ავტორები | რედკოლეგია | გამოწერა | კონტაქტი
შემთხვევითი მასალა
ლიტ. უწონადობა
 სიახლეები
პროზა
პროზა

 სპორტული სირბილი ანუ ზოზიფა, ები და დანარჩენები

გიორგი წითური | 26.12.2010
ები, ჩვენ ბერლინში წავალთ გესმის, ბერლინში დავიმალებით, სამუდამოდ გადავიხვეწებით და ვერავინ ვერასდროს ვეღარ გვიპოვის, ები! ცხოვრება ძაან პატარა ამისთვის, რომ რამემ გაკონტროლოს გაიგე! გესმის! ცხოვრება ძალიან პატარა ამისთვის, თავისუფლებისთვის ყველაფერი უნდა გაიღო, თუნდაც, თუნდაც სიცოცხლე, გესმის . . . ები აღარ იყო, ხოლო ჩემი თავისუფლება კი ყარდა . . .  
პროზა

ექო გაუქმებულ მაღაროებში

დათო კოროშინაძე | 25.12.2010
მოგეხსენებათ, ჩემი სახე ორჯერ ვიპოვნე. ერთხელ, როდესაც მთელ თბილისში შუქი გამოირთო და მეორედ, როცა ყველა აგვისტოს მოვლენებს იყო მიშტერებული. ვიპოვნე ცოტა სხვანაირი, ცოტა არაჩემეული, თუმცა საოცრად გამიხარდა და იმ წუთასვე დავმალე და დღემდე ჯიბით ვატარებ.
პროზა

აბანო

ალექსეი ტოლსტოი | 24.12.2010
ბატონი უკნიდან მიუახლოვდა, თან ხმაურიანად უტყაპუნებდა მის სველ ტაკოს, რაც მკვრივ კანს უწითლებდა. ცხენივით დაიჭიხვინა და თავისი  ქვასავით ასო მალაშკას გლუვი დუნდულების ქვეშ, ქალის სრიალა სირბილეში სწრაფი ბიძგებით შეაცურა.
პროზა

საქართველოს ქრისტიანული ქრონიკები

ჯეი ვერძი | 17.12.2010
”წითელი ყვავილები!” დისიდენტურად გავიფიქრე და ეჭვით მიმოვათვალიერე ავტობუსი, ხმამაღლა ხომ არ წამომცდა-მეთქი. იმ დღეს ჩვეულებრივზე ადრე მოვდიოდი სამსახურიდან, პარასკევი იყო - მარხვის დღე. გამოგვიშვეს, და საერთოდ, სულ ასე გვიშვებდნენ მარხვის დღეებში
პროზა

შექმნათა

კუკა რაზიკაშვილი | 13.11.2010
ერთი ძველინდური რელიგიური წარმოდგენის თანახმად (ნეტავ რომელი ძველინდური წარმოდგენაა არარელიგიური?!), სამყარო ბრაჰმანთა მიერ ლოცვისას გამოცემული მხურვალებით შეიქმნა, პირდაპირ გამოიჩეკა თბილ-თბილ წიწილასავით!
პროზა

სახლის უკანა ეზო

ნინო ტეფნაძე | 27.10.2010
 ქალს, რომელიც სოფლის ბოლოში ცხოვრობდა,  შვილები ყოველ სამ წელიწადში უჩნდებოდა და ეხოცებოდა. ერთი და იმავე მიზეზით -  ყველა მათგანი ძალიან ცივი იყო. იმდენად ცივი, რომ ზაფხულის მწველ სიცხეებში  მათ შუბლზე ხელების გაგრილებაც კი შეიძლებოდა. ბავშვები  როგორც წესი, 6 თვემდე ძლივს აღწევდნენ.  მერე, უბრალოდ, იყინებოდნენ და მათ იმავე ღამეს მარხავდნენ ხოლმე სახლის უკანა ეზოში.
პროზა

ნარკომანი

დათო ჩიხლაძე | 23.09.2010
ნარკომანთა უმეტესობა გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეში არის. ამას წინათ, მეცნიერებმა ცდები ჩაატარეს ჭიებზე, რომლებიც საკვების ყველა წყაროს მოწყვიტეს და მათზე დაკვირვება დაიწყეს. ჭიებმა ზრდის ტემპს მოუმატეს და კარგი ხანიც იარსებეს. თუკი ნარკომანი შეძლებს ასეთი ტემპით გაგრძელებას ის ფენომენალურ ასაკამდე იცოცხლებს.
პროზა

ესკორტი

ჩაკ პალანიკი | 08.08.2010
მან მითხრა, რომ გეი-აბანოში  შესახურებლად წავიდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბიჭს უბრალოდ ჟიმაობა უნდოდა. ჩასძინებია პირდაპირ საორთქლეში, აპარატთან. უგონოდ ეგდო რამდენიმე საათი, სანამ არ იპოვეს, სანამ ფეხზე ხორცი პირდაპირ ძვლამდე არ გაუშიშვლდა და გემრიელად შეებრაწა.
პროზა

ბენჟამენ ბონის უცნაური გმირობა ანუ ვინ მოკლა ჯ.ფ.კენედი (ნაწილი II)

გიორგი წითური | 23.07.2010

ჩვეულებრვი არითმეტიკა იყო, საიმონს კოქსი ჰქონდა, ბენჟამენს კი - ნესტოები. განტოლება ამოხსნილი და გადაწყვეტილი იყო. მე კი, ათას რამეს ვიხსენებდი და საიმონს ლაპარაკის საშუაალებას არ ვაძლევდი, ვიცოდი მთავრს მაინც არ გამიმხელდა და რა აზრი ჰქონდა.  

პროზა

ნეპალის სიზმრები ანუ როგორ დავიჭიროთ ბინ ლადენი (ნაწილი I)

გიორგი წითური | 04.07.2010
ბენჟამენმა ისეთ ცნობილ ჟურნალისტს, როგორიც საიმონ ჰანტია, ვერაფერს დავუმალავო და რომ მოაღო პირი, აღარ გაჩერებულა. ჯერ იყო და ერთი ორგანოს სიგრძის გამო, პორნო ინდუსტრიაში მოვხვდიო. საიმონმა ნაღდად დიდი აქვს, ჩემი თვალით მაქვს ეკრანზე ნანახიო, თანაც ისეთი ჯონ ჰოლმსს არ დაესიზმრებაო (პორნოვარსკვლავი იყო ერთი, განარკომანდა და მოკვდა მერე). მერე მეც, ჯონის არ იყოს, ნარკოტიკების მიღება დავიწყეო, “ნამეტნავად” კოკაინი მომწონდაო. ამის გამო ისეთი ძალებით ვეღარ ვმუშაობდი და “მადაგასკარიდან” პირდაპირ ფილადელფიის რომელიღაც სუნიან სასტუმროში მომისროლეს უფულოდ და კოკაინის გარეშეო. ნაღდად თავის მოკვლას ვგეგმავდი, როცა ASBR TV-მ დამირეკა და სინჯებზე მისვლა მთხოვაო. არავის არ უთხრათ, მაგრამ ახლა კონტრდაზვერვის ერთ-ერთი წევრი ვარ და ხან ტელევიზიაზე ვმუშაობ, ხან კი სახელმწიფოზეო.