეხის თითებში. საშინელი შეგრძნება, მესამე რომ მოსაწევად გადიოდა და დიდი, გაბუღული სიცივე შემოქონდა, იმ შეგრძენებას გავდა, ოღონდ უარესი იყო. და მხოლოდ ამის მერე, ხო ამ შეგრძების მერე ვიფიქრე, რომ მე და ტომეკი იქნება სულ არ ვიყავით მარტო მე და ტომეკი და იქნებ, როცა ვამბობ „არც ერთი“   ჩემიდან, ტომეკიდან და მესამიდან გამორიცხვა უნდა ვიგულისხმო. იქნებ საერთოდაც სულ ასე ვიყავით, იქნებ სულ სამნი ვიყავით, იქნებ მესამე სულაც არ იყო მესამე.

პროზა

ისტორიის სახელმძღვანელო დამწყებთათვის

ლაშა მილორავა | 09.01.2015
ჭარის ლეკებთან ომის შემდეგ, ერეკლე მეორე და მისი ამალა, გადაღლილი მიუყვებოდა საინგილოს ერთ-ერთ ვიწრო ორღობეს. მეფის ბედაური, მდიდრულად გაწყობილი, თავად ერეკლესავით თავაწეული მიაბიჯებდა ხრიოკზე. ფლოქვების სინთეზური ხმა ერთ დიდ და გრძელ ემბიენტად ქცეულიყო, რეჩიტატივად მეომრების დროგამოშვებითი პატრიოტული შეძახილები და მეფისთვის ხოტბის შესხმა რომ ახლდა თან. თვითონ მეფე, მხრებში გამართული, თავზე სპარსული ქუდით, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ რაოდენ გადაღლილიყო. მიუხედავად ამისა, გული სიამაყით ევსებოდა, - ლეკთა დამარცხება ნამდვილად არ გახლდათ უმნიშვნელო და ყველასათვის ასე ადვილად განსახორციელებელი საქმე.
პროზა

ბავშვების საშობაო წერილები სატანას

მეთ პესეტი | 26.12.2014

ვინაიდან განსხეულებული ბოროტება ვარ, ამიტომ კომპიუტერს არ მოგცემ! მე მარკ ცუკერბერგი არ ვარ (იქნებ ვარ? ვხუმრობ, არ ვარ). მაგრამ შენ თუ ნამდვილად გინდა სამსახური, რომელიც მოგცემს საშუალებას, ბლომად ფული აკეთო სწრაფად და ამორალური გზებით (რაც უფრო შთამბეჭდავია, ჩემი აზრით), შენ შეგიძლია ადგე და გამომიგზავნო შენი რეზიუმე. მე მყავს რამდენიმე ძალიან ახლო მეგობარი კომპანია Goldman Sachs-ში.

პროზა

საახალწლო მოთხრობა ბავშვებისთვის

ლაშა მილორავა | 24.12.2014
 

-         დეეე, ნაძვის ხეს როდის დავდგამთ?

-         მოვა მამა სახლში და გავშლით, ლუკა. ნუ ღელავ, არსად გაგვექცევა, - იღიმის.

-         როდის მოვა?

-         ნუ წუწუნებ. ხო იცი, გვიანობამდე მუშაობს.

 

პროზა

კლიმატკონტროლი - მხოლობითში

ილია დობაძიშვილი | 16.12.2014
 
ბენის მანქანაში ვზივართ, რომელიც ერთადერთია რაც მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით ხვდა წილად, დიდი არაფერია 2003 წლის მოდელია, უფრო კონკრეტულად კი თეთრი ფერის თვალშისაცემად ნაავარიევი TOYOTA Tacoma. თუმცა საათზე მეტია აქ ვსხედვართ, ბენი ეს წამია სავარძლებს გათბობისკენ მოუწოდებს, არ ვიცი ამ დროს ყველაზე გულწრფელად რომელი დეტალი ფუნქციონირებს: გაფართოების სარქველი, თუ კომპრესორი, თუ ამაორთქლებელი, თუ გამაშრობელი, თუ კონდენსერი, თუ ვენტილატორი, თუ ყველა ერთად ან ერთმანეთის წინააღმდეგ; მე მხოლოდ მსმენია ამის შესახებ; აი დანამდვილებით კი ერთი ის ვიცი მხოლოდ რომ, ბენის მიერ მითითებულ ტემპერატურას, ტყავის სავარძლები არ აყოვნებენ.